კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ელის ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ქართული პოლიტიკური სპექტრი შაჰის პოლიტიკურ ცოლობას


არავისთვისაა სიახლე, რომ, თავის დროზე, ქართველი ბოლშევიკები ამ დედამიწაზე ყველაზე დიდი ბოლშევიკები იყვნენ. ამ თუ სხვა მიზეზით, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოც მიემსგავსა ბოლშევიზმის ეპოქას (თუმცა მასშტაბებია განსხვავებული) და ამის დასტურად ქართული საერთო მაუწყებლებიც გამოდგება, პატრიოტთა ბანაკებიც, ხელისუფლების მიერ მოწყობილი ზეიმებიც და კიდევ უამრავი რამ, რასაც ბოლშევიზმის არათუ სიო, ქარიშხლის ხელი ატყვია. ქართული ხასიათის რა თვისებები უწყობს ხელს ბოლშევიკური ტენდენციების განმტკიცებას („აღსდექ კრულვითა დაღდასმულო, ქვეყანავ მშიერ მონების, საბედისწერო ომში გვიხმობს ჩვენ აღშფოთება გონების!“), ამ საკითხში გარკვევას მამუკა გიორგაძესთან ერთად შევეცდებით.


– რატომ აღმოვჩნდით ქართველები მიდრეკილი ბოლშევიზმისკენ?

– ეს დროული შეკითხვაა და მასში, როგორც პრიზმაში, ისე აისახება საქართველოში არსებული პრობლემები. თუმცა ეს პრობლემები არ არის ქართული საზოგადოების შიგნით მიმდინარე დუღილის შედეგი. ეს გახლავთ გარედან თავსმოხვეული ბრძოლა, რაც საქართველოში თეატრალიზებული ფორმითაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ქართველი ადამიანი დღეს თავის ბუნებრივ გარემოში არ იმყოფება. ბუნებრივ გარემოში ქართველი ადამიანი არის ისეთი, როგორიც გვახსოვს ისტორიიდან. მართალია, ბოლშევიზმი არ არის ქართული მოვლენა, მაგრამ ყოველთვის არსებობდა ერთი-ორი რენეგატი ქართველი, რომელსაც არ დაედგომებოდა ქართულ საზოგადოებაში და თავის ადგილს ბოლშევიკურ გარემოში პოულობდა. ის ბოლშევიკები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, რევოლუციური პროცესების დაწყების დროს მაშინდელმა ქართულმა რევოლუციონერებმა მოიკვეთეს, როგორც ნაკლებ ინტელექტუალურები, ნაკლებად მომზადებულები და შემდგომ ისინი ჩვენ რუსეთიდან დაგვიბრუნდნენ სახელითა და ძალაუფლებით. ასევეა, დღესაც, ხელისუფლებაში მყოფი ხალხი ჩვეულ გარემოში ხომ ვერაფერს მიაღწევდა?! არჩევნების წინ ადიგენის რაიონში ერთ-ერთი შეხვედრის დროს მოსახლეობამ გვითხრა, მასეთებს, სოფელში სტუმარი რომ ჩამოდის, ვმალავთ, თქვენ კი ხელმძღვანელებად დაისვითო. და ასეთმა ადამიანებმა, რომლებსაც სოფელში მალავენ, როგორ უნდა მართონ ქვეყანა, თუ არა ბოლშევიკური მეთოდებით?! მათი უმეტესობა, სანამ „ნაცმოძრაობაში“ მოვიდოდა, სხვადასხვა პარტიულ მოძრაობაში იყვნენ, ასე ვთქვათ, ხელზე მოსამსახურე ბიჭები. „ნაცმოძრაობაში“ უარყოფილებმა მოიყარეს თავი და ასეთმა ხალხმა უცბად აიღო ხელში ხელისუფლების სადავეები და ისინი სხვანაირად ვერც მართავენ ქვეყანას.

– გასაგებია, ვინც მოგვახვია თავს ბოლშევიზმი გასული საუკუნის დასაწყისში, მაგრამ დღეს?

