ანეგდოტები
***
– გაიგებდი‚ ბრიუსელში ვიყავი... დავათვალიერე... ისიც ვნახე‚ მოედანზე ბიჭი რომ ფსამს... მაგრამ არაფერი განსაკუთრებული...
შენც მაგარი ხარ‚ რა განსაკუთრებული?! ის ხომ ბავშვია...
***
გამოცდაზე:
– მაჩვენე‚ სად არის ამერიკა?
მოსწავლე რუკაზე ჯოხით აჩვენებს.
– ახლა მაჩვენე, სად არის რუსეთი?
მოსწავლემ ისევ რუკაზე აჩვენა ჯოხით.
– დამაკმაყოფილებელი.
– რატომ მასწ... მე ხომ ზუსტად გაჩვენეთ რუკაზე... გეოგრაფია ვიცი.
– კი‚ პირველ გეოგრაფიის კითხვაზე სწორად უპასუხე‚ მეორე კი ანატომიის კითხვა იყო.
***
პაციენტი ოპერაციისთვის მოამზადეს. მოვიდა ქირურგი. პაციენტი ხედავს‚ ექიმი ფეხზე ძლივს დგას‚ ხელები უკანკალებს‚ სასმლის სუნი ასდის და შეშინებული ეკითხება:
– იქნებ გადაგვედო? თქვენს მდგომარეობაში ნამდვილად შეუძლებელია ოპერაციის ჩატარება!
– შშშენ მშვიდად იყავი‚ ყველაფერი კკკარგად იქნება‚ მხოლოდ მმმუცელი მაჩვენე, სად გაქვს...