კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაიჭედნენ „მულენრუჟის“ მომხიბვლელი გოგონები და ვის გაოცებას გეგმავს სამი თამამი ფიფქია, თანამედროვე დეტალებით


ბოლო დროს ბევრი ალაპარაკდა სამ მომღერალ გოგონაზე, რომლებიც მაყურებლის წინაშე განსხვავებული და საკმაოდ შეცვლილი იმიჯით წარდგნენ. ჯერ იყო და ფიფქიას როლი მოირგეს, მერე – „მულენრუჟის“ გოგონების. თამთა ჭელიძე, ვერიკო ტურაშვილი და ნინო ძოწენიძე, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან, ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ. მათ იმდენად მოეწონათ ერთობლივად მუშაობა, რომ მომავლისთვის კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ფიქრობენ.


ნინო ძოწენიძე: ერთობლივი სიმღერა გასულ წელს ჩავწერეთ, მაგრამ კლიპის გადაღება ვერ მოვასწარით. სიმღერა იმდენად კარგი გამოვიდა, მასზე კლიპი რომ არ გადაგვეღო, არ შეიძლებოდა და გიგამ, ჩემმა მეუღლემ, გადაიღო კიდეც. დიდი შრომის ფასად ძალიან კარგი გამოვიდა. გიგას გარდა, კიდევ ბევრი ადამიანი იყო გადაღებებში ჩართული. მიხარია, რომ ხალხს მოსწონს.

– როგორც ვიცი, ერთ დღეში გადაიღეთ კლიპი და 12 საათის განმავლობაში მუშაობდით.

თამთა ჭელიძე: გადაღება ღამის 12 საათზე დავიწყეთ და დღის 12 საათამდე ვმუშაობდით. ძალიან გვეჩქარებოდა გადაღების დასრულება, რადგან მონტაჟი ახალ წლამდე უნდა მოგვესწრო. ამიტომ, ზედმეტი რეპეტიციის დრო აღარ გვქონდა. ქორეოგრაფი გადაღების დღეს გვაჩვენებდა მოძრაობებს და ჩვენც ვიმეორებდით.

– ალბათ, ბევრი კურიოზიც მოხდებოდა გადაღების ღამეს.

– კურიოზი ის იყო, რომ გადაღება იმდენ ხანს გაგრძელდა, ძალიან დავიღალეთ – ხან ერთს გვეძინებოდა, ხან მეორეს და ხან მესამეს. ერთმანეთს ვეღარ ვიტანდით, დილით უკვე ვჩხუბობდით. ერთი თვე აღარ დავენახოთ ერთმანეთსო, ვამბობდით, მაგრამ მხოლოდ ორი დღე მოხდა ასე.

– სამი ფიფქიას განსახიერება ვისი იდეა იყო?

ვერიკო ტურაშვილი: გიგას იდეა იყო აბსოლუტურად ყველაფერი.

– საკმაოდ თამამად გამოწყობილი ფიფქიები ხართ.

თამთა: ჰო, საკმაოდ თამამი ფიფქიები ვართ, თანამედროვე დეტალებით.

– ახალი წლის კონცერტზე „მულენრუჟის“ გოგონები განასახიერეთ. ასევე საკმაოდ თამამად იყავით შემოსილი, რასაც ბევრი არ ელოდა.

– ჩემგან ალბათ, მოელოდნენ და არ გაუკვირდებოდათ.

ნინო: ახალი იმიჯი ალბათ, ჩემზეც არ გაგკვირვებიათ. ჩემს მეუღლეს არ აქვს ამის გართულება, პირიქით, თუ მიხდება, რატომაც არა.

– ანუ გიგა კუხიანიძე ეჭვიან მეუღლეთა რიცხვს არ მიეკუთვნება?

– არა, პირიქით უფროა. ჩვენი ახალი იმიჯი ალბათ, უფრო ვერიკოსგან გაუკვირდათ, რადგან არ ელოდნენ.

ვერიკო: ბევრი არც მიფიქრია, დავხიე ჩიხტიკოპი და ხევში გადავაგდე.

იმდენად მომწონდა ეს სიმღერა, ვიფიქრე, რაღაც უნდა შემეცვალა საკუთარ თავში. სიმღერა მოითხოვდა მსგავს კოსტიუმებს და სწორედ ამან გადამაწყვეტინა ბევრი ყოყმანის გარეშე.

– „მულენრუჟის“ გოგონებსაც შეემთხვათ კურიოზი?

თამთა: ახალი წლის კონცერტზე, სცენაზე სამივე ლიფტით ამოვდიოდით. მოულოდნელად, ლიფტი გაიჭედა. ვერიკომ და ნინომ რაღაცნაირად მოახერხეს და ამოძვრნენ იქიდან, მე კი სცენაზე ძლივს ავედი მათი დახმარებით.

ნინო: რეპეტიციაზე რომ გაჭედილიყო ლიფტი და ეთქვათ, ამ სიმაღლეზე უნდა ახტეთო, შანსი არ იყო, არ დავთანხმდებოდით, მაგრამ კონცერტზე სხვა გზა არ გვქონდა.

