კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: თითქმის ორი წელია, ხელები ხშირად მიწითლდება, განსაკუთრებით – სიცივეში. რა უნდა იყოს ამის მიზეზი და როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ კითხვის პასუხს უფრო ზუსტად ექიმი გაგცემთ. ჩვენ კი გირჩევთ, პირველ ყოვლისა, შეამოწმოთ თქვენი არტერიული წნევა. შესაძლოა, ხელების გაწითლების მიზეზი სისხლის მიმოქცევის დარღვევა ან სხვა მიზეზიც იყოს. თუ ეს მხოლოდ კანის პრობლემაა, ყოველ საღამოს გაიკეთეთ ოდნავ მარილიანი (სასურველია, ზღვის მარილი) თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კი წაისვით A ვიტამინით მდიდარი კრემი, რომელშიც წასმის წინ უნდა გაურიოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

კითხვა: ამ ბოლო დროს ქუსლებზე ნახეთქები გამიჩნდა. ფეხსაცმლის ბრალი ნამდვილად არ არის. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე ხალხური საშუალება.

პასუხი: 3 სადილის კოვზ კარტოფილის სახამებელს (ან 6-7 ცალი კარტოფილის კარგად გახეხილ ნაფცქვენებს) დაუმატეთ 1 მუჭა სელის თესლი, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ადუღეთ, სანამ ფაფისმაგვარ მასას არ მიიღებთ. ეს ფაფა გადაიღეთ პატარა ტაშტში და ცხელშივე (ისე, რომ არ დაიწვათ) ჩააწყვეთ ფეხები. 20 წუთის შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი და სპირტით კარგად გაწმენდილი მაკრატლით ძალიან ფრთხილად მოიჭერით კანი ნახეთქების ირგვლივ. ბოლოს ნახეთქებზე წაისვით იოდი, ფეხისგულებზე კი კრემი შეიზილეთ.

კითხვა: მაქვს ძალიან ნაზი სახის კანი. ნებისმიერი საპონი ან შამპუნი მიღიზიანებს, არადა, მარტო წყლით დაბანა ან ტონიკით გაწმენდა საკმარისად არ მიმაჩნია. კანი რომ სუფთად მქონდეს, რას მირჩევთ?

პასუხი: ნაზი კანის დასაბანად მოამზადეთ შემდეგი სახის მასა: გამხმარი გვირილის, მრავალძარღვისა და პიტნის ნარევიდან აიღეთ 1 სადილის კოვზი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ ნელ-ნელა კარგად შეაზილეთ 1 სადილის კოვზი სახამებელი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეს მიდამოებში, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით მკვებავი. ეს მასა ნებისმიერ საპონზე უკეთ გაგისუფთავებთ კანს.

კითხვა: არსებობს თუ არა ფიტოთერაპიული მკურნალობა თვალების შეშუპების დროს?

პასუხი: თუ თვალების შეშუპება გამოწვეულია უძილობით, ფიზიკური დაღლილობით, ბევრი კითხვით ან ნაბახუსევით, მოამზადეთ შემდეგი სახის ნაყენი: ნახევარი ჩაის კოვზი ჭინჭარი ან გვირილა ჩაყარეთ ქილაში, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურული გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და გაყავით შუაზე; ნახევარი მაცივარში გააცივეთ, ნახევარი კი გააცხელეთ. შემდეგ წამოწექით და დახუჭულ თვალებზე მონაცვლეობით დაიდეთ ხან ცივ, ხან ცხელ წყალში დასველებული მარლის ტამპონები (2-2 წუთის შუალედით). 10-15 წუთის შემდეგ თავს უკეთესად იგრძნობთ.

ნაყენი მაცივარში შეინახეთ, მისი ხმარება 48 საათის განმავლობაში შეიძლება.

თუ უპეები ხშირად გიშუპდებათ, ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე, 1-2 თვის განმავლობაში. თუ უკეთესობა ვერ იგრძენით, მიმართეთ ექიმს.

კითხვა: როგორ შევუშალო ხელი კანის ნაადრევ დაბერებას? ქიმიური საშუალებები არ მაინტერესებს. თუ შეიძლება, მასწავლეთ რაიმე მარტივი და იაფი საშუალება.

პასუხი: კომბოსტოს რამდენიმე ფურცელს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ დარბილებამდე, წყლიდან ამოღების შემდეგ წაუსვით ზეითუნის ზეთი და დაიფინეთ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე (წამოწექით). 20 წუთის შემდეგ ფურცლები მოიხსენით, სახე გვირილის თბილი ნაყენით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

კითხვა: რა წესები უნდა დავიცვა სახეზე ნიღბის გაკეთების დროს?

პასუხი: ნიღბის გაკეთების წინ ტონიკით ან ლოსიონით მოიშორეთ მაკიაჟი. თვალების ირგვლივ წაისვით მკვებავის (უმჯობესია თვალის გელი) თხელი ფენა – სახის ამ უბანზე კანი ძალიან ნაზია და ნიღბის წასმა დაუშვებელია.

ნიღაბს რომ წაისვამთ, წამოწექით ჩრდილში და არ ილაპარაკოთ. ნებისმიერი ნიღბის ხანგრძლივობა გრძელდება 10-დან 20 წუთამდე. ჩამობანის შემდეგ წაისვით მკვებავი.

შედეგის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.

კითხვა: მართალია, ახლა ზამთარია, მაგრამ საკმარისია, ცოტა ხანს მოვხვდე მზეზე, რომ კანი მაშინვე მიღიზიანდება, აღარაფერს ვამბობ ცხელ სეზონზე. მაქვს მშრალი კანი. როგორ მივხედო ამ პრობლემას?

პასუხი: მზისგან გაღიზიანებული მშრალი და ნაზი კანის გასაწმენდად, გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე, მოამზადეთ პიტნის, გვირილის, მრავალძარღვას ან ვარდის ფურცლების ნაყენის ყინულის კუბიკები (1 სადილის კოვზ ერთ-ერთ მცენარეს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. აცალეთ გაგრილება, შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში). შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი გაიკეთეთ ამ ნაყენში დასველებული დოლბანდის კომპრესები (5-10 წუთის ხანგრძლივობით).


скачать dle 11.3