კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის შეუკერა საორსულო კაბა ვახო ტატიშვილმა და ვინ გახდა მისი მოსასულიერებელი


ვახტანგ ტატიშვილი: სახლში თუ რამე ფუჭდება ან კეთდება, ყველაფერი მე მეკითხება. ყოველ შემთხვევაში, აქამდე მეკითხებოდა. ახლა ვამბობ, გამიშვით პენსიაზე-მეთქი. ოჯახის გაძღოლაც და საყოფაცხოვრებო პრობლემებიც უნდა გადავაბარო ჩემს ბიჭს. დავიღალე და დასვენება მინდა. მთელი ცხოვრება, ვეზიდებოდი და ვეზიდებოდი, ოჯახში რაც შემეძლო. გასტროლებზე დავდიოდი და იქიდანაც ვეზიდებოდი. (იცინის) ახლა აქაც ყრია ყველაფერი. წადი და იყიდე, რაც გინდა, თუ ფული გაქვს. მაგრამ სად არის ფული? ახლა იმ ნათურას რომ ვუყურებ, როგორ ჩახჩახებს, გული მისკდება. ხომ ტრიალებს და წერს „ის“. ხომ უნდა მაგას გადახდა?!

– ხელოსნებთან ურთიერთობა ვის აბარია ოჯახში?

– მე, მე. სხვა ვინ შეიწუხებს თავს. თანაც მე ხელოსნები ვერ მატყუებენ, ამაშია საქმე. იმდენი რამე მაქვს საკუთარი ხელით გაკეთებული, სულ ვიცი, სად რამდენი აგური და კაფელი სჭირდება. ვერც ერთი ხელოსანი, ტყუილებში გამოცდილიც კი, მე ვერ მომატყუებს.

– მაინც რა გაქვთ საკუთარი ხელით გაკეთებული?

– ოჰ, დამიგია მეტლახი, გამიკრავს კაფელი, შპალერი, შემიღებავს და ამიშენებია... ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ყველაფერი ვიცი. რად უნდა ამას ინსტიტუტებისა და „პროფების“ დამთავრება?

– რა ვიცი, ზოგი მამაკაცი ლურსმანს აჭედებს და ჩაქუჩს ირტყამს ხელში.

– დებილები. ყველას ყველაფერი შეუძლია, თუ მოინდომებს. უბრალოდ, ინაზებიან, ეზარებათ. მოჰყავთ ხელოსნები და ისინიც კარგად ატყუებენ. ფულშიც და მასალის რაოდენობაშიც. მე ფიზიკა-მათემატიკური მაქვს დამთავრებული და რამდენ კვადრატულს რამდენი რა დასჭირდება წუთში დაგითვლით.

– ხედავთ, მაინც ყოფილა განათლება აუცილებელი?!

– მათემატიკა და ანგარიში ყველამ იცის. მე ჩემს ზღვის გოჭსაც ვუვლი. ვაჭმევ და ვეფერები, მაგრამ ზოოლოგიური არ დამიმთავრებია. ნემსის გაკეთებაც ვიცი საჯდომზე მაგრამ, პროფესიონალი ექთანი არ ვარ. დამჭირდა და გავაკეთე. გასტროლებზე დავდიოდით და ხან რას „აიკიდებდნენ“ ბიჭები და ხან – რას. მერე ერთმანეთს ვუკეთებდით ნემსებს. მე საკუთარ უკანალზეც გამიკეთებია. რა უნდა მაგას. ერთი ვენაში ვერ შევდივარ.

– ზღვის გოჭს რუსულად ელაპარაკებით?

– არ იცის ქართული. ამას ბევრ ქვეყანაში ჭამენ – ამასაც და ძაღლებსაც. მე ლაოსში ვჭამე ძაღლის ხორცი. ოღონდ, რომ შევჭამე, მერე გავიგე, რაც იყო. გატარებული ძაღლის ხორცით გაკეთებული იყო იხვი. ჩვენც იხვის ხორცი გვეგონა და მივირთვით გემრიელად. მერე გვითხრა გიდმა, ეს ძაღლის ხორცი იყოო.

– როგორი რეაქცია გქონდათ?

