კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ასტროლოგიური სტიქია ბატონობს თქვენზე და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება მის ნიშან-თვისებებს


ადამიანები ზოდიაქოს ნიშანს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ასტროლოგიურ სტიქიებს. ეს არასწორი მიდგომაა. ყველამ იცის, რომ არსებობს ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, რომელიც ოთხ ასტროლოგიურ სტიქიად არის დაყოფილი.

საჭიროა, რომ ამ ოთხი სტიქიის ნიშან-თვისებები ყველა ჩვენგანმა კარგად იცოდეს და, შესაბამისად, ითვალისწინებდეს კიდეც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადამიანებთან ურთიერთობის დროს.

თითოეულ სტიქიაში ზოდიაქოს სამი ნიშანი ერთიანდება და ისინი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ცეცხლის სტიქიაში ერთიანდებიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. ამ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ ძალაუფლების მოპოვების, პირველობის, ხელმძღვანელი პირის რანგში, ასევე, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი. ამ ადამიანებს, აგრეთვე, ახასიათებთ ეგოიზმიც. გარკვეული პარამეტრებით, ეს ადამიანები განსხვავდებიან, თუმცა კარგად უგებენ ერთმანეთს. მათ ძალიან უყვართ ნათესავები, ოჯახის წევრები, ახლობლები და, ცხოვრების საერთო პრინციპები მათ ერთმანეთთან აახლოებთ.

ჰაერის სტიქიაში ერთიანდებიან ტყუპების, სასწორის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.

ზოგადად, ჰაერისა და ცეცხლის სტიქიების ქვეშ დაბადებული ადამიანები კარგად უგებენ ერთმანეთს. ჰაერის სტიქიის „წარმომადგენლები“ ძალიან ცნობისმოყვარეები, თავისუფლების მოყვარულები, გონებამახვილები და ინტელექტუალურები არიან. ასევე, გააჩნიათ განუსაზღვრელი ფანტაზიის უნარი. უყართ მოგზაურობა. მუდმივად სიყვარულსა და სითბოს ეძებენ ადამიანებში. არიან კომუნიკაბელურები, იუმორით აღსავსე, დიპლომატიურები. ამ სტიქიის ნიშნები კარგად უგებენ ერთმანეთს.

წყლის სტიქიაში ერთიანდებიან მორიელის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.

მათთვის ძირითადი დამახასიათებელი პარამეტრები და ნიშან-თვისებებია უცნაური სიზმრები, ემოციურობა, სიღრმისეული ინტუიცია, სხვების დახმარება, გულმოწყალება, გადაჭარბებული რომანტიკულობა, გიჟმაჟური სიყვარული, წინასწარმეტყველების უნარი, საოცარი მგრძნობიარობა, დიპლომატიის უნარი, გულწრფელობა, სამართლიანობა, კოსმიური საკითხებითა და ამოუცნობი ფენომენებით დაინტერესება, ტრადიციებისადმი პატივისცემა, უფროსების რჩევებისა და დარიგებების გათვალისწინება.

მიწის სტიქიაში ერთიანდებიან კუროს, თხის რქისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.

მათ ახასიათებთ პრაქტიკულობა, არ აშინებთ ცხოვრებისეული სიძნელეები, არიან დისციპლინირებულები, ტრადიციულები, პუნქტუალურები, ორგანიზებულები, შეუპოვრები, მომთმენები, ნებისყოფიანები, სტაბილურები. კარგად ეწყობიან წყლის სტიქიის ქვეშ გაერთიანებულ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. მათ ბევრი საერთო თვისება აქვთ – თავისი ფსიქოტიპით მონათესავე სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები არიან. მაგრამ მიწის სტიქიის ქვეშ გაერთიანებულ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ურთიერთობა უჭირთ ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან.


скачать dle 11.3