კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააყაჩაღეს ნიღბიანებმა გრიგოლიების ოჯახი და რა ტრაგედიით დასრულდა ეს საშინელი დანაშაული


ყაჩაღობა

კედლის საათმა ერთხელ ჩამოჰკრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ღამის პირველი საათი შესრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლში შუქი ენთო, გრიგოლიების დიდ ოჯახს უკვე ეძინა... ლოტკინის მთაზე, ლამაზად მოწყობილ სახლში, გრიგოლიების შვიდსულიანი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი კოოპერატორები იყვნენ, დღედაღამ მუხლჩაუხრელად შრომობდნენ და სოლიდური შემოსავალიც ჰქონდათ. ამიტომ, მათი ბევრს შურდა და არაერთხელ „ობეხეც“ კი მიუგზავნეს. თუმცა, საბუთები მათ სუფთა ჰქონდათ და უმცირესი დარღვევაც კი ვერ აღმოუჩინეს. გრიგოლიები ძეხვეულის კერძო წარმოებით იყვნენ დაკავებული და, მიუხედავად იმისა, რომ დიდი წინააღმდეგობების გადალახვა უხდებოდათ, ისინი პატიოსანი შრომით გამდიდრდნენ...

ოჯახის უფროსი, 64 წლის ნოდარ გრიგოლია, ტუალეტიდან გამოვიდა და უკვე წვებოდა, როდესაც ბინაში ოთხი ნიღაბაფარებული, პისტოლეტებით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მას ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. ხოლო, უარი რომ მიიღეს, ოჯახის დანარჩენი ექვსი წევრი ლოგინებიდან წამოყარეს, სასტუმრო ოთახში დაამწკრივეს და მოთხოვნა გაიმეორეს...

ცოლ-ქმრის, ნოდარ და დოდო გრიგოლიების გარდა, მუქარის ქვეშ აღმოჩნდნენ მათი ვაჟები თემურ, გივი და ანზორ გრიგოლიები, აგრეთვე, ანზორის ფეხმძიმე მეუღლე – ელენე, და მათი 6 წლის ვაჟი ნოდიკო... ყაჩაღების მეთაურმა პატარა ნოდიკოს კეფაზე დაადო პისტოლეტი და ოჯახის უფროსს უთხრა:

– ჩქარა, გამოაჩინე ფული და ოქრო, თორემ ამ შენს პატარა ნაბიჭვარს ტვინს გავუხვრეტ!

ნოდარ გრიგოლიამ ყაჩაღებს 9 ათასი მანეთი და ოჯახის კუთვნილი ძვირფასეულობა გამოუტანა, მაგრამ ყაჩაღები ამით არ დაკმაყოფილდნენ და გრიგოლიებს ძვირფასი ძეწკვები და ბეჭდებიც წაართვეს, რომლებიც მათ სხეულზე ეკეთათ. როდესაც ჯერი დოდო გრიგოლიაზე მიდგა და ქალს ოქროს ძეწკვი მოსთხოვეს, რომელიც მას კისერზე ეკიდა, ქალი შეევედრა:

– ეს მაინც დამიტოვე, შვილო. ჩემი ელგუჯას ნაჩუქარია. ელგუჯა კი შარშან დამეღუპა...

მაგრამ, ყაჩაღმა უხეშად ჩამოჰგლიჯა ქალს ძეწკვი, რის გამოც დოდოს გული გაუსკდა და ადგილზე გარდაიცვალა. ყაჩაღს გრიგოლიების რძალი, ელენე ჩააფრინდა მარცხენა მკლავში და ისე ძლიერ უკბინა, რომ ხორცები ამოაგლიჯა, რის გამოც ქალს მუცელში წიხლი მოხვდა. ყაჩაღები ნაძარცვ ნივთებთან ერთად გაიქცნენ... ყოველივე ამას მოჰყა ის, რომ ელენემ მკვდარი ბავშვი დაბადა, პატარა ნოდიკოს შიშისგან ეპილეფსია დაემართა და დამუნჯდა.

საშინელი შურისძიება

მიუხედავად იმისა, რომ მილიცია შემთხვევიდან ოცი წუთის მერე მივიდა გრიგოლიების სახლში, ყაჩაღებმა მიმალვა მაინც მოახერხეს.

ამ ტრაგედიიდან ზუსტად ორი კვირა იყო გასული, როდესაც ელენემ მეუღლეს უთხრა:

– ვიცი, ვინც დაგვაყაჩაღა.

