კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


ნარიკაშვილი

გვარში გამოყენებულ ფუძეს, ნარიკა, მივყავართ საკუთარ სახელთან – ნარიმან, ნარიმანა. ეს უძველესი საკუთარი სახელია კაცის. ნარიმან წინაპრებს ირანულისგან უსესხებიათ. ნარიმან ნიშნავს „გულადს“, „მამაცს“, „ძალგულოვანს“. აქედანაა გვარები: ნარიკაშვილი, ნარიმანაშვილი, ნარიმანიძე, ნარმანია, ნარიბეგაშვილი, ნარკოკობაშვილი.

გვხვდება, ასევე, სახელები: ნარა, ნარიქ, ნარო.

ნარიკაშვილი ქართული გვარ-სახელია.

რუსულ საბუთებში ზოგჯერ გვარი ნარიკოვადაა ჩაწერილი. ასეთი ბედი ეწია, სამწუხაროდ, ქართულ გვართა გარკვეულ ნაწილს.

ნარიკაშვილს ნარეკლიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს.

საქართველოში 162 ნარიკაშვილი ცხოვრობს: გორში – 112, თბილისში – 39, რუსთავში – 7. არიან სხვაგანაც.

ბუიძე

ქართულ გვარ-სახელთა წყება ფრინველთა სახელებს უკავშირდება. ფრინველთა სახელწოდებისგან ნაწარმოები პიროვნული სახელებია ქართულში: ჩიტო, გედია, გვრიტა, გუგულა, ქირი (მეგრულად ქორი), ბუა და სხვა.

საბა წერს: „ბუ არის თავდიდი ღამის ფრინველი“.

ამ ფრინველისგანაა მიღებული მეტსახელი ბუი. ეს მეტსახელი კი გვხვდება გვარებში ბუიძე, ბუიშვილი.

ბუიძე, ბუიშვილი ქართული სამართლის ძეგლებში სვეტიცხოვლის საკომლების ნუსხაში მოიხსენიება 1689 წელს. ბუიძეები კომპაქტურად ცხოვრობენ კახეთში, მესხეთში, იმერეთში.

კერძოდ, 1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით დაფიქსირდა 312 ბუიძე: ლაგოდეხში – 60, ადიგენში – 50, ბაღდადში – 47.

სესიტაშვილი

ქართულ ანბანში ყველაზე პროდუქტიულია სიტყვები, რომლებიც ს ასოთი იწყება. მაგალითად: სამშობლო, საქართველო, სიცოცხლე, სიკვდილი, სასმელი, საჭმელი, სიყვარული, საყვარელი, სიკეთე, საამური, სილამაზე და ასე შემდეგ.

ს ასოთი უამრავი სახელია ნაწარმოები: საამი, საამა, საამ ბარათაშვილიდანაა ნაწარმოები – ბარათაშვილ-საამიშვილი, საბა, საბაშვილი, საალიქვა, მეტსახელი გვარში: სალიქვაძე-სალუქვაძე, საღარა. აქედან კი გვარები: საღარაძე, საღარაშვილი, საღრიშვილი. საკუთარი სახელიდან სესიტა საფუძველი ჩაეყარა სესიტაშვილების ცნობილ გვარს.

მეფის მიერ გაცემულ დოკუმენტში აღნიშნულია: სესიტა სესიტაშვილი – დამწერი და მოწმე ზურაბ დონდორაშვილის მიერ ბატონ ოსიყმისათვის მიცემული ნასახლარის ნასყიდობის წიგნისა. ეს მომხდარა მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების მიჯნაზე.

1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით გაირკვა, რომ სესიტაშვილების საცხოვრებელი ადგილია თბილისი და კახეთი.

საქართველოში სულ 459 სესიტაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 266, ლაგოდეხში – 73, თბილისში – 72.

გოგაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გოგა. მეცნიერთა ძირითადი ნაწილი მიიჩნევს, რომ გოგა მომდინარეობს გიორგისგან, ნაწილს კი მიაჩნია, რომ გოგი დამოუკიდებლად გაჩენილი სახელია და მისგან მომდინარეობს მოფერებით-კნინობითი სახელი გოგა. ასეა თუ ისე, გოგა ქართულ წიაღში გაჩენილი სახელია და მასზეა დაშენებული ქართველთა გვარი – გოგაშვილი.

გოგა იხსენიება მოწმეთა შორის დაწერილ ფრაგმენტში მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში.

