კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-4(474)

ლუდამ „ჯიპი“ გზატკეცილზე გააქანა და ჰამოს მიუბრუნდა:

– ეს ჩათლახები მოვიშორეთ, ახლა კი საკუთარ თავებსაც მივხედოთ. დრო რამდენი გვაქვს?

– ხვალ საღამოს 6 საათზე უნდა გავუაროთ მათეს.

– მაშინ, ვგულაობთ! მოდი, ჯერ გავსუფთავდეთ და ჩავიშმოტკოთ, შედმეგ კი რესტორანში წავიდეთ. იქ გამოჩნდება, მერე რა ვქნათ.

– ვერ გავიგე? – მხრები აიჩეჩა ჰამომ.

– რა ვერ გაიგე? ახლა ჩვენ აბანოში წავალთ და კარგად ვიბანავებთ, მერე „პიერ კარდენის“ მაღაზიაში შევივლით.

– აბანოში? – გაეცინა ჰამოს, მაშინ დავრჩენილვართ იქ ხვალ საღამომდე.

– არა, ჰამო, – თავი გააქნია ლუდამ, – რაღა აბანოში ვიჟიმავო, როცა ქათქათა ლოგინი გველოდება? აბანოში ერთი-ორჯერ შეიძლება, დანარჩენი კი – სახლში.

ჰამოს გაეცინა და ლუდას არაფერი უპასუხა. გოგონამ „ჯიპი“ ფეშენებელური შენობის წინ გააჩერა და ჰამოსთან ერთად პირველი სართულის ჰოლში შევიდა, სადაც ძვირად ღირებული საუნის ნომრები იყო მოთავსებული. წყვილმა აბანოში სულ რაღაც ორიოდე საათი დაჰყო, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი „პიერ კარდენის“ მაღაზიაში წავიდნენ და მოდური სამოსი შეიძინეს. გარეთ რომ გამოვიდნენ, ლუდამ საათს დახედა:

– ცხრის ნახევარია, მაგიდა ცხრისთვის მაქვს შეკვეთილი. წავედით!

– რომელ რესტორანში?

– ახალი რესტორანია, ძველ არბატზე. სხვათა შორის, ქართულია და იმიტომ ავირჩიე, – თქვა ლუდამ და „ჯიპი“ გააქროლა.

მედვედევა „მერსედესის ჯიპს“ მოსკოვის გადატვირთულ ქუჩებში ოსტატურად მართავდა და ქართულ რესტორანს რომ მიადგა, ცხრას ხუთი წუთი აკლდა. წყვილი მდიდრულად მოწყობილ დარბაზში შევიდა და წითელ ჩოხაში გამოწყობილმა შვეიცარმა ისინი დარბაზში შეიპატიჟა. თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული იყო და ჰამომ იქ მრავალ ცნობილ სახეს მოჰკრა თვალი. მაგიდებზე, რომლებთანაც კულტურის, ხელოვნების, სპორტისა და პოლიტიკის ვარსკვლავები ისხდნენ, მრავალფეროვანი ქართული კერძები და „რქაწითელი“ ელაგა.

ჰამოს გაეცინა და, მაგიდას რომ მიუსხდნენ, ლუდას უთხრა:

– როგორც ვხედავ, ქართული ღვინის ემბარგო აქ არ მოქმედებს.

– რის ემბარგო, ჰამო? აქ მხოლოდ საუკეთესო ქართული ღვინოები აქვთ და მას პირდაპირ საქართველოდან იღებენ. ამაში სულ მალე თვითონ დარწმუნდები.

მაგიდასთან თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ჭაღარა მამაკაცი მივიდა, რომელსაც კინტოს ფორმაში ჩაცმული ორი მიმტანიც თან მიჰყვა. ჩოხოსანი ქართული აქცენტით, თავაზიანად მიესალმა წყვილს და ჰკითხა:

– რას დალევთ და მიირთმევთ?

ჰამომ ლუდას გახედა:

– რას შეუკვეთავ?

– შენს გემოვნებას ვენდობი.

ჰამო თეთრჩოხიანს მიუბრუნდა და ქართულად ჰკითხა:

– „ხვანჭკარა“ გაქვთ?

– ნაღდი, რაჭული, – ქართულადვე მიუგო ჰამოს თეთრჩოხიანმა, – ჩვენთან ყველა სასმელი ნატურალურია და სამშობლოდან ვიღებთ.

– ძალიან კარგი. ორი „ხვანჭკარა“ მოგვიტანეთ.

– ერთი წუთით, – უთხრა ჰამოს თეთრჩოხიანმა და კინტოები მოიხმო, ჰამოს გაუღიმა და კინტოებს უბრძანა, – ჩაიწერეთ და მოემსახურეთ! – შემდეგ ახალგაზრდებს მიუბრუნდა, – მე კი, თქვენი ნებართვით, დაგტოვებთ და, თუ დაგჭირდეთ, მიხმეთ.

თეთრჩოხიანი წავიდა, ჰამომ კი კინტოებს შეუკვეთა:

– ორი ბოთლი „ხვანჭკარა“, ორი მწვადი, ოცი ხინკალი. შამფურზე შემწვარი კალმახი და ერთი დიდი ხაჭაპური.

კინტოებმა შეკვეთა ჩაიწერეს და წავიდნენ. ლუდამ სიგარეტი გააბოლა და ჰამოს ჰკითხა:

– კარგია, ხომ, აქ?

– ისე, რა!

– რა, არ მოგწონს?

– მომწონს, მომწონს, ნუ ღელავ, – უთხრა ჰამომ სახეშეცვლილ გოგონას და გაუღიმა, – თავი საქართველოში მგონია.

კინტოებმა შეკვეთილი საჭმელი ნელ-ნელა მოიტანეს და ქალ-ვაჟი ვახშმობას შეუდგა. მათ ერთი ბოთლი „ხვანჭკარა“ თითქმის ბოლომდე ჰქონდათ გამოცლილი, რომ უეცრად რესტორანში ოთხი ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანი ახალგაზრდა შევარდა და დარბაზის მარცხენა კუთხეში მჯდარი, შავკოსტიუმიანი შუახნის მამაკაცის მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. შავკოსტიუმიანმა ჯერ მაგიდა გადააბრუნა და მას ამოეფარა, მისმა მცველებმა კი იარაღები ამოაცურეს და თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნეს. რესტორნის სტუმრები იატაკზე გაწვნენ. იგივე გააკეთეს ჰამომ და ლუდამ.

