კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფხვნილი იყრება რადიატორში და როგორ ავიცილოთ თავიდან ძრავის რემონტი


ავტომობილის ძრავის გაუმართაობა იმ ქვეყანაში, სადაც პროცენტულად ძველი, რესურსამოწურული მანქანები ძალიან დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა – გასარემონტებელი ძრავა, რომელიც ბევრ ზეთს მოიხმარს, ძრავის დეტალები, საიდანაც ზეთი ჟონავს და ასე შემდეგ. ამ თემებზე ვრცლად, პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე გვესაუბრება.

მევლუდ მელაძე: როდესაც ძრავას რესურსი უკვე ამოწურული აქვს და შიგნით მისი დეტალების ცვეთა მიდის, ანუ, როდესაც ცვდება დგუშის ბეჭდები, იგივე „კალიცოები“, ძრავა ზეთის ჭამას იწყებს. ასეთი ძალიან ბევრი მანქანა დადის საქართველოში. თავიდან აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ, რაც უნდა ახალი იყოს მანქანა, მასში აუცილებლად დროულად უნდა გამოიცვალოს ზეთი, ოღონდ, ხარისხიანი ზეთი უნდა ჩაასხათ. ამბობენ, რომ ზეთი ყოველ გავლილ 10 ათას კილომეტრზე უნდა შეიცვალოს, მაგრამ, რეალურად, ეს ძალიან ბევრია, 5-6 ათასზე კი გამოცვლა ნორმალურია, ოღონდ, აუცილებლად მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული, ანუ სინთეტიკური ან ნახევრად სინთეტიკური ზეთი უნდა მოიხმაროთ. თუ მანქანა უკვე ძველია, 200 ათასი ან მეტი აქვს გავლილი, შესაბამისად, 5-6 ათასზე ნორმალური კი არა, აუცილებელიც კია ზეთის შეცვლა. თუმცა, ამ დროს ძრავა უკვე იწყებს „ზეთის ჭამას“, ოღონდ, გაცილებით ნაკლებს.

– რას ნიშნავს „ზეთის ჭამა“?

– ძრავაში მუშაობს დგუში, რომელზეც არის „კალიცოები“. სწორედ მათ ამოაქვთ ზეთი ცილინდრში და მათ შეზეთვას ახდენენ. როდესაც ის „კალიცო“ დამჯდარია, ამოწურული აქვს რესურსი და ცილინდრსა და დგუშს შორის ღარი რჩება, ის ზეთი ამოდის და ფეთქების დროს საწვავთან ერთად იწვება. თავიდან ეს ღარი, შესაძლოა, თვალისთვის შეუმჩნეველიც იყოს, მაგრამ, ზეთის მალე დაკლებასთან ერთად, მიხვდებით, რომ ძრავაში პრობლემაა. მაგალითად „ჟიგულების“ ძრავას ჰქონდა 150-ათასიანი გარანტია. ამ მანძილის გავლის შემდეგ ძრავა გასარემონტებელი იყო – „კალიცოები“ და „ვკლადიშები“ იცვლება. უცხოური, იაპონური, ევროპული მანქანების შემთხვევაში, რესურსი და გარანტია 500 ათასი მაინც აქვთ. არის მოდელები, რომლებსაც მილიონი კილომეტრიც კი აქვთ გარანტია. იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ უვლიდა ამ მანქანას მისი ყველა პატრონი. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ზეთის დროულ შეცვლას.

– რაც შეეხება სითხეების ჩასხმას იმ შემთხვევაში, თუ ზეთი ჟონავს?

– ზუსტად აქეთ მივდივარ. თუ ავტომობილს უკვე ის პრობლემები აქვს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მაშინ „კალიცოებს“ ვერანაირი სითხე ვერ გაამთელებს და ძრავაში გაჩენილ ღარს ვერ ამოავსებს. მაგრამ, თუ ზეთი კარტერიდან, (ანუ იქიდან, სადაც ზეთი ასხია) ჟონავს და მისი ძრავაში ამოტანა ხდება, მაშინ საქმე სხვაგვარად არის. კარტერს აქვს „პრაკლადკა“, რომელიც, შესაძლოა, გადაიწვას, ან, თვითონ კარტერი იყოს გატეხილი და ზეთი იქიდან ჟონავდეს, ანუ ეს მხოლოდ გარეგნული დაზიანების შედეგად ხდება. ჟონვა შეიძლება ასევე გამოიწვიოს „სალნიკებმა“. ეს არის რკინის შემცველი რეზინის რგოლები, რომლებიც, შესაძლოა, ჯდება და იქიდან ზეთი ჟონავს. ეს არის შემთხვევები, რისთვისაც – ამ სითხეებს იყენებენ. არადა, ბევრჯერ გამიგია მანქანამ ზეთის ჭამა დაიწყო, რაღაცას ჩავასხამ და შველისო. ეს მცდარი აზრია.

