კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძირს „ჩმორები“!


ანუ სასკოლო საათი

საქართველოს პირველ პირს გასულ კვირას, შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო საათი ჰქონდა: სკოლის მოსწავლეები ბორჯომშიც მოინახულა და დედაქალაქშიც, თითქმის ერთნაირი მიზნით, ოღონდ განსხვავებული სიურპრიზებით. ბორჯომში სკოლის ახალი შენობა გახსნა. ძველი შენობა 2005 წელს დანგრეულა და, რაკი მისი აღდგენისთვის ხელი 2008 წლის აგვისტოს ომს შეუშლია (თუმცა ის აღარ დაუზუსტებიათ, 3 წლის განმავლობაში, ანუ ომის დაწყებამდე რაღა უშლიდა ხელს აღდგენით სამუშაოებს), პატრონს გასულ კვირას ჩააბარეს. ჩაბარება, ცხადია, პრეზიდენტის გარეშე ვერ ჩაივლიდა. ისევე, როგორც ვერც თბილისის ყოფილ პირველ ექსპერიმენტულ სკოლას პრეზიდენტის გარეშე ისევ პირველ ექსპერიმენტულს ვერ დაარქმევდნენ. თუმცა, ისიცაა, თუკი ბორჯომელ მოსწავლეებს პირველი პირი პირისპირ ესაუბრა, თბილისელებს – მხოლოდ ზურგიდან, მაგრამ, რაც მთავარია, იქაც და აქაც თემა ძველი და ნაცნობი იყო: რა ცუდია რუსეთი და რა კარგია საქართველო (და მერე რა, რომ ეს ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშეც კარგად მოგვეხსენება, გამეორება ცოდნის დედაა!). პრეზიდენტმა ბორჯომელ მოსწავლეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ არც ერთ ბორჯომელს არ გაუცია ქართული არტილერიის ადგილმდებარეობა (ჯერ ერთი, რატომ უნდა გაეცა და, მეორეც, ვისთვის უნდა ეთქვა?) ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ბორჯომის ტყეები უმოწყალოდ დაიწვა, სავარაუდოა, რომ მტერმა ქართული ტექნიკის ტყეში გადამალვის ფაქტი ამ თუ სხვა წყაროთი მაინც იცოდა. როგორც უნდა იყოს, მოსწავლეებთან შეხვედრის ლაიტმოტივი ისევ და ისევ რუსეთში აქტიურად მოხეტიალე ქართველი პოლიტიკოსები იყო (ისიც სათქმელია, რომ ამ საქმეში სწორედ ხელისუფლების ყოფილები აქტიურობენ). თუმცა, პრეზიდენტმა დაგვაიმედა, რომ ეს მხოლოდ ზოგიერთი პოლიტიკოსია „ჩმორი“, თორემ საქართველო არასდროს „დაჩმორდება“. ბუნებრივია, ეს ჩვენც გვინდა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ, სამხედრო სტატისტიკით, აგვისტოს ომში ამდენი უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცი იმის მანიშნებელია, რომ მათი ორი მესამედი თანამებრძოლებმა ბრძოლის ველზე დაჭრილები, ანუ ჯერ კიდევ ცოცხლები მიატოვეს, არ მგონია, „ჩმორის“ გარდა, ამის გამკეთებელი ვინმე იყოს.


скачать dle 11.3