– მაინც რა ჯანდაბა გვჭირს, რომელ რესტორანშიც შევედით, ყველგან ასეთი ამბავი ატყდა! – თქვა ჰამომ.

ლუდამ გაუღიმა და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უცებ სახე დაეჯღანა:

– მგონი, დამჭრეს, ამ ნაბოზრებმა!

– რაო? დაგჭრეს? სად?

– ბაყვში, ჰამო, ბაყვში, მაგრამ, იმედი მაქვს, საშიში არაფერია...

რესტორანში ურთიერთსროლა გრძელდებოდა, შავკოსტიუმიანის ორი მცველი იყო მოკლული, თავდამსხმელთაგან კი – სამი, ერთი ნიღბიანი კი კვლავ განაგრძობდა სროლას და თან უკან-უკან ნელ-ნელა იხევდა, რომ დარბაზიდან გასულიყო.

ნიღბიანი ჰამოსა და ლუდას მაგიდის გვერდით იდგა და იქიდან განაგრძობდა სროლას. დიდი საშიშროება იყო, რომ საპასუხო ცეცხლს ლუდა და ჰამო სერიოზულად დაეშავებინა. ამიტომ მთაწმინდელი ნიღბიანს მიახტა და განაიარაღა, შემდეგ კისერში იდაყვი ჩაარტყა, გათიშული დააგდო და იღრიალა:

– სროლა შეწყვიტეთ! აი, ამის ავტომატი, ჩემი მეგობარი დაჭრილია!

შავკოსტიუმიანის მცველებმა სროლა შეწყვიტეს, გათიშულ ნიღბიანს მისცვივდნენ, ჰაერში ასწიეს და სასწრაფოდ გაიყვანეს რესტორნიდან, ჰამომ კი ლუდა წამოაყენა, სკამზე დასვა და მარცხენა, დასისხლიანებული დუნდულის თვალიერებას შეუდგა, რომელშიც ბრმა ტყვიას გამჭოლად გაევლო.

მთაწმინდელსა და ლუდას კინტოების ჯგუფი შემოეხვია. მათ ბინტი და სპირტი მიუტანეს. ჰამომ ჭრილობა სპირტით გაწმინდა და გადახვევა დაუწყო, მაგრამ მთაწმინდელი თეთრჩოხიანმა ჭაღარამ შეაჩერა და უთხრა:

– ჯერ ნუ შეუხვევთ. კარგად დაუმუშავეთ სპირტით, თორემ, ცეცხლნასროლი ჭრილობაა და, სპილენძი თუ კარგად არ ჩამოირეცხა, შეიძლება, სერიოზული გართულებები მოჰყვეს. თუმცა, იარა საკმაოდ მსუბუქია.

ჰამომ ბინტი შემოხსნა ლუდას და სპირტი მოიმარჯვა, მაგრამ თეთრჩოხიანი მის გვერდით ჩაიცუცქა, მთაწმინდელს თავაზიანად გამოართვა სპირტიც, და ბინტიც, ჭრილობის დამუშავებას ოსტატურად შეუდგა და გაოცებულ ჰამოს უთხრა:

– არ გაგიკვირდეთ, ახალგაზრდავ, მე ექიმი ვარ, ქირურგი, პროფესორი, მაგრამ, იძულებული ვარ, რომ ამ რესტორნის ადმინისტრატორად ვიმუშაო, რადგან აქ ოცჯერ მეტს მიხდიან, ვიდრე თბილისში ერთ-ერთი კლინიკის მთავარ ექიმობაში.

– გმადლობთ, პროფესორო, – უთხრა ჰამომ თეთრჩოხიანს, როდესაც მან ჭრილობა შეუხვია ლუდას და წამოდგა.

– არაფრის, ჩემო კარგო. გაიხარეთ, – გაუღიმა თეთრჩოხიანმა.

მთაწმინდელს თეთრჩოხიანისთვის პატივისცემა უნდოდა, მაგრამ მისთვის ფულის მიცემა ეუხერხულა, ამიტომ, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ორი ჭიქა „ხვანჭკარით“ შეავსო, ასწია და თეთრჩოხიანს უთხრა:

– თქვენ გაგიმარჯოთ! დღეგრძელობასა და სიუხვეს გისურვებთ. ღმერთმა ინებოს, რომ თქვენ ნამდვილ საქმეს დაბრუნებოდეთ!

თეთრჩოხიანმა ჰამოსთან ერთად შესვა ღვინო, შემდეგ მოუბოდიშა და წავიდა. ჰამო კი ლუდას მიუბრუნდა და უთხრა:

– გტკივა?

– ისე, რა. წავედით!

– წავედით, – თქვა ჰამომ, მაგრამ უცებ მას ვიღაცამ მხარზე დაადო ხელი...

ჰამო შებრუნდა და მის წინ მდგარი შავკოსტიუმიანი დაინახა, რომელიც თავდამსხმელებს გადაურჩა. ულვაშიანს სახეზე ეტყობოდა, რომ მრისხანე ადამიანი იყო, მაგრამ ის და ლუდა კეთილგანწყობილად აათვალიერ-ჩაათვალიერა და მთაწმინდელს ხელი გაუწოდა, თან ქართული აქცენტით, რუსულად უთხრა:

– თქვენი ქალბატონი ჩემ გამო დაზარალდა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით და მზად ვარ, კომპენსაცია გავწიო. თანაც, თქვენ რომ არ გევაჟკაცათ და თავდამსხმელი არ გაგენეიტრალებინათ, შესაძლოა, უდანაშაულო ხალხი დაღუპულიყო. მე მალხაზი მქვია და მოხარული ვარ თქვენი გაცნობის.

მთაწმინდელმა ხელი ჩამოართვა ულვაშიანს, გაუღიმა და ქართულად უთხრა:

– მე ჰამო მქვია.

