კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებს სხეულის გასამკვრივებლად ნუკი კოშკელიშვილი და როდის გაეკიდება ის მამაკაცს პლაჟზე


მშვენიერმა ნუკი კოშკელიშვილმა თავის მოვლის ძალიან ბევრი საშუალება იცის, ამ საქმეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომაც, ის ყოველთვის მომხიბლავად და კარგად გამოიყურება.

ნუკი კოშკელიშვილი: ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანი გარკვეულ დროს უთმობს თავის მოვლას, ეს არის ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, შხაპის მიღება, წარბების გაკეთება, თმის დავარცხნა და ასე შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ დიდ დროს ვუთმობ თავის მოვლას, მაგრამ მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ხუთი საათი ვმდგარვარ სარკის წინ, ოღონდ, ეს ძალიან ღრმა ბავშვობაში იყო.

– თუ გახსოვს, პირველად როდის გაგიჩნდა ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?

– ხშირად ჩემი მეგობრებისგან გამიგონია, 15 წლის ასაკში „შევდექი“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზეო. მე კი 5 წლის ვიყავი, როდესაც ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი. ჩემი მეგობრები ამ ასაკში თოჯინებით თამაშობდნენ, მე კი ასეთი სათამაშოები არ მხიბლავდა. განსაკუთრებით მიყვარდა ბარბები, ვგიჟდებოდი, კოლექცია მქონდა. ყველაზე მეტად მათი ჩაცმით, გასეირნებით ვერთობოდი, სახლებს ვუკეთებდი, რამდენიმე ბარბი მქონდა და „პუპსიკებს“ მე თვითონ ვუკერავდი, ვაცმევდი ბიჭის სამოსს და, ვითომ, ბიჭი იყო. რადგან ბარბი ჩემი ეტალონი იყო, ამიტომ სულ მასავით ვიცვამდი და მშურდა, რომ ბარბის ჩემზე უკეთესი ტანსაცმელი ჰქონდა.

– 5 წლის ასაკში დედაშენის ქუსლიანი ფეხსაცმლით დადიოდი თუ საკუთარი გქონდა?

– 3 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემის ფეხსაცმელს ვიცვამდი და ვიღებებოდი. დედაჩემი დღემდე ყვება ხოლმე ამ ისტორიას. 4 წლის ვიყავი, როდესაც მითხრა, სტუმრად მივდივართო, თან, სამახსოვრო ფოტოები უნდა გადაგვეღო. მე გადავწყვიტე, სათანადოდ გამოვპრანჭულიყავი: ჩავიცვი დედაჩემის ფეხსაცმელი, გრძელი კაბა, რომელიც ფარდის დასაკიდით შევიკარი, თავზე დავიდე ბებიაჩემის გრძელი პარიკი, არ მეგონა, დედაჩემს გული თუ არ წაუვიდოდა. ძალიან მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, რომ არ მზღუდავდნენ და იმ დღეს ასე ჩაცმული წავედი, მხოლოდ ის მითხრა, „კალგოტკა“ ამოიცვიო. პირველი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამერიკაში ვიყიდე – რეზინის, დაახლოებით 5-სანტიმეტრიანი ქუსლი ჰქონდა, პრინცესას კოლეციას მოჰყვებოდა. ისე ძალიან მიყვარდა, ფეხის თითები რომ გადმომდიოდა გარეთ, მაინც მეცვა. იმ წელს ზაფხული დაიწყო თუ არა პირდაპირ სოფელში წავედი, ყველა ბავშვი ჩუსტებით თამაშობდა წრეში ბურთს, მე კი ქუსლებიანი ფეხსაცმლით გავედი მათთან, თავი პრინცესა მეგონა. შემიძლია, ვთქვა, რომ „დისნეის“ მულტფილმებზე გავიზარდე, სულ მყავდა ეტალონები: პატარა რომ ვიყავი, მიყვარდა „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, მერე მინდოდა, არიელი ვყოფილიყავი, ბოლოს კი „ალადინის“ ჟასმინობაზე ვოცნებობდი.

– შენც მულტფილმის გმირივით იმოსებოდი?

– მთლად ჭრელა-ჭრულებს არ ვიცვამდი, ყოველთვის ჩემი სტილი მქონდა და არასდროს მივყვებოდი მოდის ტენდენციებს. როდესაც მოსკოვში ვცხოვრობდი, ჩემი მეგობრები დაბალწელიან, ჩაჩაჩულ შარვლებს იცვამდნენ, მე კი ყოველთვის მომწონდა ქვედაბოლოები. მახსოვს, ერთ დღეს სკოლაში ფორმებით სიარული მოგვთხოვეს და ამ საკითხზე სერიოზული პოლემიკა გვქონდა – როგორ გაბედესო, იმიტომ, რომ სერიოზულად ვიპრანჭებოდით. ფორმები სტანდარტული ზომის იყო, ყველას ჩვენს ტანზე უნდა გადაგვეკეთებინა. მე და დედაჩემმა დავამოკლეთ, გავალამაზეთ, ბრჭყვიალები გავუკეთეთ, ბარბის რაღაცეები მოვაძრეთ, ჩემს კაბას გავუკეთეთ და, ისეთი გამოვიდა, რომ საერთოდ შორს იყო სკოლის ფორმისგან, მაგრამ ვერაფერი მითხრეს.