„გოგა ლეონ მეფემ, სხვა ოცდაათ კომლთან ერთად, გაუთარხნა ქისიყის ეპისკოპოს მაქსიმე ჩოლოყაშვილს და მის ძმას, ჭიაურთ მოურავ ზაალს“ (1566 წელი).

„გოგაშვილი ოქრუა ესტისს მცხოვრები, ვარაზა ბარათაშვილის მკვიდრი ყმა. ჰყავს ძმები: ივანა, ბერა და თევდორა. ვარაზა ბარათაშვილმა ის ძმებთან ერთად შესწირა სვეტიცხოველს“ (1690 წელი).

საქართველოში 814 გოგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 228, გურჯაანში – 123, სიღნაღში – 86. ცხოვრობენ, ასევე, ერტისში და სხვაგანაც.

ხმიადაშვილი

ქართველთა გვარებში გამოიყოფა სხვადასხვა საგნებისგან ნაწარმოები გვარ-სახელები. ხმიადაშვილის გვარს საფუძვლად უდევს სიტყვა ხმიადი. „ხმიადი იგივეა, რაც უსაფუვროდ გამომცხვარი პური“.

ამ სიტყვის წაბაძვით გაჩენილა როგორც მეტსახელი ხმიადა, ისე საკუთარი სახელი – ხმიადა.

ალექსანდრე ღლონტი წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები“ წერს: „საკუთარი სახელი ხმიადა, გვარებში ხმიადაძე, ხმიადაშვილი“.

ადრიდანვე გვარი მოიხსენიება გორის რაიონში, კერძოდ, ტირძნისში.

1995 წელს ვაუჩერი აიღო 997 ხმიადაშვილმა. გორში 588 ხმიადაშვილი ცხოვრობს; თბილისში – 249, თელავში – 92.

ბერაძე

ფუძეთი ბერ, ბერა, ბერი ბევრი გვარია წარმომდგარი, მათ შორის ბერაძე. სწორედ ეს მომენტი არ გამორჩა ცნობილ მკვლევარს ილია მაისურაძეს. მან ამ თემას სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა. ზემოთ მოხმობილი ფუძეებითაა ნაწარმოები გვარები: ბერაია, ბერაული, ბერაიძე, ბერეკაშვილი, ბერაძე, ბერია, ბერიანიძე, ბერიაშვილი, ბერიკაშვილი, ბერინაშვილი, ბერიტაშვილი, ბერიძე, ბეროზაშვილი, ბეროძე, ბერუაშვილი, ბერულავა, ბერუხაშვილი; ბერიძიდანაა წარმოშობილი არაერთი გვარი.

ბერაძე დამოუკიდებელი გვარია, საფუძვლად უდევს სახელი ბერა.

ბერაძეთა გვარიდანაა მათგან გამოყოფილი (განშტოება) დათუნაშვილი.

„ბერასძე-ბერაძე ხუცესი, ალექსანდრე მეფემ ცოლ-შვილით შესწირა გელათის ხახულის ღვთისმშობელს ბანოჯაში მცხოვრებ ხუთ კომლ კაცთან ერთად“.(1504 წელი).

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ბერაძეებს 94-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 4 567 ბერაძე ცხოვრობს: ხარაგაულში – 907, თბილისში – 906, ქუთაისში – 556.

ღვინიაშვილი

ვაზთან, სულ ცოტა, 112 გვარია დაკავშირებული.

ღვინოსთან რამდენიმე გვარის წარმომავლობაა დაკავშირებული. ღვინისგანაა წარმომდგარი სახელები: ღვინა, ღვინია, ღვინიანი, ღვინიში, ღვინცა, ღვინჯუა.

მათ, ვისაც ეს სასწაული მცენარე გამოჰყავდა, ღვინის დაყენებითა და მოხმარებით გამოირჩეოდა, შეერქვათ (გაიგვარეს): ღვინიაშვილი, ღვინაძე, ღვინერია, ღვინეფაძე, ღვინიანიძე, ღვინტიძე, ღვინცაძე, ღვინჯილია.

ღვინჯილიათა გვარის გარდა, ყველა გვარის გაჩენის სამშობლოა ქართლ-კახეთი, იმერეთი და აჭარა.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ღვინიაშვილებს 151-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 3 608 ღვინიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 115, გურჯაანში – 407, ქარელში – 403.



აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3