კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1979 წლის 3 დეკემბერს, დილის საათებში, რომელ ასტროლოგიურ ნიშანთან მექნება სასურველი თანაცხოვრება და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა კუროსთან, რომელიც მოგიტანთ სტაბილურობას; ქალწულთან, რომლის გონებამახვილობა გაგიტაცებთ; მორიელთან, რომლის შინაგანი სიმტკიცე მიგიზიდავთ; თევზებთან, რომლის სირბილე და ემოციურობაც თქვენ გაკლიათ. რაც შეეხება კოსმიურ მისიას, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა იყოთ მაქსიმალისტი, არ უნდა დაკმაყოფილდეთ იმით, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. დაეყრდენით ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მოთმინებას, შრომისუნარიანობას, ნებისყოფას. ისწავლეთ ფულის ყაირათიანი ხარჯვა. იყავით მიზანსწრაფული, სერიოზულად მიუდექით ნებისმიერ საქმეს და გაიორმაგეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ შემთხვევაში გაიზრდება თქვენი წარმატების შანსი.

კითხვა: დავიბადე 1973 წლის 1 მაისს. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: აუცილებელია, ცხოვრებაში შეუპოვრობის, დისციპლინის, ორგანიზებულობის, მიზანსწრაფვის, მოთმინების, შრომისუნარიანობის გამოვლენა. იყავით მეტად პრაქტიკული. ნუ იქნებით ჯიუტი, ზარმაცი, უკონტროლო. ასევე, იყავით მეტად ფრთხილი. ყველგან და ყველაფერში უნდა იყოთ მაქსიმალურად წინდახედული. ეცადეთ, სტაბილური გახადოთ ცხოვრება – ოჯახში იქნება ეს თუ სამსახურში, სამეგობროსა თუ ნათესავთა წრეში, სადაც შეხვალთ, სიმშვიდე და ჰარმონია უნდა შეიტანოთ და არა დისჰარმონია და დეპრესია. ეს არის ის თვისებები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, წარმატების შანსი ერთიორად გაიზრდება.

კითხვა: ჩემი მეუღლე დაიბადა 1979 წლის 30 დეკემბერს, დღის 4 საათზე. რომელ სფეროში იქნება უფრო წარმატებული?

პასუხი: პროფესიებიდან მისთვის წარმატების მომტანი და მისაღებია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო საქმე, სოციოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 13 მარტს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, დაეყრდნოთ სტაბილურ ურთიერთობებს ნებისმიერ სფეროში, ასევე, ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზას და კეთილშობილებას. იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი. მეტი სერიოზულობით მიუდექით საქმეს. გამოავლინეთ პასუხისმგებლობა. იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ეკონომიურად მხარჯველი.

რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოლიტიკა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინოები, რესტორნები, ლატარიები და ასე შემდეგ. ასევე, სამასაჟო საქმე, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2002 წლის 20 მაისს. გთხოვთ გვითხრათ, რომელ სფეროში იქნება წარმატებული?

პასუხი: გეტყვით, რომ თქვენი გოგონა „კუროს“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. პროფესიებიდან მისთვის კარგია და წარმატებული: ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია. თუ ბარიერებს და წინაღობებს გადალახავს, მაშინ წარმატებები ელის ჟურნალისტიკაში, რადიოსა და ტელევიზიაში, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიაში, ავიაციაში, მთარგმნელობით საქმიანობაში, ტურიზმში, იურისპრუდენციაში.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1991 წლის 14 ოქტომბერს, ორშაბათ დღეს, დილის საათებში. რომელი პროფესიებია მისთვის მისაღები და სასურველი?

პასუხი: მისთვის პროფესიებიდან კარგია და მისაღები: მედიცინის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო საქმე, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საკონსულოებისა და საელჩოების დონეზე. საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა.


скачать dle 11.3