კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოქმედებს „მისდ ქოლი“ გიორგი კალანდარიშვილზე საშინლად და როდის არის ლიკა ქორქია „ხოდზე“


უმშვენიერესი ლიკა ქორქია „ჩვენი ოფისის“ ერთ-ერთი აქტიური მაყურებელი აღმოჩნდა და როგორც „რუსთავი 2-ის“ სკოლაგავლილს არც ჟურნალისტის ამპლუაში ყოფნა გასჭირვებია. თუმცა, ჟურნალისტობა არც გიორგი კალანდარიშვილისთვის აღმოჩნდა რთული, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკასთან საერთო არაფერი ჰქონია.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ლიკა ქორქია

– გიორგი, როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს, გიფიქრია იმაზე როგორი ხარ?

– მაღალი, ქერა, ცისფერთვალება... (იცინიან). არა, ძალიან რთულია საკუთარ თავზე საუბარი.

– საკუთარი თავისთვის როგორი ხარ?

– სევდიანი. არა, ეს ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, ცხოვრების ცოტა რთული პერიოდი მაქვს. დეპრესიული-მეთქი ვიტყოდი, მაგრამ მეტისმეტი იქნება. ერთი სიტყვით, სევდიანიც ვარ, მხიარულიც, ალბათ, ისევე როგორც ყველა ადამიანი, რომელიც განიცდის სიხარულს, ტკივილს, ბედნიერებას, სევდას და რომელიც ცოტა ხანში... (იცინიან).

– რთულია გაიგო სად ხუმრობ და სად არა.

– ჩემი თავის დახასიათება არასდროს გამომდის, ავტობიოგრაფიაც კი არ დამიწერია სკოლაში. შემიძლია, ორ დღეში დაგახასიათო შენ, მაგრამ საკუთარ თავს ვერ დავახასიათებ. ალბათ, რაღაცეებში მიკერძოებული ვიქნები, ცოტა ვიაფერისტებ კიდეც და არ მინდა.

– საკმაოდ რთული გრაფიკი გაქვს, რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და აქედან გამომდინარე, მინდა გკითხო, დროს როგორ ანაწილებ, რამდენად იცლი პირადი ცხოვრებისთვის, ოჯახისთვის?

– საშინლად! ეს დამპლები ესენი, რა დღეში გვაგდებენ ახალგაზრდებს. (იცინიან) არა, მართლა, ძალიან მიჭირს დროში ჩატევა. სერიალის გარდა, თეატრშიც ვარ და ოჯახისთვის მართლა ცოტა დრო მრჩება. არ ვიცი, რატომ და როგორ მოხდა, მაგრამ ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ჩვენს თაობაში ახალგაზრდებმა ძალიან ადრეული ასაკიდან დაიწყეს მუშაობა და ყველა, განურჩევლად სქესისა, რაღაცნაირად ახერხებს ამ დროის გადანაწილებას, მათ შორის მეც. თან ეს ისეთი სამსახური კი არ არის – გოგო ერთი ყავაში ჩამიხედე, – სრულად ხარ დატვირთული. ეს კარგია, მაგრამ ერთი მხრივ გარკვეულ დეპრესიებსაც იწვევს. გადაღლა, უძილობა, ცუდად მოქმედებს, მაგრამ მუშაობა მაინც ძალიან მიყვარს. ოჯახი – ეს ხომ აბსოლუტურად სხვა სამყაროა კიდევ.

– საბოლოოდ, სად გინდა მიხვიდე?

– რა თქმა უნდა, მიზანი არის – ჩემს კარიერაზე, ჩემი შვილის მომავალზე ზრუნვა. ისევე როგორც ყველას, მეც მინდა ვიყო წარმატებული, მხოლოდ და მხოლოდ ამ პროფესიაში, რადგან ჩემი საქმე ძალიან მაგრად მიყვარს. თეატრში, სადაც ვარ, საერთოდ არ მიხდიან კაპიკს, მაგრამ ეს საქმე ისე მიყვარს, ისე მსიამოვნებს, რომ მზად ვარ, დროებით მაინც უფასოდ გავილაშქრო.

– ყველაზე მეტად მაინტერესებს მობილური ტელეფონი რატომ არ გაქვს?

