კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა ვჭამოთ ტკბილეული და რა მეთოდით მოვიწესრიგოთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი


ამბობენ, ადამიანმა ტკბილეული მხოლოდ დესერტად უნდა მიირთვასო. ეს მცდარი მოსაზრებაა. ტკბილი სასუსნავი სწრაფად მოგიკლავთ შიმშილს და აღგიდგენთ ენერგიას. თანაც, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მშიერი ხართ. თუ სადილი გამოტოვეთ და მას შემდეგაც უკვე რამდენიმე საათი გავიდა, გირჩევთ, ჭამა სწორედ ტკბილეულით დაიწყოთ. მაგალითად, მიირთვით შოკოლადის ფილა, კანფეტი, ტორტის ან ნამცხვრის ნაჭერი ან ნაყინი. ეს დაეხმარება ორგანიზმს, სისხლში გლუკოზის საჭირო რაოდენობა სწრაფად აღადგინოს და შიმშილის გრძნობაც შეგიმსუბუქოთ.

ცნობილია, რომ შინაგანი ორგანოების, მათ შორის, კუჭ-ნაწლავის არასწორი მუშაობა, ვიტამინების უკმარისობა, არაბალანსირებული კვება, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის ხშირი სმა უარყოფითად აისახება სახის კანზე. ამ დროს კანი კარგავს ბუნებრივ სიჯანსაღეს, ელასტიკურობას და ფერმკრთალდება.

ახალგაზრდული და ჯანმრთელი იერი რომ დიდხანს შეინარჩუნოთ, გთავაზობთ მარტივ მეთოდს:

ერთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენს დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ოდნავ შემთბარი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე. ვიტამინები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და უჯერი ცხიმოვანი მჟავები არა მარტო აახალგაზრდავებს კანს, არამედ აწესრიგებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლასაც.


скачать dle 11.3