– საიდან იცი?

– მკლავზე რომ ვუკბინე მაშინვე ვიცანი სუნით და დარწმუნებული ვარ, რომ არ მეშლება.

ანზორი გაფითრდა:

– ვინ იყო?

– გიზო ბზიკაძე. ჩემი მეზობელი. ასე მხოლოდ ბზიკაძეები ყარდნენ და მათთან იშვიათად შევდიოდი, მაგრამ, თუ შევიდოდი, ნახევარ წუთსაც ვერ ვჩერდებოდი. ეს სუნი ბავშვობიდან მახსოვს და არ ვცდები.

ელენე ნახალოვკელი იყო და გიზოს ანზორიც კარგად იცნობდა. ბზიკაძე მილიციაში მუშაობდა და სერჟანტი იყო. ის დოდო გრიგოლიას დაკრძალვაზეც იყო და ოჯახს მიუსამძიმრა... ანზორს ცოლის სიტყვები არ სჯეროდა. თუმცა, გადაამოწმა, გიზოს სადარბაზოში ინკოგნიტოდ დახვდა და ქლორეთილით დააძინა. შემდეგ მარცხენა მკლავი უნახა და გაოგნდა – გიზო ბზიკაძეს ელენეს კბილების ღრმა კვალი აჩნდა და ანზორი დარწმუნდა, რომ მისი ოჯახის ტრაგედიის ერთ-ერთი მონაწილე მის წინაშე იყო. ამიტომ ანზორმა გიზო მტკვრის პირას წაიყვანა მანქანით, აწამა და გამოტეხა, რომ ყაჩაღობაში მონაწილეობდნენ: სერჟანტი ვასო სირაძე, სერჟანტი გეორქ გალუსტოვი და კაპიტანი შაქრო გულაშვილი. ოთხივე მილიციელი იყო, ერთად მუშაობდნენ და გრიგოლიების დაყაჩაღება მათი პირველი საქმე იყო. ანზორმა გიზო ბზიკაძეს ჯერ პისტოლეტის ტარი ჩაარტყა ტუჩებში და კბილები ჩაულეწა. შემდეგ ხანჯალი ჩაარჭო მუცელში და ბოლოს, ჯერ კიდევ ცოცხალს, ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა... იმავე დღეს ანზორმა სირაძე და გალუსტოვი დახოცა მათსავე სახლებში, ხოლო გულაშვილის მოსაკლავად რომ გაემართა, ის მილიციამ დააპატიმრა... ანზორ გრიგოლიამ გამომძიებლებს გულაშვილის დაკითხვა და დაპატიმრება მოსთხოვა, მაგრამ მათ ეს ფაქტი სასაცილოდაც არ ეყოთ. ანზორი კი გაასამართლეს, დახვრეტა მიუსაჯეს და სასჯელის აღსასრულებლად რატომღაც მოსკოვში გაგზავნეს სპეცეტაპით...

სასწაულებრივი გადარჩენა

1981 წლის 16 იანვარს გრიგოლიებს ანზორის დახვრეტის ოფიციალური შეტყობინება მიუვიდათ, რასაც კიდევ ერთი ტრაგედია მოჰყვა – 65 წლის ნოდარ გრიგოლიას გული გაუსკდა და გარდაიცვალა. თემურმა და გივიმ სახლი გაყიდეს და ელენესთან და დამუნჯებულ ნოდიკოსთან ერთად რუსეთში გადაიხვეწნენ.

ყველაფრის მიუხედავად, თბილისში რჩებოდა შაქრო გულაშვილი, რომელიც კვლავ მილიციაში მუშაობდა და მაიორის ჩინიც მიიღო. 40 წლის გულაშვილი კვლავ უცოლშვილო იყო და გარყვნილებაში ატარებდა დროს. მას სინდისი საერთოდ არ ჰქენჯნიდა და შიშიც გაუქრა, როდესაც გრიგოლიების გადასახლებისა და ანზორის დახვრეტის ამბავი შეიტყო. თუმცა, გრიგოლიების ტრაგედიის მთავარი „შემოქმედი“ სწორედ შაქრო იყო.