– მაქვს, მაგრამ სახლში. (იცინიან) ვეცდები ზუსტად აგიხსნა, რატომ არ ვატარებ ტელეფონს. ეტყობა, მაინც სუსტი ადამიანი ვარ და ნივთების მიმართ გარკვეული დამოკიდებულება მიჩნდება. იგივე მიზეზით შეიძლება, არასდროს ვიყიდო მანქანა. აი, ვთქვათ, ჯიბეში მიდევს ტელეფონი და ქუჩაში მივდივარ. მთელი ჩემი კონცენტრაცია და ყურადღება გადატანილი მაქვს ჯიბეზე, სულ ზედ ვიყურები და დაძაბული ვარ, ვინმე ხომ არ მირეკავს, მესიჯი ხომ არ მოვიდა... ხომ შეიძლება, სხვა რაღაცას მიაქციო ყურადღება, ვიღაც ეცემა, მოხუცს ქუჩაზე გადასვლა უჭირს, ვიღაცეები ჩხუბობენ და მიეხმარო. არა, შენ მხოლოდ ჯიბესთან არსებულ პატარა ოთხკუთხედ მონაკვეთზე ფიქრობ, მეტზე არაფერზე. მერე, სადღაც რომ მიხვალ და თუ „მისდ ქოლი“ დაგხვდა, იმაზე იწყებ ნერვიულობას, გაქვს თუ არა ანგარიშზე, რომ მას გადაურეკო, რომ „იმან“ არ ინერვიულოს – რატომ არ უპასუხე და ასე დაუსრულებლად. როდესაც ტელეფონი არ გაქვს, „იმან“ იცის, რომ ისედაც შეუძლებელია შენთან დაკავშირება და აღარც ნერვიულობს. ანუ ყველაფერი ერთმანეთს ებმება.

– საქართველოში პოპულარობა ძალიან უცებ მოდის, პატარა ქვეყანაა, ქალაქი – მით უმეტეს და როგორ გრძნობ თავს, როდესაც ქუჩაში გადიხარ და ყველა გცნობს?

– გმადლობ, კარგად. მართლა ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. ისე, ბევრი მსახიობისგან გამიგია, რომ პოპულარობა არ უნდა, ოღონდ რატომ, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. თუ მსახიობობა გინდა, პოპულარობაც უნდა გინდოდეს, ეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობაშია ერთმანეთთან. სხვანაირად შეუძლებელია. ეს იმას ჰგავს, მოდელი, რომ ხარ და ამბობ, არ მინდა, კარგი ტანი მქონდეს, ისე, მოდელობა კი მინდაო. მინდა, დაბალი, მსუქანი ვიყო, ცალი ფეხი არ მქონდეს, ოღონდ მოდელი უნდა ვიყოო. (იცინიან) მომწონს ეს სითბო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიქრობს ჩემი პერსონაჟი არც ისე კარგი ბიჭია, ზოგადად ხალხს მაინც ძალიან უყვარს.

– შენს ხასიათში თუ ზის შენი პერსონაჟი?

– რა პროფესიის ხარ, რა გაქვს დამთავრებული? (იცინიან).

– „რუსთავი 2“. გამარჯვებული ხალხის ტელევიზიიდან ვარ.

– შემაშინე უკვე ისეთ კითხვებს მისვამ. რითი მგავს დოლჩე? – ვალი მაქვს. (იცინიან) დოლჩე გამოგონილი ტიპაჟია და შესაბამისად, ვერ მემსგავსება. თავიდან სულ სხვა ტიპი იყო – ჩაფიქრებული, მერე მას რაღაც ფერები შევძინე, ტიპაჟი შეიცვალა და ისეთად ჩამოყალიბდა, როგორსაც დღეს ხედავთ. რაც შეეხება მსგავსებას, ასეთი აფერისტი ნამდვილად არ ვარ...

– და არც მექალთანე?

– (იცინიან) არა, მექალთანე ხომ საერთოდ არ ვარ. არა, აფერისტი არ ვარ და არც ამდენი ვალი მაქვს, მაგრამ რაღაცით ალბათ, მაინც ვგავართ ერთმანეთს, ისევე როგორც შეიძლება მე და შენ, მე და ქეთი-ფოტო ვგავდეთ ერთმანეთს და სხვა. მაინც ჩემი შვილია დოლჩე, ჩემი პირმშო (იცინიან).