– მაშინაც და დღესაც რუსეთმა. რაც უნდა ვაკრიტიკოთ დასავლეთი, ეს არის სამყარო, რომელშიც არის თავისუფალი კონკურენცია. მხოლოდ რუსეთშია არაკონკურენტული გარემო. ამიტომ როგორც მეოცე საუკუნის, ისე ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისშიც რუსული პროექტის რეალიზაციის პირობებში ვიმყოფებით და აქ მხოლოდ ასეთი ადამიანებია საჭირო. მიუხედავად ამისა, გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ბოლშევიკები ნიჭიერი ხალხი იყო; უმეტესი მათგანი უზნეო, ანტიქართული ცნობიერების მქონე, მაგრამ ნიჭიერი. ნიჭიერება კი, თავისთავად, დადებითი თვისებაა. შესაბამისად, მაშინდელი იურისტები ისე კერავდნენ საქმეებს, დღეს რომ გადახედო, შენიშვნასაც ვერ მისცემ. ეს არ არის 20-30-იანი წლების საქმეები, როდესაც უსიტყვოდ გამოჰქონდათ განაჩენი. დღეს ჩვენი ბოლშევიკები უფრო 20-იანი წლების ბოლშევიკებს ჰგვანან. ჯერ მარტო დავით სოკოლოვი ისეთი ხმით გეტყოდა, დამნაშავე ხარო, დაიჯერებდი. ბევრი მათგანის ზნეობა შეიძლება, ეჭვქვეშ დადგეს, მაგრამ მათი ნიჭიერება და პროფესიონალიზმი ეჭვქვეშ არ დგება. დღეს კი ამათ არ ჰყოფნით ნიჭიერება და ამიტომ ნაჯახით აკეთებენ საქმეს.

– მაშინაც კი, თუ ეს თავსმოხვეულია, რატომ აღმოჩნდნენ ქართველები ასეთი გაქანებით მიდრეკილი იმ სისტემისკენ, სადაც უზნეობა ზეობს?

– ქართული ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე, ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. თუ ეს ნიჭი მიმართულია სიკეთისკენ, გამოვლენ ვახტანგ გორგასალი და გიორგი მთაწმინდელი; თუ ნიჭი მიმართულია უკეთურობისკენ, ორჯონიკიძეებისა და სააკაშვილების მეტი რა გვყოლია საქართველოში. ქართული ნიჭიერება, ბუნებრივია, ვერ იტევს საქართველოს მასშტაბებს. როდესაც ადამიანებს ზნეობა არ ჰყოფნით და ეს ნიჭიერება გადის გარეთ, ვიღებთ ასეთ სურათს. ამას გარდა, თვითონ ჩვენი ადგილმდებარეობა, პოლიტიკური, გეოსტრატეგიული მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია თითქმის ყველა დროისთვის. სხვადასხვა იმპერიების გადაკვეთის ადგილას ბევრი ქვეყანა ყოფილა და არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და დღესაც ვართ ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილას და, ბუნებრივია, არ გვტოვებენ უყურადღებოდ. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებსაც რაღაც ეტაპზე ჰქონდათ გადამწყვეტი მნიშვნელობა და იყვნენ დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის ბაირახტრები საბჭოთა კავშირის დაპყრობილ ხალხთა შორის, დღეს მხოლოდ იმპერიული ინტერესების გადაკვეთის ადგილია და შესაბამისად, მათზე არ ხორციელდება ის ზეწოლა, რაც საქართველოზე. საქართველოზე კი გადის ლამის ჩინეთამდე ყველაზე მოქმედი სახმელეთო დერეფანი. ბუნებრივია, ეს პროცესები აისახება საქართველოზეც. რუსეთს, რომელმაც უარი თქვა თავის ამბიციებზე მთელ მსოფლიოში – ფაქტობრივად, გადააბარა დასავლეთს: ლათინური ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, აფრიკა, აზია, თავისი იმპერიული ზრახვების გამოსამჟღავნებლად მხოლოდ საქართველო შერჩა. ეს გარკვეულწილად შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი თემაც გახლავთ, იმიტომ რომ, არ დაიჯერებს რუსი კაცი, ჩვეულებრივი ობივატელი, რომ ესტონელმა რაიმე დააკლო, რომ ყაზახმა რაიმე დაუშავა და ასე შემდეგ, მაგრამ ის, რომ ქართველი ებრძვის, ეს უკვე დამაჯერებელია.

– რატომ?!