– როგორ უვლი სახეს, თმას?

– კოსმეტოლოგთან ხშირად არ დავდივარ და, საერთოდ, ყველას ვურჩევ, ხშირად არ გაიწმინდონ კანი. სანამ ბრეჟნევს არ დავემსგავსები, მანამდე არ ვიკეთებ წარბებს. ბებიაჩემმა მასწავლა, რომ ძალიან კარგია სახის გაწმენდა მჭადის ფქვილით. ადრე მარწყვს ვხეხავდი და ვიდებდი სახეზე, არ ვიცი, როგორ უხდებოდა კანს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო კი იყო. თმაზე კარგია ლუდის ნიღაბი, ანუ, ერთმანეთში უნდა აურიოთ ლუდი, მაიონეზი და კვერცხის გული და არა ცილა, რადგან თავზე მოგეხარშებათ. თავიდან არ ვიცოდი, ცილა შევურიე, და აბაზანაში შევედი თუ არა ჩამოსაბანად, თავზე მომეხარშა ცილა, ძლივს მოვიშორე, თავბედი ვიწყევლე. ძალიან კარგია ასევე თმისთვის „კერასინი“. თმის პიგმენტს ვერ აღადგენ, ერთი შეიძლება თაფლი ჭამო და ცინკი მიიღო, მაგრამ, მარტო ეს არ კმარა. ამიტომ, საჭიროა თავის კანის მოვლა და სითბოში ყოფნა, რომ თმა წამოიზარდოს. „კერასინი“ კი ამის კარგი საშუალებაა.

– ალბათ, სხეულსაც განსაკუთრებულად უვლი.

– ხშირად ზღვაზე დამიფიქსირებია, რომ ძალიან ლამაზი გოგონაა, მაგრამ ხორკლიანი და თმიანი კანი აქვს. კანის მოვლა ძალიან მარტივია, ძალიან კარგია დაფქული წითელი წიწაკის, ერთი კოვზი ყავისა და რძის ერთმანეთში არევა და ტანზე წასმა, შემდეგ ცელოფნით უნდა გადაიხვიო. როდესაც იგრძნობ, კანი ისე გეწვის, რომ კედლებზე გადიხარ, უნდა მოიშორო. მართალია, კიდევ დიდხანს დაგეწვება, სამაგიეროდ, ძალიან კარგი კანი გექნება – სლიკინა, ბავშვის კანივით. ძალიან მიყვარს ბოდი-ლოსიონები, ოღონდ, თუ მომჟავო-მოტკბო სურნელი აქვს. ვარჯიშიც ძალიან კარგია, თუმცა, ბოლოს სულ „ვსაჩკაობ“. ვარჯიში ძალიან კარგია სხეულის გასამკვრივებლად და გასახდომად. თუ გინდა, რომ ტანი დაიყენო, ჯერ უნდა გახდე და მერე ივარჯიშო, რომ კანი გამკვრივდეს, თორემ, როდესაც ვარჯიშით ხდები, მერე კუნთები იბერება.

– როგორ ფიქრობ, მამაკაციც უნდა უვლიდეს თავს?

– ყველაზე მთავარი ჰიგიენის დაცვაა. ძალიან მიყვარს მოვლილი მამაკაცები, სუფთა უნდა იყოს, ფრჩხილების სალონში გაკეთება არ არის აუცილებელი, მაგრამ, უნდა დაიჭრას. რაც მთავარია, ბევრი სიგარეტი არ უნდა მოსწიოს.

– და, ბევრი ალკოჰოლური სასმელიც არ უნდა დალიონ, რომ ღიპები არ გაუჩნდეთ.

– რატომ? უხდებათ ღიპები, პატარა ღიპი კარგია, მამაკაცურია.

– მამაკაცის სუნამოსაც აქცევ ყურადღებას?

– ქალის სუნამოზე მეტად მამაკაცის სუნამო მომწონს, რაღაცეებზე მივასხურე და მსიამოვნებს. „ჰუგო ბოსი“ მომწონს, „აქს ეფექტზეც“ ფანტასტიური რეაქცია მაქვს. ისევე, როგორც რეკლამაში, პლაჟზე მივდევთ ხოლმე მამაკაცს მე და კიდევ 250 ათასი ქალი და იქ თუ მიპოვი, კარგია.

რჩევა: სოფი ლორენს აქვს ასეთი გამოთქმა: მე არ მაქვს ლამაზი ფეხები, მაგრამ ვიცი, როგორ წარმოვაჩინოო. ანუ, როცა საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ, ამ დროს შიგნიდან ანათებ. დილით რომ ადგები, უნდა შეეცადო, კარგ განწყობაზე იყო. როდესაც სახლში ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა მოეშვა, იმიტომ რომ, მეორე დღეს საკუთარ თავი აღარ მოგეწონება.


скачать dle 11.3