აბა, ვიერის უარს ვერ ვეტყვიო?!
ცნობილმა მსახიობმა ჯორჯ კლუნმა დაქორწინება გადაწყვიტა და ამ „საქმისთვის“ იტალიელი მოდელი ელიზაბეტ კანალისი შეარჩია. უფრო მეტიც, კლუნი და ელიზაბეტი ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე საკუთარი შვილი ეყოლოთ და ბედნიერების „სრული პაკეტი“ ჰქონდეთ. კლუნმა კანალისი დედამისსაც გააცნო და მის გარეშე აღარსად დადის, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები ჰოლივუდის ვარსკვლავს მწარედ კბენენ და ურჩევენ, კანალისი იტალიას გაარიდოს.
„ელზა კრისტიან ვიერის საყვარელი ქალი იყო, მაგრამ მას სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა და რომანი დიდიე დროგბასთან გააბა, რის შემდეგაც კიდევ ერთი ფეხბურთელი – მანუელე ბლაზი ჩაიგორა ლოგინში, თუმცა, საბოლოოდ ისევ ვიერის დაუბრუნდა და ხმამაღლა განაცხადა, რომ კრისტიანს უარს ვერასდროს ვერაფერზე ეტყვის. ახლა კანალისი თხოვდება და, საინტერესოა, ქორწინების წინ ვიერიმ გამოსათხოვარი საღამო რომ სთხოვოს, როგორ მოიქცევა? არადა, ვიერისგან ეს მოსალოდნელია, რადგან ისიც ამბობს, რომ კანალისს მუდმივად საკუთარ ქალად აღიქვამდა და დღემდე ასე აღიქვამს“, – წერენ იტალიელები და, ალბათ, მართლაც უმჯობესი იქნება, კლუნმა ელიზაბეტი საცხოვრებლად შტატებში გადაიყვანოს, თორემ, თუ სადმე ვიერის გადაეყარა...