კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიბირა რუსეთის სასარგებლოდ ქართველმა კარგიევმა თურქეთში მცხოვრები კავკასიური დიასპორის 80 პროცენტი

მართალია, ჩვენ ვერაფერი დავაკელით, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ნაცვლად ან განგება, ან მართლაც ჩეჩენი ტერორისტები გაისარჯნენ; ასე იყო თუ ისე, რუსეთის ფედერაციაში ერთ-ერთ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურზე ავარია მოხდა, რამაც რფ-ს ბიუჯეტს რამდენიმემილიარდიანი ხარჯი დაადო, ხოლო ჩეჩენი ტერორისტების განცხადებამ კი – ჩვენ ავაფეთქეთო, პუტინ-მედვედევის დუეტს აღუნუსხავი მორალური ზიანიც მიაყენა (თუმღაცა, იჟინებენ, აფეთქება ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყოო). ამის პარალელურად, ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით, დაღესტანსა და ინგუშეთში, დღე ერთია და მილიციასა და ადგილობრივ ადმინისტრაციაზე თავდასხმა – ხუთი. რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში და როგორ ჩაჯდება აფაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩრდილოკავკასიურ კონფიგურაციაში, ამ თემებზე კომენტარი კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ.

– რამდენად სარწმუნოა ვერსია, რომ რუსეთში ჰესი მართლაც ჩეჩნებმა ააფეთქეს?

– ცხადია, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს იმის ტირაჟირებას, რომ ჰესი ტექნიკური პრობლემების გამო აფეთქდა, რადგან მისთვის ძალიან მძიმეა იმის აღიარება, რომ ეს ტერაქტი იყო. მეორე მხრივ, ჩეჩნების განცხადებაც არ ნიშნავს ცალსახად, რომ ეს მართლაც მათ ჩაიდინეს, მაგრამ ჩემთვის ნათელია, რომ ტერაქტი მოხდა. ძალიან საინტერესოა, რომ ამ ტერაქტის შედეგად დაკარგული და დაღუპულია 100-მდე ადამიანი, მაშინ, როდესაც „სამხრეთ ოსეთში“ საომარი ვითარების დროს 167 ადამიანი დაიღუპა (ბუნებრივია, ერთი ადამიანის სიკვდილიც კი სამწუხაროა), მაგრამ ეს გენოციდად შეფასდა. რუსეთი, ტრადიციულად, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, არასდროს უფრთხილდებოდა თავის მოსახლეობას. მათთვის დანაკარგი მხოლოდ ციფრებია და მეტი არაფერი. სხვათა შორის, როდესაც ინტერნეტით ველაპარაკებით რუსეთის მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ჩრდილო ოსებს, ვახსენებთ ბესლანის ტრაგედიას, სადაც დაღუპულთა ციფრმა 300-ს მიაღწია. ასე რომ, თუ ვინმე გენოციდს უწყობს რუსეთის მოქალაქეებს, ეს არის რუსეთის ხელისუფლება და იმასაც არ აკეთებს, რომ ამ გენოციდის შედეგები გამოიძიოს და შეაფასოს. ტერაქტის ჩამდენებს ხელს ვერ დავადებ, მაგრამ, სერიოზული ეჭვია, რომ ეს მართლაც ტერაქტი იყოს.

– მეორე მხრივ, საკმაოდ გამწვავდა ვითარება ჩრდილო კავკასიაში. ეს რას უკავშირდება კონკრეტულად?