ანზორ გრიგოლია, რომელიც ოფიციალურად დახვრეტილად ითვლებოდა, სინამდვილეში ცოცხალი იყო. ის ეგრეთ წოდებულ „ურანის პროგრამაში“ მოხვდა და ციმბირში, ქალაქ ირკუტსკიდან 180 კილომეტრით დაშორებულ დაბა ურანსკში იმყოფებოდა, რომელიც არც ერთ რუკაზე არ იყო აღნიშნული, რადგან იქ სტრატეგიულ ურანს მოიპოვებდნენ და ამ საქმისთვის სიკვდილმისჯილ პატიმრებს იყენებდნენ. ურანსკში მუდმივად 40 ადამიანი მუშაობდა და სამუშაოს მავნებლობიდან გამომდინარე, თითოეული მათგანის სიცოცხლის ხანგრძლივობა სამი-ოთხი თვე იყო. ანზორი რომ ურანსკში ჩაიყვანეს, ერთი კვირა სამუშაოდ არ გაუყვანიათ, რადგან მას ფეხი სტკიოდა, მაგრამ, როდესაც ფეხი მოურჩინეს და ურანის საბადოზე გაიყვანეს, მოულოდნელად იქ საშინელი აფეთქება მოხდა, რაც ქანებს შორის არსებული გაზების მიზეზი იყო. 40 სიკვდილმისჯილი და 30 შეიარაღებული ბადრაგი იქვე დაიღუპნენ და ისე დანახშირდნენ, რომ მათი ამოცნობა არ მოხერხდა... ანზორი კი აფეთქების ტალღამ დაახლოებით 80 მეტრით მოისროლა, და გონებამიხდილი, ციმბირის სწრაფ მდინარეში ჩააგდო. წყალმა გათიშული ანზორი თითქმის 3 კილომეტრით წაიღო ქვევით. ის მოხუცმა ტუნგუსმა მეთევზემ ბურსუ კაიზამ გადაარჩინა, ნაპირზე გამოიყვანა და სახლში წაიყვანა...

ღამის ჩირაღდანი

ბურსუ კაიზასთან ანზორმა ათი თვე გაატარა, სრულიად გამოჯანმრთელდა და, მოხუცის თხოვნის მიუხედავად, რომ მასთან დარჩენილიყო, კატეგორიული უარი განაცხადა. მაშინ, კაიზამ ანზორს ირმის ტყავისგან დაწნული ირმისავე ქონში ამოვლებული ავგაროზი დაჰკიდა კისერზე და უთხრა:

– ეს შენ სიკვდილისგან გიხსნის. მშვიდობით წადი და ბუნება გფარავდეს...

ანზორ გრიგოლია, რომელსაც წვერი ჰქონდა მოშვებული და გარეგნობა მნიშვნელოვნად შეცვლოდა (ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, 29 წლის კაცი, 50 წლისას ჰგავდა), თბილისში ჩამოვიდა და თავის ბავშვობის მეგობარს, კოტე ჯაშს ეწვია, რომელიც მარტო ცხოვრობდა სოლოლაკში. სწორედ კოტესგან შეიტყო ანზორმა, რომ მამამისი გარდაიცვალა, ხოლო მისი ძმები და ცოლ-შვილი კი რუსეთში გადაიხვეწნენ, თუმცა კოტემ მათი მისამართი არ იცოდა.

– ის ნაბოზარი გულაშვილი სადაა, ხომ არ იცი? – ჰკითხა კოტეს ანზორმა.

– თბილისშია, ისევ მილიციაში მუშაობს და უკვე მაიორია.

– ძალიან კარგი. მაგის სისხლს დავლევ, – კბილებში გამოსცრა ანზორმა და არყით სავსე ჭიქა სულმოუთქმელად გამოსცალა...

ორი დღის მერე, 1983 წლის 24 თებერვალს, ანზორ გრიგოლიამ დარეტიანებული და გაკოჭილი შაქრო გულაშვილი, საღამოს 9 საათზე, ფუნიკულიორის პლატოზე აიყვანა ვაგზლიდან მოპარული „პობედის“ საბარგულით. ანზორმა მანქანა ფუნიკოლიორის დაცარიელებულ ავტოსადგომზე დააყენა, გაკოჭილი მაიორი ამოათრია, მხარზე გაიდო და ტყეში შეათრია, შემდეგ კლდის პირას ამოსულ ფიჭვზე მიაბა, მერე უკან დაბრუნდა და ბენზინით სავსე ოცლიტრიანი მიიტანა ფიჭვთან... ანზორმა გაჩახჩახებულ ღამის თბილისს გადახედა, შემდეგ ფოსფორიან საათს დახედა და ხეზე მიბმულ, ჩვრებით პირგამოტენილ გულაშვილს უთხრა:

– 10 საათია. ორი საათიც და, საქართველოს გასაბჭოების წყეულ დღეს, გაჩახჩახებული შეხვდები...