– არანაირი. ვიღაც-ვიღაცეებმა კი დაიწყეს ვიშვიში, მაგრამ შეჭმული რომ გაქვს უკვე, რაღა აზრი აქვს ამას. მე ბაყაყიც ძალიან გემრიელად მივირთვი. კუბაში ვიყავით და გვკითხეს, ქათმის ხორცს შეჭამთ თუ ბაყაყისასო. ბევრნი ვიყავით და ქათმისას, ქათმისასო, – ვიყვირეთ. მე ბაყაყი მომიტანეთ-მეთქი. მოგვიტანეს და ქათმის ხორცს პირი ვერ დააკარა ვერავინ. კუბაში ქათმებს გამხმარ თევზს აჭმევენ და ისეთი საზიზღარი სუნი აქვს, ვერ მიეკარები. არ შეჭამეს და დამიწყეს ხვეწნა, შენი ბაყაყი გაგვასინჯეო. იმისთანა გემრიელი იყო, ისეთი ქათქათა ბარკლები ჰქონდა, იმის ჭამას არაფერი სჯობდა. მერე უკვე ვიეტნამში რომ ვიყავით, ქუჩაში ვჭამდით შემწვარ ბაყაყებს. მე და ჯემალს მოგვცეს სასმელი, რომელშიც კობრა იყო ჩადებული. „კობრა-ვოდკა“ იყო. ჩვენც საღამოს „დავაყუმბარეთ.“ დილით გიდმა გვკითხა, გუშინ რომ არაყი მოგეცით, გასინჯეთო? კი, სულ დავლიეთ-მეთქი. რაო, მთელი ბოთლი დალიეთო? გაუსკდა გიდს გული. აბა, რას ვიზამდით-მეთქი. რას ამბობთ, ზედ აწერია, წამალივით სამ-სამი წვეთი უნდა დაგელიათო. ისე შეეშინდა, ჩვენი მოსასულიერებელი გახდა. რამე რომ მოგვსვლოდა, მას დაბრალდებოდა, მაგრამ ჭაჭაზე გაზრდილებს იმათი „კობრა-ვოდკა“ რას გვიზამდა (იცინის).

– მე ვიცი, რომ სამზარეულოშიც საკმაოდ აქტიური ხართ.

– აბა, შიმშილით ხომ არ მოვიკლავ თავს, თუ ცოლი სახლში არ არის. თან ახლა ისეთი სამზარეულო ტექნიკაა, წუთში მზადდება ყველაფერი. მთავარია, „მიკროვალნოვკაში“ ისეთი ჭურჭელი არ შედო, რომელიც წრედს შეკრავს და გადაწვავს. მაგალითად, კობალტის თეფში. თუ მაინცდამაინც სხვა თეფში არ გაქვს, ერთ მხარეს ნაპირი უნდა ჩამოატეხო.

– ელექტროობაც კარგად გცოდნიათ.

– მე, შუქი რომ არ იყო, თორმეტვოლტიან ნათურას დავამაგრებდი „შტეპსელში“, ვიჭერდი „მოხეტიალე“ დენს და სინათლე სულ მქონდა. ცოტა გამჭრიახობა და მოხერხება როგორ არ უნდა გქონდეს კაცს. ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს. ხელოვნური სუნთქვის ჩატარებაც და ჭრილობის შეხვევაც. რა საცოდავია ის კაცი, მანქანა რომ გაუფუჭდება და იწყებს ვიშვიშს.

– პერანგის დაუთოებაც იცით?

– მარტო დაუთოება კი არა, კერვაც ვიცი. ჩემს ცოლს პირველი საორსულო კაბა მე შევუკერე. სერიოზულად გეუბნებით, აბა, კი არ ვხუმრობ. ბავშვობიდანვე ხელმარჯვე ვიყავი. ხუთი წლისა სურათებს ვიღებდი და ფირსაც ვამჟღავნებდი. სურათის გადაღება, ისე კი არ იყო, ახლა რომ არის. არც გასამჟღავნებელი წამალი იშოვებოდა და ისიც შენ უნდა დაგემზადებინა. კიდევ ფოტოფოკუსებსაც ვაკეთებდი. მაგალითად, ერთი სურათი მქონდა ხესთან გადაღებული, ხის აქეთაც მე ვიყავი და იქითაც. ოღონდ იქით მდგარს ქუდი მეხურა. (იცინის) ერთი სიტყვით მრავალმხრივ ნიჭიერი ვარ.


скачать dle 11.3