– დოკუ უმაროვმა განაცხადა, რომ ტყეში სიმწვანის გაჩენასთან ერთად მათი აქტიურობაც დაიწყებოდა, პირდაპირ ასე უწოდებენ: „ს პოიავლენიემ ზელიონკი“. დოკუ უმაროვი კავკასიური იმამატის ლიდერია, რომელშიც შედის ყველა ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკა, თათარტსანი და ბაშკირსტანი. მიუხედავად ამისა, მაინც ყველა ამ რესპუბლიკას ჰყავს თავისი ლიდერი, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ. ეს აღარ არის მასხადოვის პერიოდი, როდესაც ის ერთპიროვნულად წყვეტდა ყველაფერს. ამასთან, ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ბრძოლამ, რომელიც ჩრდილო კავკასიაში მიდის, შეიცვალა შინაარსი: თუ ადრე იბრძოდნენ ჩეჩენი მეომრები და ფედერალები, დღეს ამ ბრძოლაში სხვადასხვა კატეგორიის ხალხია ჩართული, უპირველესად კი კავკასიური ისლამური იატაკქვეშეთი, რომელსაც სწორედ დოკუ უმაროვი ხელმძღვანელობს; შემდეგ მოდის ნაციონალური იატაკქვეშეთი, რომელიც არსებობს ყველა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში – ისინი არიან არა ისლამისტები, არამედ – ნაციონალისტები. ოღონდ, ისინი ნაკლებად კოორდინირებულად მოქმედებენ; ყველა რესპუბლიკას თავისი რაზმი ჰყავს და ყველაზე ძლიერია ინგუშური ნაციონალური მოძრაობა საველე მეთაური ისა მუნაევის ხელმძღვანელობით. ასეთივე ტიპის ლიდერები არიან დაღესტანშიც. ჩეჩნეთში ასეთი მეთაური უკვე აღარ არსებობს გელაევის სიკვდილის შემდეგ. არის მესამე მოძრაობა – კლანები, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან ძალაუფლებისთვის. რუსეთს, ჩვეულებისამებრ, ერთი რომელიმე კლანი მოჰყავს რესპუბლიკის სათავეში და მათ ეყრდნობა, დანაჩენები კი, რომლებიც თავს დაჩაგრულად გრძნობენ, ებრძვიან ამ გაბატონებულ კლანს. მეოთხე – ეს არის კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც საკმაოდ ძლიერები არიან. ისინი მონაწილეობას იღებენ ქონების გადანაწილებაში და ამ მიზნით აწყობენ ტერაქტებს; მეხუთეა ეთნიკური იატაკქვეშეთი ეს ძირითადად ხდება დაღესტანში. მაგალითად, დაღესტანში ავარელები რესპუბლიკის სათავეში არიან და მათ წინააღმდეგ სტაბილურად იბრძვიან ლაკები, რომლებსაც ჩვენ ლეკებს ვუწოდებთ. მოკლედ, ხუთი კატეგორიის მოძრაობა იბრძვის ფედერალური სტრუქტურების წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში.

– ფედერალები რას აკეთებენ ამ დროს?

