„თბილისელების“ სამზარეულო
ქათმის კატლეტი სოკოთი
საჭირო ინგრედიენტებია: 700 გრამი ქათმის ფილე, 2 ცალი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 2 კვერცხი, 2 ნაჭერი რძეში დამბალი პური, 200 გრამი სოკო, 1 ჩაის კოვზი ფქვილი, მარილი, შავი პილპილი, 3 სადილის კოვზი ზეთი, 3 სადილის კოვზი საფანელი.
მომზადების წესი: სოკო გაარჩიეთ და გაასუფთავეთ. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით და შეურიეთ ქათმის ფილეს ფარშს. დაუმატეთ დამბალი პური და კვერცხი. უყავით მარილი და შავი პილპილი. აურიეთ ძალიან კარგად. სოკო დაჭერით წვრილად. მოათავსეთ ტაფაზე. დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ 1 სადილის კოვზ ზეთში. უყავით ფქვილი. გააგრძელეთ შუშვა ფერის შეცვლამდე. ფარშისგან გააკეთეთ რვა ბურთულა. ხელში გააბრტყელეთ. მის შუაგულში ჩადეთ 1 სადილის კოვზი სოკო და შეკარით კატლეტად. ამოუსვით საფანელში და შეწვით ზეთში. მორთეთ სალათის ფოთლებით და რგოლებად დაჭრილი პომიდვრით.