კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იზრდება გაქურდვის, უფულობისა და წარუმატებლობის შანსი და რატომ უნდა დაანახვოთ ახალ მთვარეს ფული და ოქრო


ბევრი ადამიანისგან გამიგია, ბედი არ მაქვს, ნეტავ სულ არ დავბადებულიყავიო. ასე არ შეიძლება ლაპარაკი, რადგან ამით საკუთარ თავს თვალავთ. ამას ჯობია, იმოქმედოთ, არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც უკან საპირისპიროდ დაგიბრუნდებათ და ცხოვრებას გაგიმწარებთ. გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად წარუმატებელი ადამიანი არ არსებობს. უბრალოდ, არ ითვალისწინებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში იმას, რაც სწორედ უიღბლობას განაპირობებს და გუნება-განწყობას გიშხამავთ.

როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნინო ამბობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და ფულიანი. ასე რომ, გაითვალისწინეთ ქალბატონი ნინოს რჩევები, იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე და ნურასდროს იტყვით, რომ თქვენს დაბადებას თან იღბალი და ბედი არ დაჰყვა.



ნინო: ყოველი ჩვენგანი ოცნებობს, იყოს წარმატებული, ჰქონდეს ბევრი ფული, აიწყოს ოჯახური იდილია და სასიამოვნო კომპანიონიც გახდეს. ბევრს, სამწუხაროდ, ეს ოცნება ცხოვრების ბოლომდე ოცნებად რჩება, ბევრიც საწადელს გარკვეულ პერიოდში აღწევს. მინდა გითხრათ, რომ არსებობს დღეები, როცა ადამიანი ფიქრობს, ეტყობა, მარცხენა ფეხზე ავდექი, არაფერი გამომდის, დათარსული ვარო. სახლიდან გასულს კი, შესაძლოა, უამრავი უსიამოვნო ფაქტი შეემთხვას. გეტყვით, რომ ამ უსიამოვნებებისგან თავის დაღწევა რეალურად შესაძლებელია, რადგან მფარველი ანგელოზი ადამიანს ყოველთვის აძლევს მინიშნებას და წინასწარ აფრთხილებს.

– კი მაგრამ, როგორ უნდა მივხვდეთ წინასწარ, რა საფრთხე გველის და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

– ეს მეთოდები საუკუნეებს ითვლის და არაერთ ეზოთერულ წიგნში ამოიკითხავთ ამას. ზოგს სჯერა, ზოგს – არა, მაგრამ ეს სხვა საკითხია და ახლა ამის განხილვას არ მოვყვები. ჩემი აზრით, ჯობია ნებისმიერ მინიშნებას მიაქციოთ ყურადღება და თავადვე აიცილოთ თავიდან უსიამოვნებები. ერთი ასეთი მინიშნება არსებობს: თუ საათი გაჩერდა ან დროს ჩამორჩა, ამ დღეს ნუ წახვალთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ნურც ფულს ისესხებთ და გაასესხებთ, ნურც ახალ საქმეს წამოიწყებთ. ასევე, თუ ქუჩაში გასულს პირველად ხეიბარი ადამიანი შემოგხვდათ, ის დღე წარუმატებელი აღმოჩნდება. გირჩევთ, ასეთ დროს ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ და სამსახურიდან არსად გადაუხვიოთ, პირდაპირ სახლში წახვიდეთ. თუ ყველაფერი ხელიდან გიცვივდებათ, ნუ დატოვებთ სახლსა და ჩანთას უყურადღებოდ დიდი ხნით, რადგან, დიდი შანსია, გაგქურდონ. თუ წერის დროს კალმისტარი გაგიჩერდათ, მოერიდეთ უფროსებთან ურთიერთობას, სტუმრად წასვლას, საპირისპირო სქესთან შეხვედრასა და მშობლებთან კამათს – ეს კარგ შედეგს არ მოგიტანთ. თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიხართ და მანქანა გაგიფუჭდათ ან ქუსლი მოგტყდათ, გირჩევთ, უკან დაბრუნდეთ და თავი აარიდოთ შეხვედრას. ასევე, ამ დღეს ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთზე, ნურც ხელშეკრულებას გააფორმებთ და ნურც მსხვილ შენაძენს გააკეთებთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავიგოთ, რა გველის მომავალში, გამოგვადგება უძველესი მეთოდი, კერძოდ, წითელი სანთლის ალის მიხედვით მომავლის დანახვა.

