კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კატიჭერიები


„ტურფავ, ტურფავ, რას უყურებ, მოაცურე ჩემკენ ნავი...“

რაკი „ჩვენი გზა სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ“, ქართული საერთო მაუწყებლების საინფორმაციო პოლიტიკა, ერთი მხრივ, მოსახლეობის სამხედრო-პატრიოტული აღზრდა, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობის გაშუქებაა (პრინციპით: ჩვენ დავიჭერთ კატას ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის იქ არ იმყოფება). შესაბამისად, აბა, რა გული მოუთმენდათ, არ ეხარებინათ ადგილობრივი სოციალური ინსტიტუტის კვლევის შედეგები, რის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის 66 პროცენტი სრულიად ან ნაწილობრივ ენდობა სასამართლოს. ეს მაჩვენებელი რეფორმატორის დარი პატივითა და ღირსებით შეიფერა ჩვენი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ (თავმომწონედ შენიშნა, ეს ჩვენი რეფორმების შედეგიაო). თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ სასამართლოს ობიექტურობაზე რამდენიმე წლის შემდეგ უნდა ვისაუბროთ, რეფორმების შემდგომ ეტაპზეო. ხოლო, მაშინ, როდესაც ბ-ნი კუბლაშვილი (სასამართლოს თავმჯდომარე) თავს იწონებს მოსახლეობის ნდობით საკუთარი სასამართლოსადმი, ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო გვიკიჟინებს, ბოლოს და ბოლოს (ბევრ სხვა რაიმესთან ერთად), სასამართლო დამოუკიდებელი უნდა გახდესო. აქედან გამომდინარე კი, ცხადია, რომ იმას, რაც საქართველოს მოსახლეობაში, თურმე, მაღალ ნდობას იმსახურებს (თუ ქართველი სოციოლოგების კვლევას ვერწმუნებით), ვენეციის კომისია იწუნებს, რაც, ბუნებრივია, აჩენს ეჭვს, რომ ჩვენი ევროპელობა, ჰა და ჰა, ვენეციაში გონდოლ-გონდოლ სეირნობას ვერ გასცდენია.


скачать dle 11.3