კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაუფარა „ჟივანშიმ“ ქალებს მკერდი მარგალიტის მძივებით


დღესდღეობით ჰუბერტ დე ჟივანშის მიერ დაარსებული მოდის სახლი „ჟივანში“ „დიორის“ შემდეგ ყველაზე მსხვილი შემოსავლიანი მოდის სახლია მსოფლიოში, რომელიც მდიდრული და ექსკლუზიური ბრენდების უმსხვილეს ჯგუფში „ელვიემეიჩში“ ერთიანდება. „ჟივანშიმ“ თავისი დამაარსებლის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ბევრი დიზაინერი გამოიცვალა, მათ შორის იყვნენ გალიანო და სხვა დიდი სახელები. დღესდღეობით მოდის სახლს რიკარდო ტიჩი ხელმძღვანელობს, – ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი ახალგაზრდა დიზაინერი.

2009-2010 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია რიკარდო ტიჩიმ კულისებში პატარა კომენტარებისა და ახსნა-განმარტებების მიცემით დაიწყო. „რიკარდო ტიჩი – ეს არის შაპარელი, ცხოველური მგრძნობელობა, 40-50-იანი წლების ქალის სინაზე და დახვეწილობა. რეალურად მე მინდოდა, მეჩვენებინა სხვადასხვა ტიპისა და ხასიათის ქალის უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული დეტალები“. ეს კომენტარები რიკარდო ტიჩიმ ძალიან ემოციურად გააკეთა. რაც შეეხება თავად კოლექციას, „ჟივანშიმ“ გამოიყენა მუქი ლურჯი, შავი, ნაცრისფერი და კრემისფერი ტონები. პრეტ-ა-პორტეს ძირითადი ხაზი მარტივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი ანსამბლებით შედგებოდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ტყავის ელემენტებით გაფორმებული პიჯაკები და კაბები. ლურჯ კაბებს განსაკუთრებით უხდებოდა შავი ტყავის სახელოები, რაც, როგორც მოდის კრიტიკოსებისთვის, ისე ზოგადად მოდის მიმდევრებისთვის, ცოტა უჩვეულო იყო. ლურჯისა და შავის სინთეზი მანამდე უგემოვნოდ ითვლებოდა და ყველას მიაჩნდა, რომ ეს ორი ფერი ერთმანეთს კატეგორიულად არ უხდებოდა, მაგრამ რიკარდო ტიჩიმ ეს დამოკიდებულება შეცვალა.

პრეტ-ა-პორტეს სტანდარტული ხაზიდან გამოირჩეოდა თეთრი მძივებით შექმნილი ბლუზები, რომელიც არაჩვეულებრივად სექსუალური იყო. მნახველი მამაკაცების უმრავლესობას, ალბათ, ერთი სული ჰქონდა, რომ პოდიუმზე მონარნარე მოდელებს მკერდზე ჩამოყრილი მძივები გადასწეოდათ და დაენახათ ის, რაც ყველაზე ლამაზი იყო. როგორც ტომ ფორდმა თქვა – „არ არსებობს შიშველ ქალზე უფრო ლამაზი სამოსი, მაგრამ... ხომ არ შეიძლება ასე სიარული ქუჩაში?! ქუჩაში შეგვიძლია მძივები „ჩავიცვათ“.

ასევე, ძალიან უცნაური იყო თეთრი გიპიურის კაბები, რომელმაც მოდის კრიტიკოსებში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. მოკლე, გამჭვირვალე გიპიურის კაბა ლურჯი ლიპებით, რომელიც თვალისთვის ადვილად იყო შესამჩნევი. არ ვიცი, რამდენად შეძლებთ ამ კაბებით თბილისში სიარულს, მაგრამ, თუ კაბიდან ან პიჯაკიდან, ბოლო დროს ძალიან ტენდენციური და მოდური ლიპა გიჩანთ, პრობლემა ნამდვილად არ არის. კოლექციის ულამაზესი ანსამბლი იყო შავი კოსტიუმი – კლასიკური შარვალი პიჯაკით, ოღონდ პერანგის გარეშე. „შანელის“ სტილში გადაწყვეტილი ულამაზესი პიჯაკი, რომელსაც მხრებზე გოფრირებული, ერთად ყვავილივით შეჯგუფული თეთრი მხრები ჰქონდა, ულამაზესად გამოიყურებოდა მარია კარლა ბოსკონოს ტანზე, მაგრამ, თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ის ძალიან მოუხდება, ნებისმიერი აღნაგობის ქალს და თავისუფლად შეგიძლიათ, ჩაიცვათ წვეულებაზე, მიღებაზე, გამოფენის გახსნასა და მსგავს ღონისძიებებზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საქმიან შეხვედრაზე ან სადილზე, რადგან ამ ტიპის პიჯაკით აბსოლუტურად დაარღვევთ საქმიანი სტილის „კანონმდებლობას“ და პარტნიორს, საქმის ნაცვლად, იმაზე გაუჩენთ საფიქრალს, რა უცნაურად გამოიყურებით.


скачать dle 11.3