მალხაზს სახე გაუნათდა და მაგრად ჩამოართვა ხელი:

– სასიამოვნო მოულოდნელობაა, თანამემამულეები ვყოფილვართ, გმადლობთ, ჩემო ჰამო. დიდი მადლობელი ვარ და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რომ ჩემ გამო თქვენი ქალბატონი დაზარალდა. ისიც ქართველია?

– რუსია, – უპასუხა ჰამომ.

– უკაცრავად, – უთხრა მალხაზმა ჰამოს და ლუდასთან მივიდა, – მაპატიეთ, რომ ჩემ გამო ჩავარდით ასეთ დღეში. ნება მიბოძეთ, ყოველმხრივ დაგეხმაროთ.

– არაა საჭირო. თქვენ რა შუაში ხართ. არაფერია. პატარა განაკაწრია და სიარულშიც კი არ მიშლის ხელს, – უთხრა ლუდამ მალხაზს და წამოდგა.

მალხაზი ხელზე ეამბორა ლუდას და უთხრა:

– მაშინ, გთხოვთ, სტუმრად მეწვიოთ, უკეთ რომ გავიცნოთ ერთმანეთი.

ლუდამ გაურკვევლად აიჩეჩა მხრები და ჰამოს შეხედა. მთაწმინდელს შეხედა მალხაზმაც და ქართულად უთხრა:

– ვფიქრობ, არ გამაწბილებთ, ჩემო მეგობარო, და სტუმრობაზე უარს არ მეტყვით.

– მე თანახმა ვარ, თუ, რა თქმა უნდა, ლუდას ფეხი არ აწუხებს და ამდენი რამის მერე კიდევ აქვს სტუმრობის ხალისი, – გაიღიმა ჰამომ.

– კეთილი, წავედით, – დაეთანხმა ლუდა და მალხაზს გაუღიმა.

მალხაზმა თავისი პირადი მცველი მოიხმო და რაღაც უჩურჩულა, შემდეგ წყვილს გაუღიმა და უთხრა:

– წამობრძანდით, „ლიმუზინი“ გელოდებათ...

***

მალხაზი ძველი თბილისელი, კანონიერი ქურდი, მეტსახელად „პითონი“ აღმოჩნდა, რომელიც უკვე 30 წელი იყო, რაც მოსკოვში მოღვაწეობდა და ქალაქის ცენტრში მდებარე ფეშენებელურ კერძო სახლში ცხოვრობდა. მის დაჯავშნულ „ლიმუზინს“ დაცვის ოთხი მანქანა დაჰყვებოდა. მოსკოვის ქუჩებში მოგრიალე კორტეჟს ყველა მილიციელი ცნობდა და მას მხედრული სალმით აცილებდა.

პითონი და მისი სტუმრები რომ ფეშენებელურ ბინაში მივიდნენ, შუაღამე შესრულდა. მალხაზმა ქალ-ვაჟს მოუბოდიშა და ათიოდე წუთით მარტო დატოვა სასტუმრო ოთახში. რომ დაბრუნდა, კვლავ ბოდიში მოიხადა და თქვა:

– ისე ნადირობენ ჩემზე, თითქოს ბინ ლადენი ვიყო. მე კი ერთი ქართველი კაცი ვარ, ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს და არავის ვაწუხებ, მაგრამ, აგერ უკვე მეხუთეჯერ მესვრიან.

პითონი საკმაოდ ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა და ქალ-ვაჟს უამრავი სახალისო ისტორია უამბო. ერთი ბოთლი „ოჯალეში“ რომ გამოცალა, სტუმრებს უფრო გაუშინაურდა და საკუთარ თავზეც მოუთხრო რამდენიმე ისტორია. სწორედ ამის მერე შეიტყვეს ჰამომ და ლუდამ, რომ მათი მასპინძელი თბილისელი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „პითონი“ იყო.

მალხაზი პირადად ემსახურებოდა სტუმრებს. ღვინოსაც ის უსხამდა და თამადაც თვითონ იყო. მან „ოჯალეშით“ შეავსო ჭიქები, სასმისი ასწია და თქვა:

– ამ ჭიქით ჩემს თბილისს გაუმარჯოს. თხუთმეტი წელია, რაც იქ არ ვყოფილვარ. ადრე ვერ ვახერხებდი, რადგან ციხეში ვიჯექი. ახლა კი, თქვენი კანონებით, ქურდებს იჭერენ და, როგორც კი საქართველოში შევდგამ ფეხს, მაშინვე ამაგდებენ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჩემს თბილისთან ჩახუტებას მაინც მოვახერხებ.

– ცოლი და ორი შვილი, ქალ-ვაჟი, ისე საიმედოდ მყავს უცხოეთში გადამალული, მათ ეშმაკიც ვერ მიაგნებს, – უთხრა მთაწმინდელს პითონმა და დაამატა, – ჩვენში დარჩეს და, ასეთ ცხოვრებას რა ვუთხარი, რომ სულ შეიარაღებული ხალხის თანხლებით გიწევს კაცს სიარული და თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ გაქვს. ხუმრობა ხომ არაა, ამ ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უკვე მეხუთედ დამესხნენ თავს.

– და ხუთივეჯერ – უშედეგოდ, – უთხრა პითონს ლუდამ, – მაინც, რას გერჩიან, ბატონო მალხაზ? თუ საიდუმლო არ არის, რა თქმა უნდა.

– ამ ძუკნის ნებას არ დავყევი და იმას მერჩიან, – თქვა პითონმა.

– ვინ „ძუკნის“?

– მანგუსტის. იცით, ვინაა მანგუსტი?

– ვიცით, თავი დააქნია ჰამომ, – მთელი ქვეყანა „მანგუსტს“ ეძახის, მისი ნათლია არ შემცდარა. ზუსტად შეურჩია სახელი.

პითონს გაეცინა, სასმისები ღვინით შეავსო და თქვა:

– ამ ჭიქით იმ კაცს გაუმარჯოს, უფრო სწორად, იმ კაცის ხსოვნა იყოს, ვინც იმ ძუკნას ეს სახელი შეარქვა – მათეს გაუმარჯოს! – პითონმა ჭიქა ბოლომდე გამოცალა და მაგიდაზე დადგა. იგივე გაიმეორა ჰამომაც და მასპინძელს ჰკითხა:

– მათე ვინ იყო?

