კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე


კითხვა: როგორ პირობებში ვამყოფო სტრეპტოკარპუსი?

პასუხი: ოთახის ეს ულამაზესი მცენარე მთელი წლის განმავლობაში ყვავის – მისი ყვავილები მორიგეობით იშლება. მას ძალიან უყვარს სინათლე, თუმცა არ მოსწონს მწველი მზე. მისთვის საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა. ასეთ პირობებში მცენარე მთელი წლის განმავლობაში არ წყვეტს ყვავილობას, მაგრამ, თუ ტემპერატურა პლუს 13 გრადუსზე ნაკლები იქნება, ის აღარ იყვავილებს. ზაფხულში უხვად მორწყეთ, ოღონდ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწის ზედაპირს შეშრობა აცადეთ. სიგრილეში იშვიათად მორწყეთ. შეგიძლიათ, სველკენჭებიან ლანგარზე დადგათ, რათა მშრალი ჰაერის გამო ფოთლები არ გაუყავისფრდეს. სამ-ოთხ კვირაში ერთხელ დაუსხით გაზავებული, ნახშირმჟავა-კალიუმის შემცველი სასუქი. თუ დამჭკნარ ყვავილებს მალე მოაშორებთ, ამით ყვავილობის პროცესს გაუხანგრძლივებთ. მცენარე დაახლოებით 25 სანტიმეტრი იზრდება. თუ ამ პირობებს გაითვალისწინებთ, სტრეპტოკარპუსს იოლად გაზრდით.

კითხვა: ბინაში მაქვს ლოტუსი, მაგრამ კარგად ვერ ვახარებ, იქნებ ამიხსნათ, როგორ მოვუარო ამ მცენარეს?

პასუხი: ლოტუსი მთელი წლის განმავლობაში კაშკაშა სინათლეზე ამყოფეთ. ის მზის მწველ სხივებსაც იტანს. მცენარე კალათით დაკიდეთ ან თაროზე შემოდგით და ასე უკეთ იგრძნობს თავს. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – პლუს 18-24 გრადუსი, თუმცა ზამთარში დაბალ ტემპერატურასაც უძლებს. ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობით იშვიათად მორწყეთ, რადგან ამ დროს ტემპერატურა საგრძნობლად დაბალია. ნიადაგი რეგულარულად გაანოყიერეთ. ეს ხელს შეუწყობს მცენარის უკეთ ყვავილობას. მცენარე ყვავის პერიოდულად, ყველაზე უკეთ კი – ზაფხულის დასაწყისში. თუ ის მეტისმეტად გაიზარდა, წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი გაკრეჭა. ზამთარში ლოტუსს არ უნდა მოაკლოთ სინათლე, რომ არ გაფუჭდეს.

კითხვა: სად დავდგა კალადიუმი, რომ კარგად იგრძნოს თავი?

პასუხი: ამ მცენარეს ძალიან უყვარს განათება. მისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული ან არეკლილი შუქი, მაგრამ არ უყვარს შუაგულ მზეზე ყოფნა, რადგან ამ დროს ფოთლები უჭკნება. ამიტომ, მისთვის ყველაზე სასურველი ადგილი იქნება ნათელი სააბაზანო. თუ ფართის გამო ამის საშუალება არ გექნებათ, მაშინ შეურჩიეთ რომელიმე ნათელი თარო.

კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ქრიზანთემა და რამდენ ხანს ცოცხლობს ის ქოთანში?

პასუხი: ამ მცენარისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 13-14 გრადუსი. სითბოში ყვავილები სწრაფად იშლება, მაგრამ სწრაფადვე ჭკნება. ამიტომ, მაღალ ტემპერატურას მოარიდეთ. ეს მცენარე ქოთანში ნამდვილად ვერ ცოცხლობს დიდხანს. ამიტომ მიწა არ გაანოყიეროთ. მოაშორეთ გამხმარი ყვავილები ასე მცენარე არ დაავადდება და მეტ კოკორს გაშლის.


скачать dle 11.3