ზუსტად ღამის 12 საათზე, როდესაც ქაშუეთის ეკლესიის ზარებმა ჩამოჰკრეს, ანზორმა ოცი ლიტრი ბენზინი გადაასხა შაქრო გულაშვილს. შემდეგ, ხუთიოდე ნაბიჯით უკან დაიხია და ცეცხლწაკიდებული ასანთის კოლოფი სტყორცნა... იქაურობა ჯოჯოხეთურმა ცეცხლმა გაანათა, არემარე კი შაქრო გულაშვილის საშინელმა ყმუილმა გააყრუა...

ანზორ გრიგოლია კი მშვიდად, ფეხით დაეშვა ქვევით, ჭონქაძის ქუჩით სოლოლაკში გადავიდა და კოტე ჯაშთან დაბრუნდა.

– რა ჰქენი? – ჰკითხა კოტემ ანზორს, რომელსაც მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე.

– ცოცხლად დავწვი. აივანზე რომ გახვიდე და მარჯვნივ გაიხედო, ყველაფერს საკუთარი თვალით დაინახავ...

კოტე აივანზე გავიდა, მთაწმინდის ტყისკენ მარჯვნივ გაიხედა და უზარმაზარი ჩირაღდანი დაინახა, რომელიც უკვე ხმას აღარ გამოსცემდა, რადგან შაქრო გულაშვილი მკვდარი იყო...

P. S. ანზორ გრიგოლიამ თავის ძმებს და ცოლ-შვილს ქალაქ სოჭში მიაგნო. ელენე ავადმყოფ ბავშვს უვლიდა, გივის და თემურს კი ძველი საქმისთვის მოეკიდათ ხელი და ძეხვეულის კოოპერატივი ჰქონდათ გახსნილი, ცოცხალი ანზორის დანახვამ ელენეს, გივისა და თემურს ლამის ენა ჩაუგდო, ნოდიკოს კი – პირიქით: ეპილეფსიით დაავადებულ დამუნჯებულ ბავშვზე მამის დანახვამ ისე იმოქმედა, რომ სამწლიანი დუმილის მერე ლაპარაკი დაიწყო...

ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, 1984 წლის იანვარში, გრიგოლიები სოჭიდან ავსტრალიაში გაიქცნენ ერთ-ერთი სატვირთო გემით. დღესაც იქ ცხოვრობენ და ძეხვეულის ბიზნესით არიან დაკავებული...

თუმცა, სანამ გრიგოლიები ავსტრალიაში დამკვიდრდებოდნენ და ბიზნესს ააწყობდნენ, ათასი უბედურება გადაიტანეს. საქმე ის იყო, რომ ფუნიკულიორის მიმდებარე ტყეში დამწვარი შაქრო გულაშვილის ძმა, ბადრი, სამხედრო მზვერავი იყო, „გრუს“ სპეცრაზმში მსახურობდა და შაქროს მკვლელზე ნადირობა დაიწყო. თავდაპირველად, მან კოტე ჯაშს მიაკვლია და გამოტეხვის მიზნით ისე სასტიკად აწამა, რომ ქვაც კი ატირდებოდა. მაგრამ, კოტემ ნამდვილად არ იცოდა ანზორის ადგილსამყოფელი. ამიტომ, სადისტმა ბადრიმ კოტე ჯერ ცოცხლად გაატყავა, შემდეგ მარილი დააყარა სხეულზე და ცოცხალ-მკვდარი ჭიანჭველებს მიუგდო.

ბადრი გულაშვილმა მაინც მიაგნო გრიგოლიების კვალს და 1989 წელს, ავსტრალიაში ჩავიდა, რომ გრიგოლიების ოჯახის ცოცხლად დარჩენილ წევრებზე ეძია შური. თუმცა, მრავალჭირგამოვლილმა ანზორმა შურისმაძიებელი გაშიფრა, მახეში გააბა და სიდნეის ცენტრალურ პარკში ისევე ცოცხლად დაწვა, როგორც მისი ძმა შაქრო დაწვა მთაწმინდის ტყეში.


скачать dle 11.3