კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: გარდამეცვალა მამა. მას საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა, რომელიც დატვირთული იყო იპოთეკით. აღმოჩნდა, რომ ბინის გაყიდვის შემთხვევაშიც კი, იპოთეკარების მოთხოვნა ვერ იქნება დაკმაყოფილებული, ვინაიდან, ბინის იპოთეკით დატვირთვისას მასში ჩადებული თანხა ბევრად აღემატება მის ამჟამინდელ ღირებულებას. მამის გარდაცვალების შემდეგ იპოთეკარები ბინაში ჩადებულ თანხებს მთხოვენ მე, თუმცა მე არც იპოთეკის შესახებ ვიცოდი რამე და არც აღნიშნული თანხებით მისარგებლია. მე იპოთეკარებს ვთავაზობ აღნიშნულ ბინას, მაგრამ ისინი მთხოვენ კიდევ ფულის დამატებას, რაც ჩემთვის ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან ასეთი თანხა არ გამაჩნია. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ მოვიქცე? ვაგებ თუ არა პასუხს მამაჩემის ვალებზე და აქვთ თუ არა იპოთეკარებს უფლება, ეს თანხა მე მომთხოვონ?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან კრედიტორების მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით, მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ნივთიდან. კრედიტორების მოთხოვნა ფულის დამატების თაობაზე არის უკანონო. სამკვიდროში არ შედის კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები, რომელიც მოქმედებს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალის სიცოცხლეში და წყდება მათი სიკვდილით.

კითხვა: 10 წელია, ვცხოვრობ თბილისში. მიწის საერთო ფართობიდან ვსარგებლობ გარკვეული ნაწილით. ეზოს მთლიანი ფართობი ეკუთვნის ჩემს მეზობელს, რაც რეგისტრირებულია საკომლე წიგნში და აღრიცხულია საჯარო რეესტრის ტექაღრიცხვის ბიუროს არქივში. გთხოვთ, განმიმარტოთ, საჯარო რეესტრში რა დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო, რომ მოვიპოვო ამ მიწის კანონიერი მოსარგებლის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვინაიდან ტექაღრიცხვის ბიუროს არქივში უძრავი ნივთი აღრიცხულია თქვენი მეზობლის სახელზე, თქვენ უნდა წარადგინოთ ამავე მეზობლის თანხმობა მიწის თქვენს სახელზე რეგისტრაციის შესახებ.

კითხვა: მსურს ბავშვის აყვანა. აუცილებელია თუ არა მეუღლის თანხმობა?

პასუხი: მეუღლის თანხმობა აუცილებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მეუღლე აღიარებულია ქმედითუუნაროდ ან თუ მეუღლეებს შეწყვეტილი აქვთ საქორწინო ურთიერთობა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ან კიდევ, მეორე მეუღლის საცხოვრებელი ადგილი უცნობია.

კითხვა: რა შემთხვევები ითვლება ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად?

პასუხი: დაქორწინება არ დაიშვება:

ა) იმ პირთა შორის, რომელთაგან ერთ-ერთი დაქორწინებულია სხვასთან.

ბ) პირდაპირ აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებს შორის.

გ) ღვიძლ და, აგრეთვე, არაღვიძლ და-ძმას შორის.

დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის.

ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედითუუნაროდ. „ბ”, გ„”, „დ” ქვეპუნქტები გამოიყენება მაშინაც, როცა ნათესაური ურთიერთობა გაშვილების შედეგად მოიშალა.

კითხვა: მამაჩემმა დაწერა ანდერძი, რომლის მიხედვით, ქონება დაუტოვა თავის საყვარელს. მე არ მინდა სავალდებულო წილის მიღება, რომელიც მეკუთვნის, მაგრამ, მინდა, რომ ჩემი წილი მიიღოს დედაჩემმა. კანონიერია თუ არა ჩემი სურვილი?

პასუხი: უკანონოა, რადგან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს შეუძლია, უარი თქვას მის მიღებაზე, მაგრამ ეს არ გამოიწვევს სხვა თანამემკვიდრეების სავალდებულო წილის გაზრდას. წილი ანდერძით გადადის მემკვიდრეებზე.

კითხვა: ჩემმა ძმამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მაგრამ სასამართლოს რეაგირების მოთხოვნამდე ის გარდაიცვალა. სასამართლომ განიხილა სარჩელი და დააკმაყოფილა მოთხოვნა. დაკარგავს თუ არა მისი მეუღლე მემკვიდრეობის უფლებას?

პასუხი: კანონის მიხედვით, თუ სასამართლო ბათილად ჩათვლის ქორწინებას, მეუღლე დაკარგავს გარდაცვლილი ქმრის ქონებაზე მემკვიდრეობის უფლებას.

კითხვა: ვცხოვრობ კორპუსში, ბოლო სართულის მეზობელმა სხვენზე დადგა ჩოგბურთის მაგიდა, რის გამოც გააუქმა კიბეზე ასასვლელი და ჩაკეტა სხვენი. კანონიერია თუ არა მისი ქმედება?

პასუხი: გირჩევთ, მიმართოთ სასამართლოს კოლექტიური განცხადებით და სარჩელი ყოველგვარი რთული პროცედურების გარეშე დაკმაყოფილდება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თქვენი მეზობელი ვალდებულია, ისე გამოიყენოს კორპუსის საერთო საკუთრება, რომ სხვა მესაკუთრეებს უფლებები არ შეულახოს.


скачать dle 11.3