– რაც შეეხება იმას, თუ ვინ წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიაში ფედერალურ სტრუქტურას, ესენია: შინაგანი ჯარები, თავდაცვის სამინისტროს კომენდატურა, ადგილობრივი მილიციელები და ადმინისტარცია. მაგალითად, ინგუშეთში „ნადირობის სეზონი“ გამოაცხადეს ყველა ამ კატეგორიის ადამიანზე, რიგითით დაწყებული და უფროსით დამთავრებული. ისლამური იატაკქვეშეთი ხშირად იმეორებს, რომ მას აქვს დაწესებული პრიზი თითოეული ასეთი კატეგორიის ადამიანის მოკვლაზე, ტექნიკის განადგურებაზე და ასე შემდეგ. ყველაზე წყნარი რესპუბლიკაა ადიღე; განსაკუთრებით აგრესიული არც ყაბარდო-ბალყარეთია, მაგრამ იქ, როგორც წესი, მსხვილი ტერაქტები ხდება. რას აკეთებს ამ ფონზე რუსეთის ხელისუფლება? მმართველობა ეყრდნობა კლანს და ყველა ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკა არის დოტაციური, ყველაზე დეფიციტური ბიუჯეტი აქვთ დაღესტანსა და ინგუშეთს და ეს ხელოვნურადაა შექმნილი. ვიდრე მოსკოვიდან საკმარისი თანხები იგზავნება, კლანი მორჩილია, მაგრამ, საკმარისია, შემცირდეს, რომ კლანი თვითონ ურევს სიტუაციას, რათა მოსკოვს თავიანთი საჭიროება დაანახვონ. ამ ფონზე ძალიან საინტერესოა დიასპორების მოქმედება. თუ ადრე ისლამურ სამყაროში, ამ მხრივ გამოირჩეოდა თურქეთი და სირია, რომელიც სერიოზული კავკასიური დიასპორა იყო და გავლენა ჰქონდა კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე, ახლა მდგომარეობა შეიცვალა. თურქეთში მოქმედი კავკასიური დიასპორის 80 პროცენტის გადაბირება რუსულმა სპეცსამსახურებმა უკვე მოახერხეს. ამის მთავარი ინიციატორი იყო რუსეთის საელჩოს დესპანი თურქეთში, გვარად კარგიევი, წარმოშობით ქართველი. დღეს ის რუსეთის ელჩია „სამხრეთ ოსეთში“. ის უაღრესად სერიოზული ფიგურაა, მაგრამ მე არ ვიცი, როგორ აფასებს ამას საქართველოს ხელისუფლება. სამაგიეროდ, ახლა ევროპაში წამოყო თავი კავკასიურმა დიასპორამ. დღეს ევროპაში 200 000 კავკასიელი ცხოვრობს და მათი გადამწყვეტი უმრავლესობა არის ჩეჩენი, დაღესტნელი და ინგუში. მათ მუშაობის თანამედროვე მეთოდოლოგია აირჩიეს და ცდილობენ, ანტირუსული განწყობა გააღვივონ. მათზე ინტენსიურ ზემოქმედებას ვერ ახერხებენ, მაგრამ სამი მათგანი რამზან კადიროვის ინციატივით უკვე დახოცეს ავსტრიაში, პარიზსა და ბრიუსელში. ამ დიასპორის ერთ-ერთი ლიდერია ახმედ ზაკაევი, რომელმაც რამზან კადიროვთან მოლაპარაკების გზა აირჩია. კადიროვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე შემოირიგოს ჩეჩნური ემიგრაცია. ვინც ვერ შემოირიგა – გაანადგურა, დანარჩენებთან კი მოლაპარაკებებს აწარმოებს. ერთადერთი ყველაზე ძლიერი ჩეჩნური დაჯგუფება, რომელიც ემორჩილება ზემონახსენებ ისა მუნაევს, არის კოპენჰაგენში. იქ შექმნილია კავკასიური კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე ფორმალურად ისა მუნაევია, მაგრამ მისი მოადგილეა ქართველი ქალი, გვარად გოგბერიძე.

– ის როგორღა მოხვდა ამ გაუგებრობაში?

– არ ვიცი. სტომატოლოგია და დიდი ხანია, კოპენჰაგენში ცხოვრობს. ისა მუნაევის მეორე მოადგილე კი აზერბაიჯანელია.

– სახელად ჩვენი და სახრავად რუსეთის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რა ფორმით უნდა ჩაჯდეს ამ კავკასიურ კონფიგურაციაში?