– ჩვენი ძმა, ზვიად მათეშვილი. მათე არ გაგიგიათ? რუსეთის მაყურებელი იყო და დაიღუპა, – თქვა პითონმა და წყვილს დაწვრილებით უამბო მათეს დაღუპვის ისტორია ამერიკაში. ბოლოს კი დაამატა: – მანგუსტს ყველაზე მეტად მაგის ეშინოდა. ყოველმხრივ ცდილობდა მის მოშორებას და ბოლოს მაინც მოახერხა. საშინელი ვინმეა ეგ მანგუსტი. ვინც ვერ გადაიბირა, ან დახოცა, ან ციხეებში მოაყუჩა. დანარჩენები კი გააბოზა, „გააპრასტიტუტკა“ და ახლა მას ემსახურებიან. ერთი წელიწადი ვატყუებდი და ეგონა, რომ მისიანი ვიყავი. ბოლოს გამშიფრა და ახლა ტერაქტებს მიწყობს.

– ესე იგი, თქვენ მანგუსტი გებრძვით? – ჰკითხა პითონს ჰამომ.

– ასი პროცენტით ვარ ამაში დარწმუნებული, – თავი დააქნია მალხაზმა.

– რა უნდა ქნათ?

– რას ვიზამ? – მხრები აიჩეჩა პითონმა, – ჯერჯერობით ცოცხალი ვარ.

– უცხოეთში რომ გაიქცეთ?

– ოფიციალურად ვერ ვახერხებ. მაშინ, უნდა გავიპარო და არალეგალურად ვიცხოვრო, რასაც ხალხი სჭირდება, კავშირები, მე კი ასეთი რამ იქ არ გამაჩნია.

– თქვენ ცოლ-შვილთან რომ წახვიდეთ? – ჰკითხა პითონს ლუდამ.

– არავითარ შემთხვევაში, – თავი გააქნია პითონმა, – ჩემებს ხიფათში ვერ ჩავაგდებ. ამიტომ, მირჩევნია, ისევ აქ ვიყო.

– მერედა, საშიში არაა? – თქვა ლუდამ.

– მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია, ჩემო გოგონა, – უთხრა პითონმა ლუდას, ხელზე ეამბორა და ადღეგრძელა, – შენი თამადობით ყველა ლამაზ ქალს გაუმარჯოს. იცი, რა ლამაზები არიან ქართველი ქალები?

კედლის ძველებურმა საათმა სამჯერ დარეკა. ჰამომ მასპინძელს გაუღიმა და უთხრა:

– კარგა ხანს შევყოვნდით თქვენთან. უკვე გვიანია და წავალთ.

პითონმა კოპები შეკრა, შემდეგ ჰამოს გაუღიმა და ქართულად უთხრა:

– არსად გაგიშვებთ. ამაღამ ჩემთან დარჩით. ისეთ საწოლში მოგათავსებთ, იქ წოლა მთელი სიამოვნებაა, მით უმეტეს, როცა ასეთი მშვენიერი ქალი გყავს გვერდით.

– ბატონო მალხაზ, ჯობია, წავიდეთ.

– არავითარ შემთხვევაში, – უკვე რუსულ ენაზე წარმოთქვა პითონმა და ლუდას გაუღიმა, – დღეს ჩემი სტუმრები ხართ, და ნუ მაწყენინებთ.

ქალ-ვაჟი პითონის ნებას დაჰყვა და ქეიფი განაგრძეს. კედლის საათმა უკვე ოთხჯერ დარეკა, როდესაც საშინელი აფეთქების ხმა გაისმა, სახლი შეზანზარდა და სასტუმრო ოთახში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

– ჩქარა, მოვხიეთ! – იღრიალა პითონმა და ოთახიდან გარეთ გავარდა, რომელსაც ჰამო და ლუდაც მიჰყვნენ. იქვე მეორე და მესამე აფეთქების ხმაც გაისმა და უკვე ეზოში მყოფმა მასპინძელმა და სტუმრებმა დაინახეს, თუ როგორ ჩამოიშალა პითონის ფეშენებელური ვილა... ჰაერში კი საბრძოლო ვერტმფრენი ეკიდა, რომელიც მოსკოვის ცენტრში, ქართველი კანონიერი ქურდის სახლს რეაქტიულ ჭურვებს უშენდა...

– აქეთ, აქეთ, ახალგაზრდებო! – იყვირა პითონმა, სარდაფის მაგვარ შენობაში შევარდა და სტუმრებთან ერთად კიბეებზე დაეშვა.

გარეთ კიდევ ორი ჭურვი აფეთქდა და ხმაური შეწყდა. პითონმა და მისმა სტუმრებმა კი მიწის ქვეშ გათხრილი ასმეტრიანი გვირაბი გაიარეს და მდინარე იაუზას მარცხენა ნაპირზე ამოვიდნენ. პითონმა მარცხნივ გაიხედა, სადაც მისი ალმოდებული ვილის ნარჩენები მოჩანდა, შემდეგ ქალ-ვაჟს მიუბრუნდა და ირონიით თქვა:

– ასეთია ქურდი კაცის ბედი...

– სამწუხაროა, – თქვა ლუდამ.

– კიდევ კარგი, რომ ცოცხლები გადავრჩით, – თქვა პითონმა, – დღეს უკვე მეორედ ზარალდებით ჩემ გამო. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და წარმატებას გისურვებთ. აქედან კი ფეხით გავლა მოგიწევთ და მაპატიეთ, რომ ვერ გაცილებთ.

– თქვენ რას იზამთ? – ჰკითხა ლუდამ.

– ჯერჯერობით, კარგად უნდა დავიმალო. მერე კი, დრო გვიჩვენებს. თუმცა, დიდი ხნით მაინც ვერ დავემალები მანგუსტს, მით უმეტეს, მოსკოვში. ახლა ხომ დარწმუნდით, რომ ყველაფერი მანგუსტის მოწყობილია. მეტი ვინ გაბედავდა მოსკოვის ცენტრში საბრძოლო ვერტმფრენების გამოყენებას.