– თქვენს პირად ცხოვრებაში ხომ არ არის რაიმე სიახლე? ნინო არ იგულისხმება, რა თქმა უნდა.

თამთა: არაფერიც არ ხდება, მაგრამ რომც ხდებოდეს, პირად ცხოვრებაზე მაინც არ ვაპირებ საუბარს. რამდენჯერაც ვთქვი, იმდენჯერ არასასიამოვნო რაღაცეები მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

– ანუ სიყვარულსა მალვა უნდაო, ეთანხმები?

– სიყვარულს მალვა რომ უნდა, ძალიან გვიან მივხვდი. ჩემი აზრით ეს დაუწერელი კანონია. საკუთარი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ სიყვარულს მართლა მალვა უნდა. ამ ეტაპზე თამთა მარტოა.

– ვერიკო შენს ცხოვრებაში რა ხდება?

– ჩემს ცხოვრებაში ახალი არაფერია, მარტო ვარ.

– თუ გაქვთ სურვილი, რომ თქვენი შვილებიც მომღერლები გამოვიდნენ?

– მე პირადად ძალიან მინდა ჩემი შვილი მომღერალი იყოს, მაგრამ როგორც თვითონ გადაწყვეტს, ისე იქნება. მე მაგალითად, დედაჩემს 8 წელი ჭადრაკზე დავყავდი. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ სულ ტირილით მატარებდა. ამას ნამდვილად არ გავაკეთებ. ყველაფერს მოვასინჯინებ და რასაც თვითონ გადაწყვეტს, იმას ამოირჩევს.

თამთა: მე ძალიან მინდა, ჩემი შვილი ბალერინა იყოს, ვფიქრობ, ძალიან მოუხდება.

ნინო: მე კი მინდა, ჩემი შვილი ფეხბურთელი გამოვიდეს. მამა ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობდა და მეუბნებოდა, ნინო, შენი შვილი ფეხბურთელად უნდა გავზარდოო. ალბათ, ამიტომაც მაქვს ეს კოდი ტვინში.

– იმდენად კარგად გაართვით თავი ერთად სიმღერას, ხომ არ ფიქრობთ ჯგუფის ჩამოყალიბებას?

ვერიკო: ამას ბევრი გვეკითხება, მაგრამ ჯგუფის ჩამოყალიბებას არ ვგეგმავთ. შეიძლება, რამე ერთჯერადი პროექტი კიდევ გავაკეთოთ, მაგრამ ჯგუფი არა.

– თუ არის ისეთი რამ, რაშიც საკუთარ თავს დიდი სიამოვნებით მოსინჯავდით?

თამთა: ძალიან ბევრი რამის სწავლა მინდა, მაგრამ არ გამომდის. ძალიან ზარმაცი ვარ.

ნინო: მეც ასე ვარ. უკვე რამდენიმე თვეა, მე და თამთას მანქანები გვიდგას ავტოფარეხში, მაგრამ არც ერთი არ ვსარგებლობთ. ვერ მოვაბით თავი, რომ მართვის მოწმობები ავიღოთ.

თამთა: რამდენიმე თვის წინ მამაჩემმა საჩუქარი გამიკეთა და „პაჯერო იო,“ მიყიდა, მაგრამ რად გინდა, დგას თავისთვის. ახლა გადავწყვიტეთ, ერთად ავიღოთ მართვის მოწმობები და მეტი აღარ გადავდოთ.

– გამოცდაზე ფიფქიას ფორმებში გამოწყობილი თუ მიხვალთ...

ვერიკო: ან „მულენრუჟის“ კოსტიუმებში გამოწყობილები რომ მივიდეთ, რა იქნება? – ძალიან დაიბნევიან.

– ერთმანეთს საკმაოდ კარგად იცნობთ და ერთმანეთის დახასიათება არ უნდა გაგიჭირდეთ...

თამთა: მოდი ასე ვიტყვი. ჩვენ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები ვართ. ამაზე თვითონაც ძალიან ვხალისობთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, თავს ერთად ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. ვერიკოსთან და ნინოსთან მეგობრობა ძალიან მსიამოვნებს. ორივე ძალიან ნიჭიერია, რაც ჩემი სიყვარულისა და მათდამი დამოკიდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნიჭიერ ხალხზე ჭკუა მეკეტება. ერთმანეთის გატანა და მხარში დგომა შეგვიძლია.

ნინო: დღე და ღამე ერთად ვართ და მართლა, ძალიან კარგად ვგრძნობ მათთან თავს. სხვათა შორის სამივეს ერთი საერთო თვისება გვაქვს, ნიჭის აღიარება შეგვიძლია, რასაც ბევრი არ აკეთებს.

ვერიკო: რაც გოგონებმა თქვეს, ყველაფერში ვეთანხმები. სამი მომღერალი გოგო ვართ, შეიძლება რაღაც მომენტში ერთმანეთის კონკურენტებიც ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ აღვიქვამთ. ამათი წარმატება ისევე მიხარია, როგორც ჩემი შეიძლება, გამიხარდეს.


скачать dle 11.3