მექსიკის პრეზიდენტი მსოფლიო საზოგადოებას ჰაიტიში „მარშალის გეგმის“ ანალოგის მიღებას სთავაზობს
მექსიკის პრეზიდენტი ფილიპე კალდერონი მსოფლიო საზოგადოებას სთავაზობს „მარშალის გეგმის“ მიღებას იმ მძიმე სიტუაციიდან გამოსასვლელად, რომელშიც აღმოჩნდა ჰაიტი იანვრის მიწისძვრის შემდეგ. მექსიკის ლიდერის აზრით, უპირველესად ეს გეგმა საჭიროა ჩაერთოს არა მარტო ქალაქების, არამედ ქვეყნის ყველა ინფრასტრუქტურის დანგრეული მეურნეობის აღდგენის პროგრამაში.
„მარშალის გეგმა“ – ევროპის ეკონომიკური დახმარების პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. გეგმას ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჯონ მარშალის სახელი დაერქვა. ამ გეგმით ევროპულ ქვეყნებს ომის შემდგომ აღდგენასა და განვითარებაში მასშტაბური დახმარება გაეწია.