კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მინერალური წყლის სამკურნალო ძალა


მინერალური წყალი ბევრი ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მინერალური წყლები მტკნარი წყლებისგან თავისი ქიმიური შემადგენლობით, ფიზიკური თვისებებით, ტემპერატურით, გემოთი, სუნით, ფიზიოლოგიური მოქმედებითა და სამკურნალო ეფექტით განსხვავდება.

მინერალური ეწოდება წყალს, რომლის ერთ ლიტრში ზოგადი მინერალიზაცია აღემატება ერთ გრამს და შეიცავს განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ გაზს, ამა თუ იმ განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტებს და ასე შემდეგ.

მინერალური წყლები იყოფა ორ ჯგუფად, კერძოდ, ზედაპირულ და სიღრმისეულ წყლებად.

მაგალითად, ბორჯომის მინერალური წყალი ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანთა ჯგუფის წყალს განეკუთვნება. ის შეიცავს ნახშირორჟანგს და ნახშირმჟავა წყლებს ამიტომ უწოდებენ. სოდა, რომელიც ბორჯომის ძირითადი კომპონენტია, ადვილად შეიწოვება კუჭ-ნაწლავში და ხვდება სისხლსა და ლიმფაში. იქ კი ანეიტრალებს მჟავე პროდუქტებს და აძლიერებს ორგანიზმის ტუტიანობას.

თუ ბორჯომის წყალს ავადმყოფი მიიღებს ჭამამდე ერთი საათით ადრე, ეს გამოიწვევს კუჭის სეკრეციული ფუნქციის დაქვეითებას, ხოლო თუ ამ წყალს დალევს ჭამამდე დაახლოებით ხუთი წუთით ადრე, ან ჭამის დროს, მაშინ სეკრეციის ფუნქცია გაძლიერდება.

ვისაც აწუხებს კუჭის მომატებული მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება, უნდა დალიოს ერთი ჩაის ჭიქა შემთბარი, გაზგასული ბორჯომი, დღეში სამჯერ, სამჭლის მიღებამდე ერთი საათით ადრე. დაქვეითებული მჟავიანობის შემთხვევაში, ბორჯომის წყალი ადამიანმა უნდა დალიოს იმავე დოზით, ისევ შემთბარი და გაზგასული, ოღონდ ჭამამდე ხუთი წუთით ადრე. კუჭის ნორმალური მჟავიანობით მიმდინარე კატარის დროს, ეს წყალი ავადმყოფმა უნდა დალიოს საჭმლის მიღებამდე დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე და იმავე რაოდენობით. სანაღვლე გზების ანთების დროს, მინერალური წყალი ადამიანმა უნდა დალიოს შემთბარი, ერთი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ.

საშარდე გზების დაავადების დროს კი სასურველია, ავადმყოფმა მინერალური წყალი დალიოს, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, მაგალითად, დღეში ხუთჯერ ან ექვსჯერ, ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა.


скачать dle 11.3