– სანთლის ფერს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?

– რასაკვირველია. მაგიის კანონების მიხედვით, წითელი ფერის სანთლის შუქი იზიდავს სიმდიდრეს, ადამიანს ეხმარება ძალების აღდგენასა და მობილიზებაში. მერწმუნეთ, ის ბევრ რამეს გიწინასწარმეტყველებთ.

– როგორ უნდა გამოვიყენოთ ის მომავლის დასანახავად?

– ვისაც დაკვირვებული თვალი აქვს და სჯერა მსგავსი რამეების, ის აუცილებლად შეიტყობს მომავალს წითელი სანთლის ალის მეშვეობით. ოღონდ, ეს რიტუალი აუცილებლად სავსე მთვარეზე, ღამის 12 საათზე უნდა გააკეთოთ. ჩაბნელებულ ოთახში მარტო უნდა იყოთ. სანამ სანთელს აანთებთ, აუცილებლად უნდა მოემზადოთ ფსიქოლოგიურად. დაახლოებით ნახევარი საათი ჩაბნელებულ ოთახში მარტო უნდა იყოთ და იმაზე იფიქროთ, რისი ახდენაც გსურთ ცხოვრებაში. დანარჩენს კი წითელი სანთლის ალი გეტყვით. მაგალითად, როცა სანთელს აანთებთ და შავი ალი ავარდება, თქვენი ჩანაფიქრი ცუდად ასრულდება ან საერთოდ არ უწერია ასრულება. თუ სანთლის ანთებისთანავე ნაპერწკლები იყრება, ესე იგი, სურვილი ნამდვილად არ ახდება და არც სიყვარულში გაგიმართლებთ უახლოეს მომავალში. მაგრამ, თუ სანთლის ალი მკრთალია, გამჭვირვალე და მშვიდად იწვის, ესე იგი, ყველაფერი რიგზე იქნება და უახლოეს მომავალში ხელი მოგემართებათ. თუ სანთელი შავ კვამლს უშვებს, სასწრაფოდ ჩააქრეთ, რადგან ეს იმაზე მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებაში რაღაც უნდა შეცვალოთ, მაგალითად, მოთმინებით მოეკიდოთ ყველა საქმიანობას, დაივიწყოთ ის ადამიანი, ვისზეც ფიქრობთ, მშვიდად შეხედოთ მოვლენებს... ასე რომ, ამ დროს უნდა ჩააქროთ სანთელი და დაფიქრდეთ, რა გაქვთ შესაცვლელი ცხოვრებაში. სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. მაგრამ, თუ წითელი სანთლის ალი თქვენ წინ ციმციმებს, მაშინ ეს იმაზე მეტყველებს, რომ წინ რომანტიკული შეხვედრებიც გელით რჩეულთან, საქმეშიც გაგიმართლებთ, კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. დამიჯერეთ, ყველას ვეუბნები, რომ, თუ ადამიანმა გულით იწამა რამე, ღრმად სჯერა და ითვალისწინებს წინაპრების ნაცად მეთოდებსა და გამოცდილებას, ყველაფერი გამოუვა. შემიძლია, ისეთი რჩევა-დარიგებაც მოგცეთ, რომლის გათვალისწინებითაც ფული არასდროს გამოგელევათ და შემოსავლის დამატებითი წყაროც ყოველთვის გექნებათ.

– ეს ნამდვილად კარგი იქნება, რადგან ბევრი სწორედ უფულობას უჩივის.

