კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკა მედლებს კარგავს



შარშან ამერიკული მძლეოსნობის ლეგენდამ და სპორტის ამ სახეობის დედოფლად ცნობილმა მერიონ ჯონსმა სკანდალური აღიარება გააკეთა და განაცხადა, რომ დოპინგს იღებდა და რამდენიმე ტიტული, მათ შორის ოლიმპიადაც სწორედ აკრძალული პრეპარატების გამოყენებით მოიგო. მაშინ ჯონსს ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და მოპოვებული ჯილდოებიც ჩამოართვეს.

ახლა კი გულახდილობის ხასიათზე კიდევ ერთი ამერიკელი მძლეოსანი – კრისტალ კოქსი დადგა და პრესასთან პირი მოაღო.

– სამწუხაროა, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე დოპინგით ვიყავი გაჭყეპილი და შედეგებს ისე ვაჩვენებდი. შესაბამისად, ოქროს მედლები არ მეკუთვნის და ისინი უნდა ჩამომართვან, – განაცხადა კოქსმა.

მედლების ჩამორთმევის გარდა, კოქსს 2014 წლამდე დისკვალიფიკაციაც მისცეს, რაც მისთვის კარიერის დასრულების ტოლფასია, მაგრამ, ახლა ის არის საინტერესო, კოქსს იმ მედალსაც ჩამოართმევენ თუ არა, რომელიც მან ათენში 400 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა. ასეთ შემთხვევაში, კოქსის აღიარების გამო, უმედლოდ ამ ესტაფეტის მონაწილე კიდევ სამი ამერიკელი მძლეოსანი გოგონა დარჩება.


скачать dle 11.3