ჯგუფ “სახის„ ძველი სიმღერა და ახალი კლიპი
„თოვლი მოსულა“ – ყველაზე პროგრესული, საოცრად მუსიკალური „სახის“ ერთ-ერთი ჰიტი, რომელიც არაერთხელ იმღერა სხვადასხვა მომღერალმა, სულ სხვადასხვა ინტერპრეტაციით, ამჯერად, ახალშექმნილმა ჯგუფმა „თვრამეტმა“ თავისებურად შეასრულა და „ფორმულა კრეატივმა“ კლიპიც გადაიღო. კლიპში გამოყენებულია კადრები ფილმიდან „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, რომელიც ამავე კომპანიის მიერაა შექმნილი. კლიპს ნამდვილად ემჩნევა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თანამედროვე ქართველი რეჟისორის – გიორგი ლიფონავას ხელი. ხარისხი კლიპის მაღალტექნოლოგიური შესრულებით იქნა მიღწეული. ჯგუფ „თვრამეტის“ სამი მომღერლიდან, ქართველი მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი „ვარსკვლავების აკადემიის“ ერთ-ერთი მონაწილე – თემო საჯაია. ალბათ, გახსოვთ თემო, ჯგუფ „სახის“ თაყვანისმცემელია, რომელმაც დათო ფორჩხიძისგან სერიოზული კომპლიმენტები დაიმსახურა. ახლა ამ ჯგუფსაც და თემო საჯაიასაც დათო ხელმძღვანელობს და, დარმუნებული ვარ, საინტერესო და გემოვნებიან პროექტებს შემოგვთავაზებენ.