– იმიტომ, რომ მათ იციან ჩვენი შესაძლებლობები, ბოლოს და ბოლოს, 30 წლის განმავლობაში იმ იმპერიას ქართველი მართავდა. ქართველები იყვნენ წარმოდგენილი ბევრ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. იციან ჩვენი დიაპაზონისა და ნიჭიერების ამბავი და, თუ ამერიკაც უდგას ზურგს უკან საქართველოს, ეს უკვე იოლად დასაჯერებელი ხდება. დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებას საქართველო სჭირდება შიდა მოხმარებისთვის და თავისი იმპერიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად. წარმოიდგინეთ, რუსეთი ინდოეთის გამო არ ომობს, აფრიკის გამო არ ომობს და საქართველოს 60 000 კვადრატული კილომეტრი რა გაუხდა?! დღეს საქართველო რუსეთისთვის არის დასავლეთთან ვაჭრობის ადგილი და შიდა მოხმარების საგანი, რომ თავის მოსახლეობას უთხრას, ჩვენ ისევ იმპერიული დერჟავა ვართო. სააკაშვილსაც შიდა მოხმარებისთვის სჭირდება მტერი რუსეთის სახით და ამაზე აგებს თავის უნიათობას. სააკაშვილი არ ამბობს, მე კარგი ვარო, ის ამბობს, რუსეთი ცუდია და მე ვებრძვი რუსეთსო, ოღონდ არა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დაუდგეს გვერდში, მას ეს არ ადარდებს. ჩვენ გვეცინება, რა სისულელე გააკეთეს გურიაში ან სხვაგან, ამას ვინ დაიჯერებსო, მაგრამ მას არ ანაღვლებს, რას იტყვის საქართველოს მოსახლეობა, მისთვის ეს ქმედებები არის საშუალება თავისიანების შემოსაკრებად, რომ მათ რიგებში რღვევა არ მოხდეს.

– როგორც ამბობენ, 7 ნოემბრის შემდეგ დიდი მუშაობა იყო „ნაცმოძრაობაში“, რომ მათთვის თავდაჯერებულობა შეემატებინათ და დაერწმუნებინათ, რომ საკუთარი ხალხის დარბევა კარგი საქციელი იყო.

– ეს ტირანიისთვისაა დამახასიათებელი. ტირანი არ ფიქრობს ხალხზე, იმიტომ რომ ის არ არის კონკურენტუნარიანი და კონკურენციის პირობებში დაიკარგება. ამიტომ ტირანიას სჭირდება ფაქტორები, რომელიც თავისიანების მობილიზაციას მოახდენს. როგორც კი სააკაშვილმა შეატყო, რომ ერთი-ორი ადამიანი ხელისუფლებიდან ოპოზიციის ბანაკში გადადიოდა, მაშინვე მიიღო ზომა და შესაბამისად გაუსწორდა მათ. მან იცის, რომ მთავარია, არ მოხდეს რღვევა შიგნით. ჩვენ გვეცინება, რა სულელია, რეებს აკეთებსო, არა, ბატონო, მას ეს არ სჭირდება ხალხისთვის, ეს არის საკვები თავისი მომხრეებისთვის, რაღაც ხომ უნდა ილაპარაკონ?! ის, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, არის ტირანიის კლასიკა. მეორე მხრივ, შესაძლოა, სააკაშვილის სისულელეს საზღვარი არ აქვს, მაგრამ მას მისი პატრონი, ანუ რუსეთი აწონასწორებს და, როგორც კი რაღაც პრობლემა დაუდგება, მაშინვე ეძლევა სააკაშვილს საბაბი, ტყავი გადაირჩინოს. განმუხურიდან დაწყებული და, თუნდაც, ბოლო პერიოდში რუსულ ფლანგზე გააქტიურებული ქართველი ოპოზიციონერებით დამთავრებული.

– ჩვენს ოპოზიციონერებს თავად აქვთ ამ აქტივობის სურვილი?

– აქ მარტივი ლოგიკა იკვეთება: მაია თოფურია, თემურ ჟორჟოლიანი, დავითაია, ტალახაძე არარსებული შეკრების დროს არარსებულად გამოთქმული მოსაზრების გამო, ამ ხელისუფლებას ვებრძოლოთო, ციხეში სხედან, მაგრამ ამას დღეს აშკარად ამბობენ პარტიები და არავინ რეაგირებს, ესე იგი, ეს თამაშია.

– ვისი მხრიდან?

– ორივეს მხრიდან, ორივეს აძლევს ხელს ეს მდგომარეობა, რადგან ორივე რუსეთისაა. იმისთვის, რომ გარანტირებულად გახდე ჩემპიონი, სასურველია, ჩემპიონატში შენივე გუნდები გაიყვანო.

– როგორც „ქოლგეითი“ და „ბლენდამედი“, რომლებიც ორივე „პროქტერ ენდ გემბელისაა“?

– დიახ, და მიდის რეკლამები, ერთი ჯობია თუ მეორე. ამ შემთხვევაშიც ორივე რუსებისაა, ორივე რუსულ საქმეს აკეთებს, ოღონდ ერთი – პრორუსული, მეორე კი – პროდასავლური ლოზუნგით. მათი ამოცანაა, კიდევ ერთხელ გაბითურდეს ეს ნიჭიერი ქართველი ხალხი. მათ უნდათ, რომ ეს ხალხი იქცეს ბრბოდ და ეგზალტირებული მასის სახით დადგეს ამა თუ იმ დროშის ქვეშ. არადა ჩვენი ამოცანაა, რომ ქართველი საზოგადოება დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას და შედგეს პიროვნებების ერთობად. მაგრამ, თუ პიროვნებების ერთობა შედგა, ისინი ამათ არც ერთს არ აიტანენ. ამიტომ საჭიროა, ხალხის გაბითურება, მისი ბრბოდ ქცევა, რათა შემდეგ გამწარებულმა ადამიანმა აღარ იფიქროს, ვის მიჰყვება და მხოლოდ ბიოლოგიური ინსტინქტებით იმოქმედოს.

– დუგინმა არ დამალა, რომ რუსეთი დააფინანსებს იმ ძალას, რომელიც პრორუსი იქნება და იმასაც, რომელიც იტყვის, არც რუსეთი, არც ამერიკაო. გასაგებია, რომ მათ ეს გეგმა კარგა ხანია, აქვთ, მაგრამ რატომ აამოქმედეს ახლა და არა ვთქვათ, ერთი ან ორი წლის წინათ?

– ეს არის სარეზერვო ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, თუკი ქართველი ხალხი თავის თავში მოძებნის ძალას, ჩამოყალიბდება პიროვნებების ერთობად და საფრთხე შეექმნება გეგმას, რასაც ქართველი ხალხის გაბითურება ჰქვია. მაშინ უნდა ჩაერთოს იმ სპექტაკლის მეორე განყოფილება, რომელიც 2003-ში დაიწყო და რუსეთი შეეცდება, კვლავ გაიმეოროს იგივე და თავისიანით ჩაანაცვლოს სააკაშვილი. ამას გარდა, ითვალისწინებს მეორე ვარიანტსაც: სააკაშვილის რეიტინგის დაცემასთან ერთად საქართველოში ეცემა დასავლური ღირებულებების რეიტინგი. არადა დასავლური ღირებულებებია: რეალური თვითმმართველობა, პიროვნების თავისუფლება, კონკურენტული გარემო, პირადი ცხოვრების, საკუთრების ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება, გარანტირებული სიცოცხლე და არა ავღანეთში ჯარის გაგზავნა ან ნატოს წევრობა. ეს მხოლოდ საშუალებებია; ჩვენ ამაზე გვეუბნებიან უარს და არა დასავლურ ღირებულებებზე. იმის პარალელურად, რომ ეცემა დასავლური ღირებულებების რეიტინგი, მატულობს იმ მოსაზრების რეიტინგი, რომ, ოღონდ სააკაშვილი არა და, თუ გინდა, ეშმაკი მოვიდეს; ოღონდ მე ლუკმაპური მომცეს და, თუ უნდა, ნახევარი საქართველო მიუყიდია რუსებისთვის. ეს უდიდესი საფრთხეა და, თუ ამ კუთხით შევხედავთ მოვლენებს, სააკაშვილი შეგნებულად დგამს ნაბიჯებს, რომ ის რეალური ღირებულებები, რომლებიც ევროპაზე ადრე არსებობდა საქართველოში, გაუფასურდეს. არადა ვინ მიგვიღებს ნატოში თვითმმართველობის გარეშე?! შეიარაღებაზე სამოქალაქო კონტროლის გარეშე?! როგორ გგონიათ, სააკაშვილს მისცემენ ნატოს ტექნიკას?! ეს რუსეთმაც იცის, ნატომაც და სააკაშვილმაც, აბა, რატომ ხდება აქცენტი ნატოზე და არა თვიმმართველობის დანერგვაზე?! ადამიანის უფლებების დაცვაზე?! და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი: თავის საქმეს დასავლეთი მაინც გააკეთებს, მაგრამ, სამწუხაროდ, შეიძლება, შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ ჩვენ აღარ გამოვდგეთ პარტნიორად და მაშინ ამ ტერიტორიას განიხილავენ, როგორც ცარიელს. თავის დროზე, რუსეთმაც იგივე გააკეთა, როდესაც ჩვენ, სხვადასხვა მიზეზების გამო დაუძლურებულები ვერ აღმოვჩნდით რუსეთის პარტნიორი ირანის წინააღმდეგ და 1801 წელს, როდესაც რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, არ არსებობდა ძალა, რომელსაც შეეძლო საქართველოს დაცვა. ანუ ტერიტორია იყო ცარიელი. ასეთ ცარიელ ტერიტორიებს კი ეპყრობიან ისე, როგორც მაშინ მტერი მოგვეპყრო. რა თქმა უნდა, მტერს ეს არ ამართლებს.

– არც აკნინებს? აბა, მტერი ჩვენს ინტერესებზე იფიქრებდა?

– ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ფსიქოლოგიური გავლენიდან, რომ რუსებს უნდა ვუყვარდეთ, ამერიკელებს უნდა ვუყვარდეთ. ბატონებო, პოლიტიკაში არავის არავინ არ უყვარს, პოლიტიკაში არის სახელმწიფოებრივი ინტერესი, არის პარტნიორობა და არა ძმობა და ბიძაშვილობა. თუ ჩვენ ვიქნებით რეალური პარტნიორები, მოგვექცევიან, როგორც პარტნიორებს; თუ არ ვიქნებით, მოგვექცევიან ისე, როგორც უბანში ექცევიან „შნირებს“, უკაცრავად ჟარგონისთვის.

– თუ ყველა მხარე საქართველოს განიხილავს, როგორც ტერიტორიას, როგორ გადანაწილდება გავლენები?

– წარმოიდგინეთ, როგორ ივაჭრებენ ჩვენ გარეშე?! ისევე მოხდება, როგორც ისტორიულად ხდებოდა, ირანი და თურქეთი იყოფდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს.

– რუსეთს მთლიანად უნდაო.

– ხვალ შეიძლება, სხვა კონფიგურაცია შეიქმნას მსოფლიო პოლიტიკაში და ნაწილსაც დათანხმდეს. შეიძლება, ისეც გაუხდეს რუსეთს საქმე, რომ ჩრდილოეთ კავკასია დაკარგოს. ისტორიული კანონზომიერებაა, რომ გლობალურ ომში დასავლეთსა და რუსეთს შორის რუსეთი წაგებული დარჩება. ერეკლეს შეცდომა არ დაუშვია იმ გათვლაში, რომ რუსეთი უფრო ძლიერი ქვეყანა იქნებოდა, უბრალოდ იმდენად გამოფიტული დავხვდით რუსეთს აღა-მაჰმად ხანთან ბრძოლით, რომ პარტნიორობა ვერ გავუწიეთ. სხვათა შორის, რუსეთს თავისუფლად შეეძლო, შეეჩერებინა ირანი, მაგრამ არ შეაჩერა და არა იმიტომ, რომ არ ვუყვარვართ; იგივე მოხდა პოლონეთშიც: თავისუფლად შეეძლო საბჭოთა კავშირს, ვარშავამდე შეეჩერებინა გერმანული ჯარები, მაგრამ მანამ არ შევიდა პოლონეთში, სანამ გერმანელებს ვარშავა არ გაანადგურებინა და პოლონეთის ოკუპაცია არ მოახდენინა. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ფანდია, იმიტომ რომ პოლიტიკაში სიყვარული არ არის.

– თუ საქართველო გაფორმებულად დაბრუნდა რუსულ ორბიტაზე (ჯვარი გვწერია), მე მაქვს ეჭვი, რომ რუსეთი აღარ გაიმეორებს 1921 წლის შეცდომას და აქ სახელმწიფოს მაგვარ კოლონიურ რესპუბლიკასაც კი არ დატოვებს. იზიარებთ ჩემს ამ ეჭვს?

– მოიპოვებს რა მთლიან კონტროლს, რუსეთი საქართველოს გარანტირებულად მიჰყიდის დასავლეთს და უკვე დასავლეთს შენთან ექნება მორალური უპირატესობა, იმიტომ რომ ნაყიდი ეყოლები.

– ნაწილ-ნაწილ მიჰყიდის თუ მთლიანად?

– შეიძლება, „ოპტომაც“. სერბეთი ჩააბარა და ვითომ საქართველოს რატომ არ ჩააბარებს?! ყველა დამეთანხმება, რომ მსოფლიოს მომავალი ტექნოლოგიებშია და არა რესურსებში, ამიტომ, ვისაც გააჩნია ტექნოლოგია, მისი უპირატესობა აშკარაა. ისტორიულ პერსპექტივაში, რუსეთი ან უნდა გახდეს დასავლეთის ხელშემწყობი ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და მთლიანად დამოკიდებული დასავლურ ტექნოლოგიებზე, ან ის თვითონ დაიშლება. აქედან გამომდინარე, რუსეთი ხვალ „ოპტომ“ გაგვყიდის და მყიდველიც ერთადერთია – დასავლეთი.

– და ვიქნებით ბითურები ბითუმად?

– დიახ. ოღონდ მანამდე რუსეთი გამოგვიყენებს, შემდეგ თავის ინტერესებს დაიკმაყოფილებს და თან ფულსაც აიღებს. მაგრამ, თუ ჩვენ გავერკვევით, რა გვინდა და ყველა გვცნობს, როგორც პარტნიორს, მაშინვე გავხდებით საინტერესო. ტყუილია ის საუბრები, რომ დაველაპარაკოთ აფხაზებს და ოსებსო. როდესაც არ ხარ საინტერესო, არავის მოუტანს შედეგს ეს საუბარი. ჯერ თბილისში ავაშენოთ ქართული სახელმწიფო და შემდეგ ჩვენ ვნახავთ, როგორ შეიცვლება მსოფლიოს დამოკიდებულება, მათ შორის, რუსებისაც. როგორც კი რუსეთი დაინახავს, რომ აქ არსებობს კაცი, რომელსაც თავისი ოჯახის დაცვა შეუძლია, სულ სხვაგვარი დამოკიდებულება ექნება. მაგრამ, როდესაც ხედავს, რომ პოლიტიკური სპექტრის 90 პროცენტი, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, წაკუზული ელოდება, როდის გაიღებს მოწყალებას შაჰი და პირველ ცოლად დაისვამს, პოლიტიკური ცოლობა მაქვს მხედველობაში, არ შეიძლება, პატივისცემით მოგეპყრან. მათხოვარი უნდა გეცოდებოდეს, მაგრამ პატივისცემას არ იმსახურებს. როდესაც ასეთ მდგომარეობაში გხედავს ამერიკელი თუ რუსი, ჩვენზე უბედური არავინაა, ოღონდ, თუ დაინახავენ, რომ შეიძლება, გალახული, არაფრის მქონე ერი ვართ, მაგრამ გვაქვს ჩვენი ღირსება და უნარი, რომ ცოლი და შვილი დავიცვათ, ყველა პატივისცემით განეწყობა და ამ პირობებში დიალოგს, რა თქმა უნდა, აზრი აქვს. თორემ ცოლს რომ გიუპატიურებენ, დედას რომ გიუპატიურებენ და შენ ეუბნები, მოდი, ვილაპარაკოთო…

– ასე მოუხდება მაგათო, ფიქრობენ.

– ასე იფიქრებენ. თუ ომით დაზარალებული ქართველები საკუთარი ცოლი, შვილი, დედა, მამა, და, ძმა არ გვგონია, მაშინ ქართველებიც არ ვყოფილვართ... იმ ლაპარაკამდე ხელები მაინც დავაბანინოთ, მაინცდამაინც სისხლიანი ხელი უნდა ჩამოართვა?! ამიტომ ჯერ ჩვენ დავდგეთ ფეხზე, როგორც ღირსეულ ერს ეკადრება, ჩვენს ქვეყანაში ჩვენვე დავამყაროთ წესრიგი სხვების დახმარების გარეშე და ჩვენი ისტორიული მისია შევასრულოთ.


скачать dle 11.3