კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: ზამთარ-ზაფხულ ვცვლი საბურავებს. იქნებ მირჩიოთ, რა მდგომარეობაში შევინახო ისინი, რაიმე სპეციალური საპოხი ხომ არ არის საჭირო იმისთვის, რომ რეზინი არ დაზიანდეს?

პასუხი: სპეციალური საპოხი საჭირო ნამდვილად არ არის, თუმცა, იმისთვის, რომ საბურავი არ დაზიანდეს, მოხსნის შემდეგ დაუშვით და აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შეინახეთ.

კითხვა: ზოგიერთი ავტომობილის არა მხოლოდ გვერდითა და უკანა, არამედ ყველა შუშა დამუქებულია. არსებობს თუ არა რაიმე ნორმა, რომლის მიხედვითაც უნდა დამუქდეს შუშა და რამდენი პროცენტით?

პასუხი: საქართველოში ავტომობილის შუშის დამუქების ნორმა არ არსებობს, მძღოლი თავად, საკუთარი გემოვნების მიხედვით წყვეტს, თუ რა დონეზე დამუქებული შუშით უნდა სიარული. ერთი პერიოდი დამუქება აკრძალული იყო, თუმცა შემდეგ ეს წესი შეიცვალა. მაგალითად: ევროპაში, სპეციალური ავტომობილების გარდა, წინა და მძღოლის გვერდითა შუშები არ მუქდება ქარხნული დამუქების გარდა, რომელიც განათების ცვლილებასთან ერთად ფერსაც იცვლის. ანუ ქარხნული დამუქება მხოლოდ შვიდპროცენტიანია და ისიც მხოლოდ მზეზე მუქდება. ზოგადად, დამუქებული შუშები, რბილად რომ ვთქვათ, მართვისთვის კატასტროფაა. ნებისმიერი დამუქებული შუშების მქონე ავტომობილი ღამით ყველა მის გვერდით მოძრავი ავტომობილისთვის ძალიან დიდი საფრთხეა, რადგან მისი მძღოლი იმის მეოთხედადაც კი ვერ ხედავს შუშის მიღმა, რასაც რეალობაში უნდა ხედავდეს.

კითხვა: დასაშვებია თუ არა ტროტუარზე ავტომობილის მთლიანად ან ნაწილობრივ გაჩერება?

პასუხი: თუ სპეციალური ნიშანი არ დგას, ავტომობილის ტროტუარზე გაჩერება არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მძღოლები ნაკლებად ფიქრობენ ნორმალურ პარკინგზე, მაინც გვინდა, გაითვალისწინონ, რომ, თუ მაინც ავლენ ტროტუარზე, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების ოდნავი საშუალება მაინც დატოვონ.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ნისან ქაშქაი“. უკანა ნაწილში ისმის პლასტმასის ჭრიალი. ეს ამ ავტომობილის დეფექტით არის გამოწვეული თუ რამე, სხვა პრობლემა აქვს? იქნებ, დამიხასიათოთ ამ მანქანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პასუხი: „ქაშქაის“ მსგავსი ტიპის ხმაური, ზოგადად, ახასიათებს, მაგრამ ეს მანქანის დეფექტი ნაკლებადაა და მისი გამოსწორება შეიძლება. ან, შესაძლებელია. ამ ხმაურს აქვს რამდენიმე მიზეზი: პირველი – რომელიღაც პლასტმასის „ნაჭერი“ უკანა საბარგულში მოშვებულია; მეორე – რომელიმე „შპილკაა“ გატეხილი და, მესამე – პლასტმასი დეფორმირებულია. მანქანა მიიყვანეთ ეგრეთ წოდებულ „აბივშჩიკთან“ და პრობლემას ის მოგიგვარებთ.

კითხვა: მყავს დიზელზე მომუშავე „რავ 4“, 2002 წლის. გავლილი აქვს 194 000 კილომეტრი. მოძრაობის დროს შიგადაშიგ ძრავა თითქოს „იგუდება“. როცა ავტომობილს ვაჩერებ და ადგილზე ვამუშავებ, მდგომარეობა სწორდება. გზის გაგრძელების შემდეგ კი ისევ იწყებს „გაგუდვას“. იქნებ, ამიხსნათ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: ეს გამოწვეული იქნება საწვავის მიწოდების სისტემით. ჩემი აზრით, ეს პრობლემა ეგრეთ წოდებული „ტოპლივნი ნასოსის“ ბრალი იქნება. მანქანა მიიყვანეთ „ვსპრისკის“ ხელოსანთან და ძრავას წნევა შეამოწმეთ.


скачать dle 11.3