– აფხაზეთი ვერ ჩაჯდება, თუმცა „სამხრეთ ოსეთი“ პერსპექტიულია, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთი არ არის პერსპექტიული, რადგან ოსების მიმართ კავკასიაში სერიოზული გაღიზიანებაა. მიიჩნევა, რომ ისინი არიან რუსების მთავარი დასაყრდენი. რომ გითხრათ, მთელი კავკასია მოცულია რუსეთისგან დამოუკიდებლობის იდეით-მეთქი, არასწორი იქნება, ეს დრო წავიდა, დღეს, უბრალოდ, ასეთი ფორმულა მუშაობს: „რაც შეიძლება, მეტი წავართვათ რუსეთს“! გეტყვით საინტერესო ეპიზოდს: კავკასიელები რუსეთს სწოვენ ფულს და დანარჩენ რუსეთში ქმნიან უმძიმეს კრიმინალურ ფონს, რაც იწვევს უბრალო ადამიანების გაღიზიანებას. ივნისში ჩატარდა გამოკითხვა და რუსეთის სიღრმეში მცხოვრები მოსახლეობის 65 პროცენტი იმ აზრისკენ იხრება, რომ რუსეთს კავკასია არ სჭირდება და თავიდან უნდა მოიშოროს – მთელ კავკასიაზეა ლაპარაკი. ისინი ფიქრობენ, რომ კავკასიას რუსეთისგან მიაქვს ყველაფერი, სამაგიეროდ კი მოაქვს ომი და კრიმინალური დაძაბულობა. რუსეთში შექმნილი ახალი ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია ამ ტალღის მომხრეებს აგროვებს მთელი რუსეთის მასშტაბით. რასაკვირველია, კრემლი კავკასიას არავის დაუთმობს, ყოველ შემთხვევაში, შეეცდება, არ დაუთმოს, მაგრამ იქ მიმდინარე პროცესები არ მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ. ხალხს, განსაკუთრებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, მობეზრდა ეს გაუთავებელი სროლები და ამიტომაც დიდი მიგრაციაა, მაგრამ, მეორე მხრივ, მათ, ასევე, მობეზრდათ ის რეჟიმი, რომელიც შექმნილია ინგუშეთსა და ჩეჩნეთში: ადამიანების გატაცება, გაქრობა, წამება, ტყეში გასულთა ნათესავების სახლების გადაწვა... მოკლედ, პრობლემების ასეთი „თაიგულია“ ჩრდილო კავკასიაში.

– რა ამის პასუხია და, ჩვენი ედურად-ჯაყო დამსახურებულ პენსიაზე გაუშვეს?

– დავიწყოთ იქიდან, მოსკოვში კარგად იციან, რომ ის არის ქურდი, ყაჩაღი და თავისმომჭრელი, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლელი პოლიტიკოსებისთვის, თვითონ რუსი საზოგადოებისთვის კოკოითი ყოველთვის მიუღებელი იქნება, რადგან მან ეთნოწმენდას ჩაუყარა საფუძველი და ამით ტრაბახობდა. ახალგორს რომ ეფოფინება და ქართველებს რეზერვაცია მოუწყო, ეს საქმეს არ შველის, ამიტომ, კოკოითი, ადრე თუ გვიან, უნდა წასულიყო. არ არის გამორიცხული, ეს სამი თვე მისცეს იმისთვის, რომ სამი თვის შემდეგ ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო უარი თქვას პოსტზე, იმიტომ, რომ ისე ვერ გადააყენებდნენ.

– როგორ გადააყენებდნენ, ადამიანმა ისტორიული მისია შეასრულა ჩვენი ბედოვლათობის დახმარებით?!

