კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ბრძანა სტალინმა, რომ ვერსია პეტრე პირველის ქართული წარმოშობის შესახებ საიდუმლოდ შეენახათ


პეტრე პირველის ქართული წარმოშობის შესახებ ბევრი მკვლევარი საუბრობს. ამ ვერსიების თანახმად პეტრეს მამა, რუსეთში გადახვეწილი ერთ-ერთი ქართველი ბატონიშვილი – ნიკოლოზია.

ის, ვინც ქართველ ბატონიშვილ ნიკოლოზად მოიხსენიება, იყო კახეთის მეფის, თეიმურაზ პირველის ვაჟის, დავითის შვილი – ერეკლე. ამ ვერსიების განხილვა შორს წაგვიყვანს, ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ქართველი ბატონიშვილისა და პეტრეს დედის, ნატალია ნარიშკინას ფიზიკური სიახლოვის მაუწყებელია მათი მიმოწერები. ცნობილია, რომ ამ დიდი იმპერატორის ცხოვრება თავის ნაწარმოებში ალექსანდრე ტოლსტოიმ ასახა. სტალინი და გორკი დიდ ყურადღებას იჩენდნენ ამ რომანის მიმართ. დიდი ბელადი პირადადაც რამდენჯერმე შეხვდა ალექსანდრე ტოლსტოის რომანზე მუშაობის პერიოდში. იოსებ სტალინთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მწერალმა ბელადს ის ამონარიდები წარუდგინა ნატალია ნარიშკინას წერილებიდან, რომლებიც ადასტურებდნენ დიდი „რუსი“ იმპერატორის ქართულ წარმომავლობას. როდესაც სტალინმა ისინი წაიკითხა, ტოლსტოის ჰკითხა: გინდათ, ეს დოკუმენტი გამოიყენოთ თქვენს რომანში? და დასძინა ისე, რომ პასუხს არ დალოდებია – არ გირჩევთ! ჩემი თხოვნაა, საერთოდ ნურავის ნურაფერს გაუმხელ ნატალია ნარიშკინასა და ქართველი ბატონიშვილის ამ მიმოწერის შესახებ. რუსეთს ორი სახელოვანი, ნიჭიერი და გამჭრიახი მმართველი ჰყავდა – ივანე (მეოთხე) მრისხანე და პეტრე დიდი. ივანე არ იყო წარმოშობით რუსი. ის რიურიკოვიჩების შტოს წარმომადგენელი გახლდათ. ახლა, გამოდის, რომ პეტრეც არ ყოფილა წარმოშობით რუსი. ამის შემდეგ, ბელადმა ჟდანოვს დაურეკა და მისი მეშვეობით სახელმწიფო არქივის დირექტორს მისცა კატეგორიული მითითება, რათა ამ უკანასკნელს ნატალია ნარიშკინას წერილები საიდუმლო ფონდში მოეთავსებინა და არავითარ შემთხვევაში არ გადაეცა მკვლევრებისთვის.

სტალინი თავის საქციელს ასეთ გამართლებას უძებნიდა: თუ პეტრე პირველის წარმოშობასთან დაკავშირებულ ამ საიდუმლოს გაახმაურებთ, ამაში მე დამდებენ ბრალს. ამიტომ, ამას ნუ იზამთო. ალექსანდრე ტოლსტოისთან დამშვიდობებისას კი ბელადს ღიმილით ჩაულაპარაკებია: ახლა კი მივხვდი, რატომ იყო პეტრე ასეთი ყოჩაღი, მის ძარღვებში, ხომ სამი მეფის სისხლი სჩქეფდა – რიურიკების, ბაგრატიონებისა და ცოტაც რომანოვებისო. რიურიკების რატომღა? – მაინც იკითხა ტოლსტოიმ, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო, სტალინს რაღაცა შეეშალა და რიურიკების მოხსენიება პეტრე დიდის უშუალო წინაპრებში არაფერ შუაში იყო.

– როგორ, ასეთმა ერუდიტმა რუსეთის ისტორიის საკითხებში, არ იცი, რომ პირველი რომანოვი მეფის მიხეილ თეოდორეს ძის დედა ივანე მეოთხეს ღვიძლი და იყო, და მაშასადამე რიურიკიო?

იოსებ სტალინთან დამშვიდობების შემდეგ, ალექსანდრე ტოლსტოის მეუღლესთან უთქვამს აღფრთოვანებულს: ვერ გავიგე ამ ქართველმა როდის მოასწრო ასეთი ცოდნის შეძენა, მაშინ, როდესაც ადრეული წლებიდანვე აქტიურ რევოლუციურ მოძრაობაში იყო ჩართული, რის გამოც სულ დევნიდნენ, ავიწროვებდნენ, ხან გისოსებს მიღმა, ხანაც კი გადასახლებებში ამყოფებდნენ, ეს ხომ ნამდვილი სასწაულიაო.

ბელადთან გამართული ამ დიალოგის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, მწერალს ხსენებული წერილის ფრაგმენტები აღარ გამოუყენებია თავის რომანში. თუმცა, ფილმში მაინც გაიელვა პეტრეს არარუსული წარმოშობის შესახებ პატარა ფრაგმენტმა.

როგორც ჩანს, იოსებ სტალინის ღრმა განსწავლულობით მხოლოდ ალექსანდრე ტოლსტოი არ იყო განცვიფრებული. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი სტალინის შესახებ აღნიშნავდა: რა, ერუდიცია აქვს, რა ზღვა ცოდნა – საწინააღმდეგოს უმტკიცებ, საბუთები მოგყავს, ფიქრობ, დაარწმუნე. ის მოთმინებით გისმენს, მაგრამ შემდეგ თავისი ლოგიკის ბასრი ხმლით მოგწვდება და პირდაპირ თავს წაგაგდებინებსო.

აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა, მოსკოვში ერთ-ერთ საარქივო საქმეში, სრულიად მოულოდნელად მიაკვლია ნატალია ნარიშკინას მიმოწერას ბატონიშვილ ერეკლესთან, როცა ერეკლე ჯერ კიდევ მოსკოვში იმყოფებოდა. ამ წერილებში, ნატალია, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ჯერ კიდევ ყრმა პეტრეს მისსა და ერეკლეს შვილად მოიხსენიებს. ამ წერილების ასავალ-დასავალი დღეს ჩვენთვის უცნობია.

საინტერესოა, იოსებ სტალინის დამოკიდებულება ცნობილი ისტორიული გმირის გიორგი სააკაძისადმი. ის დიდ მოურავზე ფილმის გადაღების იდეით დაინტერესდა. გადაღებები გაგანია ომის პარალელურად მიმდინარეობდა. ცოტა ხნით ადრე, 1940 წლის 11 ოქტომბერს საბჭოთა ბელადის მიერ კინემატოგრაფიის საკავშირო კომიტეტის თავმჯდომარისადმი მიწერილ წერილში, რომელშიც „გიორგი სააკაძის“ კინოსცენარის შეფასებაა, ვკითხულობთ: „ამხანაგ, ბოლშაკოვს! ამ დღეებში მე მივიღე ორი სცენარი თემაზე: „გიორგი სააკაძე”. ერთი ანტონოვსკაიასი და ჩორნის, მეორე – ლეონიძის.

ჩემი აზრით, ლეონიძის სცენარი წარუმატებელია. იგი ღარიბია მხატვრულად, რამდენადმე პრიმიტიულია ისტორიული მასალის შერჩევისა და გამოყენების თვალსაზრისით.

ანტონოვსკაიას და ჩორნის სცენარი თავისუფალია ამგვარი ნაკლოვანებებისგან, მაგრამ მას აქვს სხვა ხარვეზები. იგი მთავრდება სააკაძის პოლიტიკისა და პირადად მისი გამარჯვებით, მაგრამ ასეთი ფინალი, როგორც ცნობილია, არ შეეფერება ისტორიულ სინამდვილეს. ეს ქმნის ყალბ წარმოდგენას საქართველოს წარსულზე. სინამდვილეში, როგორც ისტორია მოგვითხრობს, სააკაძის პოლიტიკამ, – პროგრესულმა საქართველოს მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით, მარცხი განიცადა (ხოლო თვით სააკაძე დაიღუპა). სააკაძისდროინდელი საქართველო ჯერ კიდევ არ იყო მომწიფებული ასეთი პოლიტიკისთვის – ესე იგი მისი გაერთიანებისათვის ერთ სახელმწიფოდ, სამეფო აბსოლუტიზმის განმტკიცებისა და თავადთა ხელისუფლების ლიკვიდაციის გზით. მიზეზი ნათელია: თავადები და ფეოდალები უფრო ძლიერნი აღმოჩნდნენ, ხოლო მეფეები და აზნაურები უფრო სუსტნი, ვიდრე სააკაძე ფიქრობდა. სააკაძე გრძნობდა ამ შინაგან სისუსტეს და ეცადა, დაეძლია იგი საქმეში გარეშე (უცხო) ძალის ჩართვით, მაგრამ, საგარეო ფაქტორის ძალას არ შეეძლო ქვეყნის შინაგანი სისუსტის კონპენსირება. როგორც ცნობილია, ეს ასეც მოხდა.

ამ გადაუჭრელ წინააღმდეგობათა ვითარებაში სააკაძის პოლიტიკას უნდა განეცადა და კიდევაც განიცადა მარცხი.

მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული სიმართლე უნდა აღდგეს ანტონოვსკაიასა და ჩორნის სცენარში.

და თუკი აღდგენილი იქნება, ანტონოვსკაიასა და ჩორნის სცენარი, უნდა მივიჩნიოთ საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.”

სტალინი დიდი ყურადღებით მოეკიდა ფილმ „გიორგი სააკაძის“ გადაღებასაც. ბელადი მიიჩნევდა, რომ ის ჯარისკაცთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას სჭირდებოდა. ამბობდა კიდეც, რომ მის შექმნას უდიდესი პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ის ხალხს რწმენას ჩაუსახავს. ჩვენ იგი გამარჯვებისთვის გვჭირდებაო.

საბჭოთა ბელადმა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელს მოსთხოვა, ფილმი რადაც არ უნდა დაჯდომოდა, 6 თვეში დაესრულებინა, მაშინ, როდესაც თვითონ ჭიაურელი ფილმის დასასრულებლად ორ წელს ითხოვდა.

სტალინმა ყველანაირი დახმარება აღუთქვა ქართველ რეჟისორს. მიხეილ ჭიაურელიც საქმეს შეუდგა და მართლაც, სულ მოკლე დროში გადაიღო კიდეც ფილმი. არ ვიცი, სინამდვილეში რა როლი შეასრულა „გიორგი სააკაძემ” მებრძოლთა სულისკვეთების ამაღლებაში, მაგრამ ერთი რამ თვალშისაცემი, ნიშანდობლივი და ალბათ, შემთხვევითიც არ არის. კერძოდ, ის, რომ საბჭოთა ჯარისკაცის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, იოსებ სტალინი ქართველი ისტორიული გმირის მაგალითით აპირებდა და მოისურვებდა.

იგორ კვესელავას მასალების მიხედვით


скачать dle 11.3