– პირველ ყოვლისა, თუ გსურთ, ფული არ „გაფრინდეს“ თქვენი ჯიბიდან, არასდროს დაუსტვინოთ სახლში, არ დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი, ცარიელი ბოთლი და დანა მაგიდაზე. ასევე, არ გაასესხოთ რაიმე ორშაბათ დღეს და არც ფული ისესხოთ ამ დღეს. სხვათა შორის, თბილისში, დიდ, ძველ იტალიურ ეზოში გავიზარდე, ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც სომეხი, ქურთი და ბოშა მეზობლები მყავდნენ. ყველას ვუყვარდი, ხან რას მჩუქნიდნენ, ხან – რას. მათ შვილებთან კი ვმეგობრობდი. მამა არ მყავდა, მარტო დედა მზრდიდა და, ალბათ, მეზობლებს ვეცოდებოდი კიდეც, გაჭირვებულად რომ ვცხოვრობდით. ბავშვობიდან მქონდა ასფურცლიანი რვეული, სადაც ხანში შესული ადამიანებისგან გაგონილ ამბებსა და რჩევებს ვიწერდი, მათ შორის მკითხაობებს, სხვადასხვა რიტუალს, ეზოთერულ მეთოდებს. იმდენი ჩანაწერი დამიგროვდა, რომ... ზოგი თავად გამოვცადე, ზოგიც მეგობრებს გავუზიარე და მათ მითხრეს შედეგები. ამჯერად შემოგთავაზებთ რამდენიმეს, რაც ფულს ეხება და რაც ძალიან იოლი შესასრულებელია. მაგალითად, არ დაჯდეთ მაგიდაზე, თორემ დიდხანს მოგიწევთ ფულზე წუწუნი. ნუ დადგამთ ცარიელ ბოთლს და ნუ დადებთ ცარიელ ჭურჭელს მაგიდაზე, თორემ ფული სწრაფად გავა ოჯახიდან. თუ გსურთ, ჯიბეში ფული მუდამ გქონდეთ, მაგიდაზე დადეთ ფულის კუპიურები. ასევე, თუ გამდიდრებაზე ოცნებობთ, ნუ დაიბანთ თავს ორშაბათ, ხუთშაბათ, პარასკევ და შაბათ დღეს. ნურც ფრჩხილებს დაიჭრით ამ დღეებში. ნუ გაასესხებთ ფულს ორშაბათ დღეს და ნურც ისესხებთ, თორემ, ვალებიდან ვერ დაიხსნით თავს. ასევე, არ გირჩევთ ღამით სახლის გამოხვეტასა და ნაგვის გარეთ გადაყრას მას თქვენი ოჯახის ბიუჯეტიც გაჰყვება თან.

– ამბობენ, ახალ მთვარეს თუ ფულსა და ოქროს დაანახვებ, მთელი თვე ფინანსები გარანტირებული გექნებაო. ეს სიმართლეა?

– ესეც მართალია. თუ ცაში აიხედეთ და ახალი მთვარე დაინახეთ, სასწრაფოდ ამოიღეთ ჯიბიდან ქაღალდის ფულის კუპიურები და დაანახვეთ მას, თან ფული ხელში ატრიალეთ. თუ ოქროს სამკაულები გიკეთიათ, მოიხსენით, დაიჭირეთ ხელში და ისიც აჩვენეთ. თან, არ დაგავიწყდეთ, ამ დროს ჩუმად, ხმადაბლა უნდა ჩაუსტვინოთ. ამბობენ, მთვარე სტვენის ხმას გაიგებს, თქვენს ფულსა და ოქროულს დაინახავს, მიხვდება, რასაც სთხოვთ და მალე ერთი-ორად დაგიბრუნებთო. ერთხელ თავად გავაკეთე ასე: ბნელოდა და ვერ შევამჩნიე იქვე მდგომი მამაკაცი. ფული ავათამაშე ხელში და ჩავუსტვინე. უნდა გენახათ, ის კაცი როგორ გარბოდა (იცინის)! ეტყობა, გიჟი ვეგონე, თორემ, რას იფიქრებდა, რომ მთვარეს ფინანსებს ვთხოვდი სტვენა-სტვენით...


скачать dle 11.3