– ანუ, შენ არ ურჩევ მის გამოყენებას მძღოლებს?

– პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ, რეალურად, არ შველის. რაღაც მომენტში, თუ, მაგალითად, ცვეთა ახალი დაწყებულია, შეგიძლიათ, ეს საშუალება გამოიყენოთ და რაღაც დროით მაინც გადადოთ შერემონტება. ეს არის კბილის პასტის მაგვარი მასა, რომელიც ლითონის ნაწილაკებს შეიცავს და, როდესაც ძრავაში ხვდება, ის კედლებს ედება და ავსებს მას. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ცვეთა ახალი დაწყებულია, თანაც, ეს დროებითი შეღავათია. „კალიცოები“ თუ დაჯდა, ის უნდა შეიცვალოს.

– ვიცი, რომ მანქანას ფასი სერიოზულად აკლდება, თუ ძრავა გარემონტებული აქვს.

– დამოკიდებულება ხშირად ასეთია ხოლმე, მაგრამ, თუ ძრავა კარგად არის აწყობილი, კარგი ხელოსნის ხელში იყო მაშინ პრობლემა არ არის. გააჩნია, როგორი რემონტი აქვთ ჩატარებული. არის შეკეთება, რომლის დროსაც „კალიცოები“ იცვლება და არის, როდესაც ცილინდრი იჩარხება. მაგრამ, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ ცილინდრი აღარ იჩარხებოდა, ანუ გათხელებული იყო. მაგალითად, „ჟიგულის“ ძრავის ცილინდრს სამზე მეტად ვერ გაჩარხავდი. ამის შემდეგ უკვე ბლოკიც შესაცვლელი იყო. ალბათ, აქედან მოდის ეს დამოკიდებულება. რაც შეეხება უცხოურ მანქანებს, მაგალითად, „მერსედესი“, რომელსაც მილიონ კილომეტრზე აქვს ძრავის გარანტია, ამ შემთხვევაში სულაც არ საჭიროებს რემონტს. მაგრამ, თბილისში მოხმარებული მანქანების შემთხვევაში ეს ზღვარი ქვემოთ იწევს, რადგან ძრავა ძირითადად მაღალ ბრუნზე მუშაობს.

– რაც შეეხება ამ ტიპის სითხის რადიატორში ჩასხმას იმ დროს, როდესაც წყალი ჟონავს?

– იყიდება სპეციალური, ლითონის ნაწილაკების შემცველი ფხვნილები, რომელიც 2 ლარამდე ღირს. თუ რადიატორს სერიოზული დაზიანება არ აქვს, მაგალითად, დიდი ხვრელი, საიდანაც პირდაპირ ასხამს წყალი, ან შლანგი არ არის გახეთქილი, მაშინ ეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ წყალი ოდნავ ჟონავს, ამ ფხვნილს ჩაყრი ცივ რადიატორში. როდესაც წყალი გაცხელდება და მოხდება მისი ცირკულაცია, ეს ფხვნილი მასის სახით ედება იმ ადგილებს, საიდანაც წყალი ჟონავდა. მაგრამ, მინუსი აქვს ის, რომ ძრავაში გამავალ წყლის მაგისტრალებში ან წყლის პომპის „პაჩებნიკში“ იჭედება. თუმცა მისი გამოყენებაც დროებითია. კარგია, თუ ეს ფხვნილი მანქანაში გვექნება და, თუ უცებ ჟონვა დაიწყო წყალმა, ჩავაყრით ამ ფხვნილს, მით უმეტეს, რომ საკმაოდ იაფია, მაგრამ შემდეგ აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ავტომობილი ხელოსანთან.


скачать dle 11.3