ჰოროსკოპი
ვერძი
კარიერაში წინსვლა და ახალი საქმეები განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს თქვენს ცხოვრებაში. სწრაფად მიიღებთ გადაწყვეტილებებს და, შესაძლოა, გამოგიჩნდნენ შეძლებული და გავლენიანი მფარველები. სასიყვარულო და ინტიმური ცხოვრება გამოცოცხლდება და სასიამოვნო ემოციურ მუხტს შეგმატებთ.
კურო
მომხიბლავი იქნებით. შეგიძლიათ, პროფესიის ან საქმიანობის შეცვლა, სოციალური სტატუსის ამაღლება. კარგად გამოიყენებთ არსებულ კავშირებს. საყვარელ ადამიანთან დროებით განშორება, შესაძლოა, დაუკავშირდეს რომელიმე თქვენგანის საქმიანობას.
ტყუპები
ამ პერიოდში ხელი მოგემართებათ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებაში. ამიტომ, ეცადეთ, სწრაფად იმოქმედოთ და ახალი არაფერი წამოიწყოთ. კარგი იქნება, თუ გაწყვეტთ არასასურველ კავშირებს. შესაძლოა, ჰორიზონტზე ახალი და ორიგინალური სასიყვარულო პარტნიორი გამოჩნდეს. გამონახეთ დრო დასვენებისთვის.
კირჩხიბი
აუცილებელი გახდება გარკვეული ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში. არაოფიციალურად მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გარშემო მყოფების წარმატებით მართვაში. თუ არ მოთოკავთ ემოციებს და ვერ დაძლევთ ცდუნებებს, შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებულ ამბებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.
ლომი
გაიზრდება თქვენი შრომისუნარიანობა, აქტიურობა და შემოქმედებითი ენერგია. შეძლებთ თქვენი უნარების საუკეთესოდ წარმოჩენას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დააფასეთ სხვების შრომა. ამ დროს მოგზაურობის დაწყება დამატებით წინააღმდეგობებს შეგიქმნით.
ქალწული
ახლობლებთან უთანხმოება ცუდად აისახება თქვენს განწყობაზე და შრომისუნარიანობაზე. ფული და ახალი საქმე მთლიანად დაიმონებს თქვენს გონებას. ინტუიციის მეშვეობით მიაგნებთ საქმეს, რომელიც მომავალში დიდ მოგებას მოგიტანთ. ნუ დამალავთ გრძნობებს და ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა აღადგინოთ.
სასწორი
შემოქმედებითი ნიჭის მეშვეობით ბევრ იდეას დაამუშავებთ, თუმცა მათი დაწყება ჯერჯერობით გაგიჭირდებათ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში თქვენთვის უჩვეულო ნაბიჯი გადადგათ. ბევრ ხალხთან ურთიერთობა დაგღლით, გაგიჭირდებათ ინფორმაციის ადეკვატურად აღქმა. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
მორიელი
პროფესიულ სარბიელზე მიზანდასახულობის, თვითკონტროლის, ნიჭისა და შრომისუნარიანობის მეშვეობით გასაოცარ წარმატებებს მიაღწევთ. მიღებულ ინფორმაციას ადვილად გამოიყენებთ საკუთარი მიზნებისთვის. ბედი გაგიღიმებთ პირად ცხოვრებასა და აზარტულ თამაშებში. სასიყვარულო სფეროში ბედნიერად იგრძნობთ თავს.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას ნუ აჩქარდებით. კარგად ჩაივლის შეხვედრები და მოლაპარაკებები. იყავით ფრთხილად. ახალი ნაცნობობა და რომანტიკული შეხვედრები, შესაძლოა, მეტად ღრმა გრძნობაში გადაიზარდოს, რაც ადრინდელ სასიყვარულო პარტნიორთან განშორების საბაბი გახდება.
თხის რქა
გაიზრდება თქვენი თავდაჯერებულობა. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იქნება, ამიტომ თავი შეიკავეთ დიდი შენაძენებისგან. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა სიურპრიზებით გაგანებივროთ. ეცადეთ, დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ და პოზიტიურად იაზროვნოთ.
მერწყული
გაგიჭირდებათ სამსახურში საკუთარი უნარების გამოვლენა და ავტორიტეტის ამაღლება. ფინანსური მდგომარეობის გაუარესება ცუდად იმოქმედებს თქვენს ფსიქიკაზე. მოსალოდნელია განწყობისა და შეხედულებების უეცარი და ხშირი ცვლილებები. ბევრ თაყვანისმცემელს შეიძენთ, რის გამოც სასიყვარულო პარტნიორთან დიდი უსიამოვნება გელით.
თევზები
გაიზრდება თქვენი საქმიანი აქტიურობა. შესაძლოა, ახალი პროექტებისა და საქმეების მონაწილეც გახდეთ. მზად იქნებით სხვების დასახმარებლად. ჯობია, ზომიერად იმუშაოთ და არ გადაიღალოთ. გაიზრდება თქვენი მგრძნობელობა და ექსტრასენსური უნარები, რაც მოვლენების ჭვრეტაში დაგეხმარებათ.