კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მებრძოლი მზარეულები


პროფესიული პატრიოტიზმი

რაკი ყველას თავისი სამწყსო ჰყავს, მაშინ, როდესაც ფინანსთა მინისტრი მოვაჭრეებს ხვდებოდა, განათლების მინისტრი და პრეზიდენტი მოსწავლეებს ესაუბრებოდნენ სკოლის აღორძინების მოტივით. სკოლის აღორძინება კი ჰაერივით აუცილებელია, ვინაიდან განათლების დონითა და წიგნიერებით ჩვენი მოზარდები 45 ქვეყანას შორის ბოლო ათეულში იკავებენ უკანასკნელ ადგილებს. რთული სათქმელია, რამდენად გაუღვიძებს ჩვენს მომავალ თაობას წიგნიერებისადმი მისწრაფებას სა-უცხო-ო „ალუმნაი“, რომლის ეგიდითაც ჩვენმა რუსულენოვანმა განათლების მინისტრმა მოგვიწოდა, თუმცა, ჩვენ რა მოგვიწოდა, ცნობილ სახეებს მოუწოდა, დახმარებოდნენ საკუთარ სკოლებს. მაგრამ, სავარაუდოდ, „ცნობილებმა“ მოწოდებას წაუყრუეს, რადგან განათლების მინისტრს მოგვიანებით პრეზიდენტიც შეეშველა. უფრო მეტიც, 1 000-ლარიან ჩინოვნიკებს ყოველთვიურად მშობლიური სკოლებისთვის 50, ხოლო 1 000-ზე ძვირიანებს კი – 100 ლარის გადარიცხვა დაავალდებულა. თავად მან კი ერთი თვის ხელფასი თავის ორ სკოლას გაუნაწილა (შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, რით იცხოვრებს პრეზიდენტი იმ ერთ თვეს, თუ, რა თქმა უნდა, თავს ხელფასით ირჩენს და მხოლოდ თავისი სასახლის ჰაერით არ იკვებება). მეორე მხრივ, ამ საგანმანათლებლო აქტივობაში ერთი ფარული ტენდენციაც გამოიკვეთა: მოგეხსენებათ, სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის სწავლება იგეგმება (ამ საკითხზე თვით ბაჩო ახალაია მუშაობს პატრიოტულ აღზრდაში სამხედრო ელემენტის შესატან-დასახვეწად), პროფესიულ სასწავლებლებში კი – მზარეულების აღზრდა დასაქმებით (რომ ტურისტებმა გემრიელი კერძებით ჩაიკოკლოზინონ პირები და ზედაც ჩაროზით ჩაიტკბარუნონ). თუ გავითვალისწინებთ, რომ მზარეულს ყველაზე მჭიდრო შეხება აქვს ჩანგლებთან, დანებთან და ტაფებთან, ძნელბედობის ჟამს კი პარლამენტის თავმჯდომარე მტერთან შერკინებას სწორედ ამ სახის შეიარაღებით გვირჩევდა, მზარეულს ვამბობთ, თორემ, რეალურად, პოსტრევოლუციური საქართველოს მეომრებს ვუწვრთნით სამშობლოს!


скачать dle 11.3