– ამ კაცმა თავისი მისია შეასრულა და უხმაუროდ გაუშვებენ საპატიო პენსიაზე. დღესვე რომ გაეგდოთ, არ გამოდიოდა. არის მეორე ვარიანტიც, ოღონდ, თეორიული: ჯუსოითმა თავისი მაინც გაიტანა, მისი მონაწილეობით მაინც აშენდა გაზსადენი, საიდანაც ჩრდილო კავკასიაში სამხრეთ კავკასიიდან შემოდის გაზი. გაზსადენი 26-ში უნდა გასხნილიყო და ამორალური იქნებოდა, კოკოითს გაეხსნა ის, რადგან მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაზსადენს ჯუსოითის სახელი არ დარქმეოდა. უამრავჯერ გააჩერა მშენებლობა. გარდა ამისა, მეორე საკითხიცაა: მართალია, გაზი ცხინვალამდეა მოყვანილი, მაგრამ სახლებში ხომ უნდა შევიდეს?! არადა, ის ფული კოკოითს უკვე შეჭმული აქვს და, ამასთან, ძალიან უხერხული იქნებოდა, თავისი მტრის მიერ გაკეთებული საქმე დაეგვირგვინებინა. ასე რომ, მგონია, კოკოითი შეეწირება ჯუსოითთან ბრძოლას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯუსოითის უკან დგას ბარანკევიჩი, რომელიც სერიოზული ფიგურაა, მიღებული და პოპულარული კაცია „სამხრეთ ოსეთშიც“ და რუს სამხედროებშიც. უნდა ვიცოდეთ, რომ კოკოითს რუს სამხედროებთან მუდმივი დაპირისპირება აქვს. რუსები ცდილობენ, თავიანთი პოლიტიკა გაატარონ და, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ; კოკოითი კი ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს ისინი და მბრძანებლობა დაიწყო. ჩვენმა სადამკვირვებლო ჯგუფმა თავისი თვალით ნახა, 8 მაისს ახალგორში ვერტმფრენით ჩაფრენილ კოკოითს რა დღეში ჰყავდა შედარებით დაბალი ჩინის რუსი ოფიცრები.

– ყოჩაღ, ჯაყო!

– მაგრამ ჯაყო კინაღამ შეეწირა ამ ამბავს იმ დღეს, იმიტომ, რომ იმ დაბალი ჩინის რუსმა სამხედროებმა, ეს, რასაკვირველია, თავიანთ ხელმძღვანელობას შეატყობინეს. კოკოითმა, უბრალოდ, ქართველი მოსახლეობის წინაშე დაიწყო თავისი ძალაუფლების დემონსტრირება.

– ერთი რამ მენიშნა: პუტინმა თქვა, „იუჟნაია ოსეტია“ გაზის ტრანზიტის გზა გახდებაო. არადა, ცხინვალის რეგიონი ჩვენსა და რუსეთის გარდა არავის ესაზღვრება. ჩრდილოეთის ნაკადის ერთი განშტოება ხომ არ მოიმარაგა პუტინმა?

– არ არის გამორიცხული, ეს იყოს რუსული პოლიტიკის ნაწილი: „სამხრეთ ოსეთი“ ყოველდღე გამოდის თავისი ადმინისტრაციული საზღვრებიდან. ყველაფერი კეთდება, რომ დუშეთისა და ყაზბეგის, საჩხერისა და ონის რაიონების მოსახლეობა შეავიწროვონ. ეს სხვადასხვა ფორმით ხდება: თუ პერევში პირდაპირ ჩაგრავენ მოსახლეობას და აიძულებენ, აიყარონ, ონის რაიონის მოსახლეობას, უბრალოდ, საქონელს ჰპარავენ, მთაში კი რა უნდა გააკეთო საქონლის გარეშე?! იგივე ხდება ყაზბეგის რაიონშიც, თრუსოს ხეობა მოითხოვა კოკოითმა. ადრე ბორჯომი და ბაკურიანიც უნდოდათ.

– მეც მიკვირს, რატომ გადაიფიქრა ბაკურიანისა და ბორჯომის „დედაალანიისთვის“ „დაბრუნება“?

– თუ საქართველოს დაქუცმაცების პროცესი გაგრძელდა, რატომაც არა?! ეს გაზსადენი შეუერთდება იმ გაზსადენს, რომელსაც რუსეთი ჩათვლის საჭიროდ.

– თუკი რუსეთი შეძლებს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე დარჩენილი საქართველო დაიყოლიოს მორჩილებაზე, რაც დარჩა, იმის შენარჩუნების ხარჯზე, რუსეთს შეეძლება ამ გაზსადენის გამოყენება.

– ყველაფერი შეიძლება გამოიყენოს.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3