„თბილისელების“ სამზარეულო
ხორცის სალათა
საჭირო ინგრედიენტები: 1 კონა მწვანე სალათის ფოთოლი, 50 გრამი მაიონეზი, 10 ცალი უკურკო ზეთისხილი, 1 კონა კამა, 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი (მჭლე), შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: მოხარშული ხორცი დაჩეჩეთ. მოათავსეთ მინის ჯამში. მოაყარეთ რგოლებად დაჭრილი ზეთისხილი, წვრილად დაჭრილი კამა და მოასხით მაიონეზი. უყავით მარილი, შავი პილპილი და სულ ბოლოს მოაყარეთ ხელით დაფლეთილი სალათის ფოთლები. აურიეთ და მიირთვით.