კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს „ბეემვე 540“, მართვის მექანიკური კოლოფით. ავტომობილს საკმაოდ აგრესიულად ვმართავდი, ადგილიდან ძალიან სწრაფი დაძვრა იქნებოდა ეს თუ სხვა. ერთ-ერთი მორიგი დაძვრის შემდეგ მოდებას ფეხი გავუშვი, მაგრამ ავტომობილი არ დაიძრა. როგორც მეუბნებიან, სიჩქარეების კოლოფი დაზიანდაო, მაგრამ არც ერთ სიჩქარეში არ ვარდება და ყველა ერთად როგორ გაფუჭდებოდა? იქნებ სხვა რამეა მიზეზი, თუ, უკვე გამოვცვალო სიჩქარეების კოლოფი?

პასუხი: აგრესიული მართვით და ადგილიდან სწრაფი დაძვრით, პირველ ყოვლისა, მოდების ქურო ზიანდება და არა სიჩქარეების კოლოფი. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ „ბეემვეს“ სიჩქარეების კოლოფზე, რომელიც ძალიან ძლიერია. ერთ-ერთი ღირსება, რითაც შეიძლება „ბეემვემ“ დაიტრაბახოს, ეს არის სიჩქარეების კოლოფი, ის კარგად არის შექმნილი და გათვლილი სხვადასხვა სიტუაციაზე. სხვა მოდელზე რომ ყოფილიყო საუბარი, შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო სიჩქარეთა კოლოფის ეგრეთ წოდებული „კულისა“, ანუ ბერკეტი, რომელიც მხოლოდ ზემოდან მოძრაობს და სინამდვილეში სიჩქარეში არ ვარდება. მაგრამ ამას ძალიან იოლად მიხვდებოდით. რაც შეეხება თქვენს პრობლემას, დაზიანდა მოდების რომელიმე ფენა – შიდა ან გარეთა. თუ ამ მდგომარეობაში „ცეპლენია“, რომელიც უკვე აღარ მუშაობდა კარგად დიდხანს აწვალეთ, თქვენ მის დანარჩენ დეტალებსაც დაწვავდით და ამ შემთხვევაში გამოსაცვლელი იქნება არა მხოლოდ ქურო, არამედ კალათა, „ცეპლენიის“ ეგრეთ წოდებული „პლიტა“ და ეგრეთ წოდებული „მახავიკი“. თუ ქუროს ერთი ფენა ასძვრა და ის მაინც დაატრიალეთ, თქვენი ავტომობილის ძრავა იმდენად მძლავრია, რომ მისი დატრიალება გამოიწვევს მის სრიალს და დაიწვება „მახავიკი“ ანუ დეტალი, რომელზეც ქუროა მიბჯენილი და შემდეგ მას კალათა ებჯინება. პრობლემის მოგვარება დაიწყეთ ამით: დააშლევინეთ ხელოსანს მოდება და შეამოწმეთ, დაზიანებულია თუ არა ის. თუ ის მთელია, მხოლოდ ამის შემდეგ მოხსენით სიჩქარეთა კოლოფი. მაგალითად მოგიყვანთ „ბეემვე ემ5-თან“ დაკავშირებულ ერთ შემთხვევას: იმავე პრობლემის გამო ის სერვის-ცენტრში დაშალეს. „ემ5“ ყველაზე ძლიერი სიჩქარეთა კოლოფით არის აღჭურვილი, საოცრად მდგრადი დეტალია, ეს არის სისტემა, რომელიც არც მექანიკაში გადის და არც „ავტომატიკაში“, ანუ ისეთი დონის „ავტომატია“, რომელიც მექანიკას სჯობია, ეგრეთ წოდებული „ესემჯის“ სისტემაა დამონტაჟებული. ხელოსნებმა, არასწორი დიაგნოზის შედეგად, სიჩქარეთა კოლოფი მოხსნეს და ახალი კოლოფი აყიდვინეს პატრონს, ეს კი ძალიან დიდი თანხა ღირს – მინიმუმ ორი საშუალო დონის ავტომობილის ფასი მაინც, დააყენეს ის და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ის არ დაიძრა. ხელოსნებმა მანამდე „ცეპლენიის“ ორი დეტალი შეცვალეს – დისკი და „პლიტა“, მაგრამ არ შეცვალეს „მახავიკი“, რომელზეც ეს ორი დეტალი დგება. სინამდვილეში კი ისიც დამწვარი იყო და ამან მხოლოდ ორი კვირის შემდეგ იჩინა თავი.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა აკორდი“. რამდენიმე ხანია, რაც მისი ყუმბარა კაკუნობს. ამჟამად მისი შეცვლის საშუალება არ მაქვს და რამეს კიდევ ხომ არ დააზიანებს?

პასუხი: არა. ასე ძალიან დიდხანს შეძლებთ სიარულს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება, მოხდეს, შესაძლოა, ყუმბარა ჩაგეშალოთ და სადმე გაჩერდეთ.


скачать dle 11.3