გამოჩნდა თუ არა ქრისტინე იმედაძის ცხოვრებაში ახალი მამაკაცი
როგორც შევიტყვეთ, ქრისტინე იმედაძის პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – მის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომლის გვერდითაც მომღერალი თავს ბედნიერად და კომფორტულად გრძნობს. მათი სასიყვარულო ისტორია კი რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. მისი რჩეული ქართველია, არ მიეკუთვნება ფეხბურთის სფეროს და, როგორც ახლობლები ამბობენ, ისინი ერთად თავს მშვენივრად გრძნობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცადეთ ქრისტინესთან დაკავშირებას და ამ ამბის გადამოწმებას, მაგრამ, რადგან ეს ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, იმედი გვაქვს, მომავალში ამ საკითხის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით.