კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ პოზირებდა შიშველი დანიის დედოფლის მარგრეტე მეორის სამეფო ტახტზე და როგორ იბრალებდა მეფობას მისი მეუღლე, პრინცი ჰენრიკი


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

დანიის სამეფოს ხელისუფალი და დანიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მისი სამეფო უდიდებულესობა, დედოფალი მარგრეტე მეორე, 1972 წლიდან უდგას სათავეში ამ სკანდინავიურ ქვეყანას და იგი არის პირველი მონარქი ქალბატონი, რომელიც 1412 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც სკანდინავიურ ქვეყნებში, კალმარის კავშირის პერიოდში, დედოფალი მარგრეტე პირველი განაგებდა ხელისუფლებას, ჩაუდგა სათავეში დანიის სამეფოს. დღეს ამ ევროპელი მონარქის შესახებ გავრცელებული საინტერესო ფაქტების ტოპ-ათეულს შემოგთავაზებთ:

1. მარგრეტე ალექსანდრინე ტორჰილდურ ინგრიდი, ანუ დედოფალი მარგრეტე მეორე, დაიბადა ამალიენბორგის სასახლეში 1940 წელს, დანიის ოკუპაციიდან სულ ცოტა ხანში. მისი მშობლები დანიის მეფე – ფრედერიკ მეცხრე და დედოფალი ინგრიდი იყვნენ. შთამბეჭდავია მარგრეტის განათლება: 1960 წელს იგი კოპენჰაგენის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო, სადაც პოლიტოლოგიას, არქეოლოგიასა და ფილოსოფიას სწავლობდა. 1960-1961 წლებში ის კემბრიჯის, შემდეგ კი ქალაქ ორჰუსის, დანიური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 1963-1964 წლებში სორბონის უნივერსიტეტში ჩააბარა, 1964-1965 წლებში კი ლონდონში, პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომიკის სკოლაში. დედოფალი სრულყოფილად ფლობს ფრანგულ, გერმანულ, შვედურ და ინგლისურ ენებს. აღსანიშნავია, რომ მარგრეტემ ლონდონში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ფრანგი დიპლომატი ანრი ჟან მარი ანდრე – დე ლაბორდ დე მონპეზას გრაფი, რომელიც ავტომატურად გახდა დანიის პრინც-კონსორტი – ჰენრიკ დანიელი.

2. დედოფალი მარგრეტე გატაცებულია ფერწერით. ის სხვადასხვა ჟანრში მუშაობს: სახვითი ხელოვნება, გრავიურა, ტექსტილი, აკვარელი, გრაფიკა, დეკუპაჟი (აპლიკაცია), სცენოგრაფია, წიგნების ილუსტრირება (მაგალითად, მის მიერ არის დაილუსტრირებული ტოლკიენის უცნობილესი რომანი „ბეჭდების მბრძანებელი“). დედოფლის ნამუშევრების უმეტესობა გამოფენილია როგორც დანიის, ისე სხვა ევროპული ქვეყნების მუზეუმებსა და საგამოფენო ცენტრებში. გარდა ამისა, დედოფალი კოსტიუმებს ქმნის ბალეტებისთვის, სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისთვის. იგი თარგმნითაც არის დაკავებული და, თავის მეუღლესთან ერთად, ჰ.მ. ვაირბერგის ფსევდონიმით გამოსცა სიმონა დე ბოვუარის რამდენიმე ნაშრომის თარგმანი დანიურ ენაზე.

3. მარგრეტე მეორე მოგზაურობის მოტრფიალე მონარქია. მას თითქმის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი – ამერიკიდან ავსტრალიამდე. იგი იყო პირველი ევროპელი მონარქი, რომელიც 1917 წლის რევოლუციისა და მეფის ჩამოგდების შემდეგ, 1975 წელს საბჭოთა კავშირში ჩავიდა ვიზიტით. სხვათა შორის, 1988 წელს მარგრეტეს აუდიენცია ჰქონდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედუარდ შევარდნაძესთან. ყველაზე მეტად კი დედოფალს გრენლანდიაში და ფარერის კუნძულებზე უყვარს მოგზაურობა, სადაც ის ძაღლებშებმული ციგით გადაადგილდებოდა. დედოფალს ასევე ძალიან უყვარს თხილამურებით სრიალი. ის ნორვეგიის პრინცესა სონიასთან ერთად ხშირად დადის დანიისა და სკანდინავიის სხვა ქვეყნების სათხილამურო კურორტებზე.

4. დედოფალი მარგრეტე მეორის მავნე ჩვევებიდან აღნიშვნის ღირსია თამბაქოს მოხმარება. იგი დღეში რამდენიმე ათეულ ღერ სიგარეტს ეწევა, მის უსაყვარლეს სიგარეტებად ბერძნული „კარელია“ ითვლება, რომელიც ძალიან პოპულარულია დანიელ სამხედროებში. სხვათა შორის, მარგრეტე საზოგადოებაში ცდილობს, არ გამოჩნდეს სიგარეტით ხელში, მაგრამ კოპენჰაგენის მცხოვრებლებს არაერთხელ ჰყავთ ის შემჩნეული სიგარეტით ხელში სხვადასხვა დაწესებულებაში, რესტორნებსა თუ კაფეებში.