– მართალია, – თქვა ჰამომ და პითონს ჰკითხა, – დასამალი გაქვთ?

– ვიპოვი რამეს, – მიუგო პითონმა, – თქვენ კი წადით. ჩემთან ყოფნა უკიდურესად საშიშია.

– ბატონო მალხაზ, ჩვენ რომ შემოგთავაზოთ თავშესაფარი? – ჰკითხა პითონს ლუდამ.

– თქვენ?

– დიახ, ჩვენ, – გაიმეორა ლუდამ და ჰამოს ჰკითხა, – რას იტყვი?

– ეს აუცილებელიცაა, – თქვა ჰამომ, – ჩვენ დაგმალავთ.

– რა თქმა უნდა, ჩვენ დაგმალავთ, – გაიღიმა ლუდამ – თანაც, ისეთ ადგილზე, რომ ეშმაკიც ვერ მოგაგნებთ. აბა, ვინ გაბედავს მინისტრის მოადგილის სახლში თქვენს ძებნას?

– ვინ მინისტრის მოადგილის? – ჰკითხა გოგონას კოპებშეკრულმა პითონმა.

– მამაჩემი მინისტრის მოადგილეა და დროებით ჩემს ბინაში დაგმალათ. ის ცარიელია, არავინ ცხოვრობს. მერე კი სხვა ადგილს მოგიძებნით, – უთხრა ლუდამ პითონს, – წავალ და „ჯიპს“ მოვიყვან, თქვენ კი აქ დამელოდეთ.

– რა „ჯიპს“? – იკითხა „პითონმა“.

– ბატონო მალხაზ, – გაიღიმა ლუდამ, – ჩვენი „ჯიპი“ ქართულ რესტორანთან დგას და, იმედია, მას არავინ წაიყვანდა. მოითმინეთ და, მაქსიმუმ, ნახევარ საათში მოვალ.

ლუდამ კაბა გაისწორა, კაცებს გამოემშვიდობა და წავიდა...

ლუდა 40 წუთში დაბრუნდა, „ჯიპში“ ჰამო და მალხაზი ჩაისვა და მანქანა ადგილიდან დაძრა. თენდებოდა, თუმცა მხოლოდ დილის 5 საათი იყო. როდესაც მათ პითონის ალმოდებულ კარმიდამოს ჩაუარეს, დაინახეს, რომ იქაურობა მეხანძრეებით, მილიციელებით, სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებითა და უბრალო ცნობისმოყვარეებით იყო სავსე. პითონის კარ-მიდამო მიწასთან იყო გასწორებული და ყველაფერი ისე იყო ერთმანეთზე დადუღებული, რომ ქვებსაც კი ცეცხლი ეკიდა. ტერაქტს მალხაზის რვა მცველი შეეწირა.

– უკვე მეექვსედ გადავრჩი, – უთხრა პითონმა ქალ-ვაჟს, როდესაც „ჯიპმა“ ნელი სვლით ჩაუარა გადაბუგულ კარ-მიდამოს, – ხედავთ, რაზე წავიდა მანგუსტი, მაგისი დედაც! დრო მოვა და არც მას დაადგება კარგი დღე, ქურდების ტერორი ასე უბრალოდ არ ჩაივლის. სტალინი რომ სტალინი იყო, მანაც კი ვერ მოახერხა ჩვენი გაწყვეტა და ეს ნაბოზარი რაღა გახდა!

– ამ ნაბოზარმა, როგორც მე ვიცი, თქვენ მოსპობას მაგრად მოჰკიდა ხელი და შედეგიც სახეზეა, – უთხრა ჰამომ პითონს, – განსაკუთრებით კი ქართველ ქურდებს ვერ იტანს.

– ეჰ, მათე, მათე, – ამოიხვნეშა პითონმა, – ის რომ ახლა ცოცხალი იყოს, ჩვენი საძმოს დარაზმვას მოახერხებდა, სასტავს შეკრავდა და მანგუსტი ამდენს ვერ გაბედავდა.

პითონის სიტყვებზე ჰამოს გუნებაში გაეცინა, რადგან მალხაზი იმაზე ოცნებობდა, რასაც მათე უკვე ახორციელებდა, თანაც, ჰამოსა და ლუდას დახმარებით. მთაწმინდელმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს პითონის სიტყვებმა უკიდურესად გააკვირვა და უთხრა:

– ხომ არ აჭარბებთ, ბატონო მალხაზ? სად მანგუსტი და სად ქურდი? თუნდაც ის რუსეთის მაყურებელი იყოს, არათანაბარი ძალებია. ვერ ნახეთ, თქვენს მოსაკლავად საბრძოლო ვერტმფრენი გამოიყენა მოსკოვის ცენტრში და მაგას როგორ მოერევით?

პითონს ჩაეცინა და ჰამოს უპასუხა:

– მანგუსტი ერთია, ჩვენ კი – ბევრნი. სანამ ის ჩვენ ყველას გაგვწყვეტს, თვითონ გააცხებს სულს. არანაკლების მოფიქრება და შესრულება შეიძლება. მთავარია, პატიოსანი ქურდები შემოვიკრიბოთ. ეს კი მხოლოდ მათეს შეეძლო და „მანგუსტმა“ სწორედ იმიტომ მოიშორა ის პირველი.

– ვითომ?

– თავს დავდებ, – თავი დააქნია პითონმა, – მაგრამ, მათე აღარ არის და ქურდებს წინამძღოლი არ გვყავს. ლიდერის გარეშე კი, რაც უნდა მაგარი იყო, ვერაფერს იზამ. მით უმეტეს, მანგუსტის წინააღმდეგ.

– დავიჯერო, ამდენ ქურდში მათეზე უკეთესი თუ არა, მისნაირი ლიდერი არ არის?

