ფორმაში
ანუ „ძრწოდე, რუსეთო, ახალაია მოდის!“
ზაფხულის მიწურული ნავსიანი არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების აწ უკვე ძველი, თავდაცვის, ასევე, აწ უკვე ყოფილი მინისტრისთვისაც აღმოჩნდა (ოღონდ ბ-ნ ჟვანიაზე ნაკლებად, რადგან „ჩამოლაბო-რანტებულ“ ბ-ნ სიხარულიძეს პრეზიდენტის მრჩევლობა მაინც უწყალობეს). თავდაცვის მინისტრის ცვლი-ლების შესახებ უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე გვამცნეს, სადაც პრეზიდენტი გამოგვიტყდა, რომ არ აკმაყოფილებს შეიარაღებული ძალების ის ფორმა, რომელშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან (ვერც დააკმაყოფ-ილებს, რადგან ჩვენს არმიას უკუქცეული 58-ისთვის, წესით, მოსკოვამდე უნდა ედევნა!). ჰოდა, არმიის ფორმაში მოსაყვანად ქართველ სამხედროებს უეპოლეტებო სარდლად ქართული ძირების მქონე ქურდების რისხვა – სულ რაღაც 28 წლის ბ-ნი ბაჩო ახალაია დაუნიშნა (რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელმა უკ-ვე მოხსნა საქართველოს მთავრობაში არსებული ყველა რეკორდი, ბუნებრივია, მხოლოდ ასაკობრივი თვა-ლსაზრისით). ახალი მინისტრის დანიშვნის მოტივი მთავარსარდალმა ასე ახსნა: ბაჩო ახალაიას ეშხით საქა-რთველოს ტერიტორიაზე ქურდს ვეღარ გაუჭაჭანებიაო, რაც, სავარაუდოდ, აფიქრებინებს, რომ მალე მისი შიშით ცხინვალსა და სოხუმში ჩვენებური სეპარატისტები, მოსკოვში კი – ოკუპანტები ვერ გაფაჩუნდები-ან! თავის მხრივ, ახალგაზრდა (და, თუ ჩვენს ელმედიას ვერწმუნებით, უნივერსალური კადრი, რომლის ბი-ოგრაფიასაც, თურმე, ხინჯს წამლადაც ვერ უპოვი) მინისტრი დაგვპირდა, რომ მისი ამოცანაა: მშვიდობა, მოდერნიზაცია და ნატო (დაახლოებით ასე: მიწა – გლეხებს, ფაბრიკა-ქარხნები – მუშებს)! ამის მიუხედავა-დაც: პრეზიდენტმა აღარ დაგვიმალა, რომ თბილისის გარშემო თავდაცვის ზღუდეების გამაგრების ოპერაცი-აც დასრულებულა. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი არსებობის მთავარი ამოცანა მთავრობის არჩამო-შლაა, წესით, სავსებით საკმარისი იქნებოდა თავდაცვის ზღუდეების პრეზიდენტის მილიარდიანი რეზიდენც-იისთვის შემოვლება (იმიტომ, რომ „ორთავ თვალის სინათლეა“)!
ერთი სიტყვით, „ძრწოდე, რუსეთო, ახალაია მოდის!“