5. რამდენიმე წლის წინ დანიაში სახელისუფლებო სკანდალი აგორდა: მარგრეტეს მეუღლემ და, შესაბამისად, დანიის პრინცმა ჰენრიკმა, ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღიარა, რომ ძალიან უყვარს ძაღლის ხორცი. სკანდალი იმ ფაქტმაც გაამძაფრა, რომ პრინცი ჰენრიკი ტაქსას ჯიშის ძაღლების კლუბის საპატიო წევრია. ჰენრიკს ახალგაზრდობის წლები ვიეტნამში აქვს გატარებული და ძაღლის ხორცის ჭამას სწორედ იქ შეეჩვია. იმავე ინტერვიუში პრინცმა აღნიშნა, რომ ძაღლის ხორცი გემოთი ბაჭიის ხორცს წააგავს და ძალიან გემრიელია. საინტერესოა, რომ სკანდალურ აღიარებამდე რამდენიმე თვით ადრე, სამეფო სასახლიდან დედოფალ მარგრეტეს საყვარელი ტაქსა ჰერტრუდა დაიკარგა.

6. დედოფალ მარგრეტე მეორის ავტომობილების კოლექციიდან აღნიშვნის ღირსია 1968 წელს გამოშვებული „დაიმლერ ლიმუზინი“, რომელიც სამეფო ოჯახის სპეციალური შეკვეთით დამზადდა. ექვსი მეტრის სიგრძის ავტომობილს, „იაგუარ 420ჯ-ის“ 4,2 მოცულობის ძრავა აქვს, რომელიც 175 კილომეტრ-საათ სიჩქრეს ავითარებს. სამეფო „ლიმუზინის“ სალონის ინტერიერი დანიური სამეფო ოჯახის სიმბოლიკებით არის დატვირთული. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ბოლო თაობის ტექნიკური საშუალებებით და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ძარა ჩვეულებრივი რკინისგან არის გაკეთებული, და არა ბრონირებული ლითონისგან. 14 წლის განმავლობაში კომპანია სპეციალურად ამზადებდა ამ მარკის ავტომობილს ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის სამეფო ოჯახებისთვის და ამიტომ ავტომოყვარულებმა ამ ავტომობილს „სამეფო ლიმუზინი“ უწოდეს.

7. სხვა ევროპული მონარქიული ოჯახების მსგავსად, დანიის დედოფლის ოჯახსაც დანიის მოსახლეობა ინახავს. დედოფალ მარგრეტე მეორის მონარქიული მოთხოვნილებების შესრულება დანიელებს ყოველწლიურად 6,75 მილიონი დოლარი უჯდებათ. სხვათა შორის, მარგრეტე ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ მონარქად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მისი ოჯახის ქონება სულ რაღაც 15 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო სასახლეები, აგარაკები, იახტები და ყველაფერი დანარჩენი – დანიის მოსახლეობის საკუთრებაა.

8. დანიის სამეფოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულმა ფოტოსესიამ, რომელზეც შიშველი გოგონა დედოფალ მარგრეტეს სამეფო სასახლის დიდ დარბაზსა და სამეფო ტახტზე პოზირებდა. ეროტიკული ფოტოსესიის სათაური იყო „მეძავი სამეფო ტახტზე“ და ამ ფაქტმა სამეფო დაცვის სამსახური დააინტერესა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ფოტოები სამოყვარულო კამერით მართლაც სამეფო სასახლეში იყო გადაღებული. მარგრეტე მეორემ შეშფოთება გამოხატა ამ ფაქტის გამო და სასახლის დაცვას ექსკურსიების დროს კონტროლის გამკაცრება დაავალა.

9. ახლახან საინტერესო ფაქტი გამოაშკარავდა: აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში დანიის დედოფლის მარგრეტე მეორის მეუღლე, პრინცი ჰენრიკი, თავს მეფედ ასაღებდა, სინამდვილეში კი იგი მხოლოდ პრინცია. ამას პატივცემული ჰენრიკი მხოლოდ უცხოეთში ვოიაჟების დროს აკეთებდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვოიაჟის დროს, სიცილიაზე, ბარონ პლატანისთან სტუმრად ჩასული ჰენრიკი მასპინძელს მეფედ გაეცნო. შემდგომში იმავე ბარონთან ჩასული იყო დელეგაცია დანიიდან და ბარონმა დიდი აღტაცებით უთხრა მათ, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდა მათი მეფე, რაზეც დელეგაციის წევრებმა უპასუხეს: „ჩვენ არ გვყავს მეფე, ჩვენ გვყავს დედოფალი!“.

10. „მისი უდიდებულესობა პრინცესა მარი“ ასე უწოდებენ ამიერიდან საფრანგეთის მოქალაქე მარი კავალიერს, რომელიც ცოლად გაჰყვა დედოფალ მარგრეტე მეორის ვაჟიშვილს, იოაჰიმს. ცნობისთვის – ეს იოაჰიმის მეორე ქორწინებაა. 1995 წელს ის წარმოშობით ჰონკონგელ ალექსანდრა მენლიზე დაქორწინდა. ეს ქორწინება ისტორიაში შევიდა, რადგან ალექსანდრა პირველი აზიელი იყო, რომელიც ევროპული მონარქიული ოჯახის წევრი გახდა. 2004 წელს იოაჰიმი დაშორდა ალექსანდრას. ამ ქორწინებიდან მარგრეტეს ორი შვილიშვილი ჰყავს. იოაჰიმის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი ისტორია: პრინცი პოლიციის მიერ არაერთხელ არის დაჯარიმებული ავტომანქანით სიჩქარის გადამეტების გამო. სპორტული ავტომობილები მისი ერთგვარი ჰობია. დედოფალ მარგრეტეს მეორე ვაჟიშვილი, პრინცი ფრედერიკიც უცხოელზეა დაქორწინებული – მისი რჩეული მერი დონალდსონი, წარმოშობით შორეული ტასმანიის კუნძულიდანაა.


скачать dle 11.3