– გამოჩნდება ვინმე, მაგრამ ამას ქურდული სხოდკის შეკრება და მსჯელობა უნდა. მათე რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამის გაკეთებას შეძლებდა. მეტიც, ის ამის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო, ახლა კი ამას ვინ გაგაკეთებინებს! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთის ყველაზე ავტორიტეტული ოცი ქურდი მანგუსტს ტაგანკის ციხეში ჰყავს გამომწყვდეული და მათ გარეშე არანაირ სხოდკას არ აქვს აზრი, – უთხრა ჰამოს მალხაზმა, ღრმად ამოისუნთქა და დაასკვნა, – თუმცა, ასე გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეიძლება და ახალი დვიჟენიებია მოსაყვანი.

– რას გულისხმობთ? – საუბარში ლუდა ჩაერთო.

პითონი შეცბა და კოპები შეკრა. შემდეგ ლუდას ესროლა მზერა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს გამოერკვა. ქართველი კანონიერი ქურდი, მიუხედავად იმისა, რომ ქალ-ვაჟს ის დასამალავად მიჰყავდა, საკუთარ თავს ტუქსავდა, რომ ამ ორ უცნობ და გაურკვეველი საქმიანობის ახალგაზრდას ზედმეტად გულწრფელად ესაუბრა. პითონს სახეზე ეწერა, რასაც ფიქრობდა და ჰამოს არ გასჭირვებია მისი აზრების ამოკითხვა. ამიტომ, მთაწმინდელმა მას გაუღიმა და უთხრა:

– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო მალხაზ! რაც თქვენ თქვით, ეს ყველაფერი ჩვენ სამში მოკვდება. ჩათვალეთ, რომ არაფერი გითქვამთ, ჩვენ კი არაფერი გაგვიგონია. ასე არაა, ლუდა?

– ასეა, ჰამო, ასე, – დაადასტურა ლუდამ და პითონს უთხრა, – დარდი ნუ გექნებათ ბატონო მალხაზ, სულ ცხელი შანთებით რომ ამომიწვან სხეული, სიტყვის მთქმელი არ ვარ.

პითონს გაეცინა:

– ღმერთმა დაგიფაროს. ისე კი, ნუ გეწყინებათ და მითხარით, ვინ ხართ. კარგები რომ ხართ, ამაში ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ, უფრო დაწვრილებით მაინტერესებს.

მედვედევამ ღიმილით უპასუხა:

– ვისი შვილი ვარ, უკვე იცით. ჰამო თბილისელია, ჰყავს ცოლ-შვილი და პატარა ბიზნესითაა დაკავებული. მოსკოვში სამსახურებრივი მივლინებითაა ჩამოსული. ჩვენ კი ერთმანეთისთვის ზოგჯერ საყვარლები ვართ და, როდესაც ამისი საშუალება გვეძლევა, თავაშვებულად ვჟიმაობთ ხოლმე. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებდით რესტორნის მერე, მაგრამ ამაში თქვენ შეგვიშალეთ ხელი.

– გასაგებია, – თავი დააქნია პითონმა, – ბოდიშს გიხდით, რომ ასეთი ინტიმური დეტალები გათქმევინეთ.

„მერსედესმა“ მდინარე მოსკოვის მარცხენა სანაპირო უკან მოიტოვა, ძველი არბატისკენ აიღო გეზი და სამიოდე წუთში იმ ეზოში შესრიალდა, სადაც ადრე ჰამოს სკინჰედებთან მოუვიდა უსიამოვნება.

– მოვედით. წამობრძანდით, ბატონო მალხაზ. დაგაბინავებთ და მალევე უკან უნდა გამოვბრუნდე, – უთხრა ლუდამ პითონს და მასთან ერთად ფეშენებელურ სადარბაზოში გაუჩინარდა. ათიოდე წუთში დაბრუნდა და ჰამოს უთხრა:

– დავაბინავე. ახლა რა ვქნათ, სადმე ნომერში ხომ არ განვმარტოვდეთ და გემოზე ვიჟიმაოთ?

ჰამო ლუდას თმაზე მიეფერა:

– ძვირფასო, საყვარელო, ახლა ამის დრო არაა. ხომ ხედავ, როგორ შეიცვალა ვითარება. ცოტაც მოითმინე და ისეთ ღამეს გაჩუქებ, კლეოპატრაც რომ ვერ წარმოიდგენდა. ახლა კი ისევ მათესთან უნდა წამიყვანო.

– ბატონი ხარ, – ამოიხვნეშა ლუდამ და „ჯიპი“ ადგილიდან დაძრა.

ქალ-ვაჟი რომ მედვედკოვოში მივიდა, დილის 7 საათი სრულდებოდა. წყვილი მათეს ეზოში შევიდა და უზარმაზარმა ნაგაზებმა ისინი სახლამდე მიაცილეს. მათე მათ ჰოლში გამოეგება:

– ეტყობა, რაღაც მოხდა, რაშია საქმე?

ჰამომ რუსეთის მაყურებელს დაწვრილებით უამბო ყველაფერი და ღიმილით უთხრა:

– მკვდარი ჰგონიხარ და ფიქრობს, რომ მანგუსტმა მოგიშორა. მის ლაპარაკს რომ ვუსმენდი, მეგონა, შენ ბაზრობდი. ზუსტად იმავეს ამბობს, რასაც შენ.

– მდა... მანგუსტის დედაც... – შეიგინა კოპებშეკრულმა მათემ. შემდეგ გაეღიმა და თქვა: – ვაღიარებ, რომ ვცდებოდი, მეგონა, პითონი გაპრასტიტუტკდა და მანგუსტს შეეკრა, ის კი ჩვენიანი ყოფილა. არადა, იცი, რა მაგარი ვინმეა მახო?

– ეტყობა, – თავი დააქნია ლუდამ.

– ნამდვილად, – ღიმილით დაადასტურა ჰამომ.

– ეჰ, – გაეცინა მათეს, – თქვენ კიდევ არ იცით, ვინაა მახო. სხვათა შორის, პითონი მე შევარქვი და ერთი ამბის გამო.

– რა ამბის გამო? – ჰკითხა ლუდამ.

– როგორმე სხვა დროს მოგიყვებით.

– ახლა მოგვიყევი, ძალიან გვაინტერესებს, – სთხოვა ჰამომ მათეს და ლუდას გადახედა.

– კარგი, მოგიყვებით, – გაეღიმა მათეს, გააბოლა და დაიწყო: – მახო ვერაზეა გაზრდილი და ბავშვობიდანვე კარგად ვიცნობდი. ჯერ ბაღში დავდიოდით ერთად, მერე ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ქუჩური ცხოვრებაც ერთად დავიწყეთ. ერთად ვჩხუბობდით, ერთად ვიპარავდით და სიგარეტსაც ერთად ვეწეოდით. ცოტა რომ წამოვიზარდეთ ანაშის მოწევაც ერთად დავიწყეთ. 15 წლის ბიჭები ვიყავით, როდესაც თბილისიდან გუდაუთაში გავიპარეთ ანაშის ჩამოსატანად. ერთი ქიშო იყო, ჩვენზე „ვზროსლი“, მთაწმინდელი როჟა. ძველი პლანაქეში. სოხუმში სახლი ჰქონდა, თბილისში რომ ჩამოდიოდა, გუდაუთის ბომბა ანაშა ჩამოჰქონდა და გვაბოლებდა ხოლმე ბავშვებს.

– ქიშო მთაწმინდელი? – სიტყვა შეაწყვეტინა მათეს ჰამომ, – ეგ რომელი, ბაღთან რომ ცხოვრობს?

– ჰო, ბაღთან ცხოვრობდა, – გაეღიმა მათეს, რადგან დაბოლილი ქიშოს სახე გაახსენდა.

– ვიცნობ, ჩემი მეზობელია. ხმის ჩამწერი სტუდია აქვს და ქიშო ჰქვია, – წამოიძახა ჰამომ, – ახლაც სულ დაბოლილი დადის, მაგრამ უკვე დაბერდა.

– ჰოდა, – განაგრძო მათემ, – ერთხელაც, ეს ჩვენი ქიშო სოხუმში დარჩა მთელი ზაფხული და სექტემბერიც მიაყოლა. ერთი სიტყვით, შეპირებული ანაშა არ ჩანდა და მე და მახომ ქიშოსთან ჩასვლა და ანაშის თბილისში წამოღება გადავწყვიტეთ. მოვილაპარაკეთ და ერთ მშვენიერ დღეს სკოლის გზას გადავუხვიეთ, ვაგზალზე წავედით და ერევანი-მოსკოვის მატარებლით სოხუმისკენ წავედით. მატარებელი თბილისში დილით ჩამოდიოდა, სოხუმში კი გვიან საღამოს ჩადიოდა და მგზავრობა დღისით მოგვიწია. მთელი გზა მილიციას, რევიზორებსა და, „პრავადნიკებს“ ვემალებოდით, რომ არ დავეჭირეთ და თბილისში არ დავებრუნებინეთ. როგორც იქნა, სოხუმში ჩავედით და ღამის 12 საათზე ქიშოს სახლის ძებნა დავიწყეთ. მისამართი კი ვიცოდით, მაგრამ ქალაქს არ ვიცნობდით და ძებნაში დრო გადიოდა. თანაც, მილიციას ვერიდებოდით, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა. კაროჩე, ის ღამე პლაჟზე გავათენეთ, რადგან ქიშოს სახლი ვერ ვიპოვეთ და ძებნა დილიდან განვაგრძეთ. შუადღემდე ვიარეთ და, როგორც იქნა, ქიშოს ბაითსაც მივაგენით – ერთ მყუდრო ქუჩაზე რომ მივდიოდით, მახომ მარცხნივ გაიშვირა ხელი და მეუბნება:

– ამ გოთვერანს შეხედე!

გავიხედე და დავინახე. ტრუსების ამარა ქიშო აივანზე იდგა და იზმორებოდა. ეტყობოდა, რომ ახალი გაღვიძებული იყო. მე და მახო ვიდექით და ქიშოზე ვკაიფობდით. ბოლოს, როგორც იქნა, დაგვინახა, მაგრამ თვალებს არ დაუჯერა. როცა დარწმუნდა, რომ ჩვენ ვიყავით, დამტვრეული ქართულით დაგვიძახა:

– ბიჩებო, თქვენ ხართ?

ქიშო ქართველი კი იყო, მაგრამ სოხუმში სულ რუსულად ლაპარაკობდა და ქართული საუბარი, ძალიან სასაცილოდ გამოსდიოდა.

– ჰო, შეჩემა, ჩვენ ვართ, – გასძახა მახომ, – დავიბრიდეთ შენი ძებნით!

– ქიშო ქვევით ჩამოვიდა, გადაგვეხვია, სახლში შეგვიპატიჟა და შიშნარევი ხმით, შემპარავად გვკითხა:

– ხომ მშვიდობაა?

– მშვიდობაა, ქიშო-ჯან, – ვუთხარი მე. მახომ კი „შეუცურა“:

– ჰა, ქიშო-ჯან, გეტყობა, რომ ჩვენი მოსვლა არ გესიამოვნა!

– მოიცა, რა, – დარდიმანდულად ჩაიქნია ხელი ქიშომ, – მაგრად გამისწორდა. ცოტა ადრე მაინც ჩამოსულიყავით, რომ ერთად გვეგულავა. ზეგ უკვე თბილისში მივდივარ.

– ჩვენ აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ, – გადავედი საქმეზე, – გუდაუთის პლანისთვის ვართ ჩამოსული და უნდა აგვაღებინო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ის ღამე ქიშოს ბაითში გავათენეთ. მეორე დღეს კი ქიშოს გუდაუთაში უნდა წავეყვანეთ ანაშის საყიდლად. მაგრამ, დილა რომ გათენდა, ქიშოს კვნესამ გაგვაღვიძა. იმ გოთვერანს თავი პირსახოცით ჰქონდა შეხვეული და საშინლად კვნესოდა. რომ ვკითხეთ, რა გჭირსო, გვითხრა, მზის დარტყმა მივიღე, 40 გრადუსი სიცხე მაქვს და ვერ წამოვალო. ერთი სიტყვით, ქიშომ ერთი აფხაზი როჟის მისამართი მოგვცა და მე და მახო გუდაუთაში ელექტრიჩკით გავემგზავრეთ. ჩავედით, ის აფხაზი მოვძებნეთ და ვუთხარით, რომ ქიშოს ახლობლები ვიყავით. მან ანაშა გაგვასინჯა მერე 50 მანეთი გადავუხადეთ და გუდაუთიდან კარგა მოზრდილი პლასტელინი პლანი წამოვიღეთ, რომლის ერთი ნაფაზი ღრმა კაიფში გაგდებდა... მოკლედ, შმატოკი პარკში ჩავდეთ და ელექტრიჩკით სოხუმში დავბრუნდით. ჩამოვედით თუ არა სადგურზე, უცებ ორი „ძაღლი“ გაგვეჩითა. გვეუბნებიან:

– პლანი მოგვაწევინეთ, ბიჭებო, პლანი.

– რა პლანი? – უმანკო ბავშვებივით ავიჩეჩეთ მხრები მე და მახომ, თან გასაქცევად გავემზადეთ, მაგრამ სოხუმელი „ძაღლები“ ჩვენზე შებერტყილები აღმოჩნდნენ. მკლავებში ჩაგვავლეს ხელები და გვეუბნებიან:

– გუდაუთიდან ჩამოხვედით და პლანი არ გაქვთ?

– რა პლანი, ბიძია, – თავი მოისაწყლა მახომ, – ჩვენ აქ დასასვენებლად ვართ თბილისიდან ჩამოსულები.

– ჰო, აბა, ბებიათქვენისამ, – გაეცინათ მილიციელებს, – სულ ტურისტებს არ ჰგავხართ? რა დროს დასვენებაა, ბიჭო, ამ გაგანია სწავლის პერიოდში. აბა, პარკი გვიჩვენე!

პარკის ხსენებაზე მივხვდი, რომ გაქცევის მეტი არაფერი გვიშველიდა. ამიტომ, მილიციელს ხელიდან გავუსხლტი და მოვკურცხლე, თან მახოს ვუღრიალე: ჩქარა, მოხიე-მეთქი... მაგრამ, მახომ მოხევა ვერ მოახერხა, რადგან მილიციელს მაგრად ჰყავდა დათრეული. სამაგიეროდ, ანაშიანი პარკი პირში გააქანა და შმატოკს ხახაში არ გადაუძახა?

ეს რომ დავინახე, გავჩერდი, მილიციელები ადგილზე გაქვავდნენ და მომაჩერდნენ, მახო კი გაფითრდა, გამწვანდა, მიწაზე პითონივით გაწვა და ანაშის გადაყლაპვას ცდილობდა, რომელიც მას ყელში არ გადასდიოდა. ასეთი კადრი მე ტელევიზორში მქონდა ნანახი – უზარმაზარი პითონი გიენის გადაყლაპვას რომ ცდილობდა... იმ მომენტში მახო მართლაც რომ პითონს ჰგავდა. თუმცა, ამისთვის მაშინ ვის ეცალა, ეს მეტსახელი მოგვიანებით შევარქვი, იმის მერე, რაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მაშინ კი, დაბნეულ, პირდაღებულ მილიციელებს მივუბრუნდი და ვუღრიალე:

– რას დგახართ, გუდაუთური პლანი გადაყლაპა-მეთქი...

აი, მაშინ კი დატრიალდნენ „ძაღლები“ და მახო ჰაერში აიტაცეს. შემდეგ ფეხებით დაიჭირეს პირქვე და იმდენი ურტყეს ზურგში სილები, სანამ ყელში გაჩხერილი ანაშის შმატოკი უკან არ გადმოაგდებინეს... მახოს ხველება აუტყდა, მაგრამ ყველაზე ცუდი უკვე დამთავრებული იყო და მილიციელებმა გაგვიშვეს, თუმცა შმატოკი დაიტოვეს. მე და მახო ქიშოსთან დავბრუნდით, რომ გაგვეგო, როგორ იყო და მერე თბილისში ვაპირებდით გამომგზავრებას. შევედით სახლში და რას ვხედავთ, ეს შენი ვითომ ავადმყოფი ქიშო, ტრუსიკისამარა „როკენროლს“ არ ცეკვავს ვიღაც ორ ნაშასთან ერთად?! ბევრი რომ არ გავაგრძელო, კი იყო ქიშო ჩვენზე ვზროსლი და ფიზიკურად ძლიერი და ჩვენნაირს ათს ერთად სცემდა, მაგრამ, დავცხეთ, მას კი ხელი არ გაუნძრევია. კარგად რომ დავქოთეთ და უკან ვაპირებდით წამოსვლას, გაგვაჩერა, მოგვიბოდიშა და სამი დღით სოხუმში დაგვტოვა. მაგრად გვაგულავა, ქალებიც გაგვაჟიმინა და თბილისში იმაზე დიდი ანაშის შმატოკი გამოგვატანა, მილიციელებმა რომ წაგვართვეს. ეჰ, ქიშო, ქიშო... რამდენი ხანია, არ მინახავს. ნეტავი როგორი როჟაა ახლა... – დაასრულა მათემ თხრობა.

– სასაცილო ისტორიაა, – გაეცინა ლუდას. შემდეგ საათს დახედა და მათეს უთხრა:

– 9 საათი სრულდება. თქვენ, ალბათ, სალაპარაკო გექნებათ და წავალ. როდის მოგაკითხოთ?

– მოიცა, ლუდაჩკა, – გააჩერა მათემ გოგონა, თმაზე მიეფერა და უთხრა: – გუშინ კარგად არ გამომივიდა და ბოდიშს გიხდი. დარჩი, რაღაცას გეტყვით და შენ და ჰამო ერთად წახვალთ.

– რის ბოდიში, მათე, – შეიშმუშნა ლუდა.

მათემ ქალ-ვაჟი სამზარეულოში შეიყვანა და საუზმით გაუმასპინძლდა, ჭამას რომ მორჩნენ, უთხრა:

– წადით და პითონი მომიყვანეთ. ჯობია, მახო ჩემთან ერთად იყოს. როგორც თქვენი მონაყოლიდან დავრწმუნდი, ბოლომდე ჩვენიანია და საქმეში გამოგვადგება...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3