– შენს შვილზეც მოგვიყევი, რომელიც საქართველოში ყველაზე პოპულარული ბავშვია.

– პირველი სიტყვა, რაც ჩემმა შვილმა თქვა იყო – მამა. არა, დედასაც ამბობს, ნანასაც და თეფშს, მაგრამ მამა იყო პირველი. კარგი მამა ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. შეიძლება კარგი ვარ, მაგრამ როცა მასთან ვარ. ძირითადად მაშინ ვარ, ბავშვთან, როცა სძინავს, ან როცა უნდა გაიღვიძოს. ჩემზე რაღაც გაფანატება სჭირს. მართლა ძალიან აქტიურად ვუვლიდი. ქართველი კაცები ხომ ასე არიან, ცოლთან შვილს „გააკეთებენ“ და მერე ცოლმა უნდა ზარდოს. ასე არ ვარ, ნამდვილად. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ ჩემი შვილი მე დამიძინებია, ჩამიბანია ტაკო, მიჭმევია, გამისეირნებია და სხვა. არ ვიცი, ამის გამო თუ რისი ბრალია, რომ ჩემზე „ჭედვა“ სჭირს. დედამისიც რომ იყოს სახლში, ჩემთან უფრო უნდა, რომ ტირის მაშინაც. რა მაგარია, იცი?! ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პატარა არსება ატირებული, გაფართოებული თვალებით გიყურებს და შენთან უნდა – შენ მისთვის ავტორიტეტი ხარ. როგორც დავდგები, თორნიკეც მოდის და ისე დგება, თან მიყურებს შემდეგს რას გავაკეთებ.

– ყველამ იცის, თორნიკე ვინც არის.

– მაგრამ არა როგორც ჩემი შვილი. (იცინის) არა, მართლა ძალიან პოპულარულია, ყველა ცნობს, მაღაზიაში, ქუჩაში, აეროპორტში. უი, საბა, პატარა საბა... საბა არა, თორნიკე ვარო, ვერ უთხრა, ამდენი არ იცის.


ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გიორგი კალანდარიშვილი

– საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ხარ. არადა, ეს არის ქვეყანა, სადაც მილიარდობით მოდელია. მგონი, ყველა გოგო მოდელია. გადაშლი ჟურნალს და ვიღაც დუზა მაღაზიშვილი ზის რაღაც გაუგებარ პოზაში და ყვება როგორ გახდა მოდელი. (იცინიან) ამ ფონზე მაინტერესებს, შენ როგორ გაიარე ეს გზა?

– საკმაოდ რთულად. თოთხმეტი წლის ვიყავი და არც მიფიქრია იმაზე, რომ მოდელი ვარ. გადაღება, ჩვენება – ამ ყველაფერს ცოტა ზედაპირულად ვუყურებდი. საბოლოოდ, აღმოვჩნდი იმის წინაშე, რომ პატარა რეკლამა, სადაც შენი მხოლოდ ორი ფოტო სჭირდებათ, პატარა გადაღება ორი დღე-ღამის გათენებას უდრის. მესამე დღეს შიმშილისგან გული შეიძლება, წაგივიდეს და ამაზე არავინ ფიქრობს. ხვდები, რომ ამ საქმეში ბევრი შრომა ჩაგიდია. მერე ეს ამდენი შრომა, გენანება, უკვე უკან ვეღარ გამოდიხარ. მერე იყო ტელევიზიები, სადაც ვმუშაობდი, დაწყებული ახალგახსნილი „202-დან“, „რუსთავი 2-მდე“. მართლა საშინლად რთული გრაფიკი მაქვს – დღეგამოშვებით, ხანდახან ყოველდღე, დილის 5 ან 4 საათზე მიწევს ადგომა. მივდივარ ტელევიზიაში, მერე იქიდან – ლექციებზე...

– გამაჟრიალა დილის ოთხი საათის ხსენებაზე.

– (იცინიან) ლექციებიდან გადაღებაზე უნდა გაიქცე. ხანდახან გადაღება მთელი დღე ან ღამეც გრძელდება. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ გადაღება ისეთ დროს დამთავრებულა, იქიდან პირდაპირ ტელევიზიაში წავსულვარ. ელემენტარულად, დაჯდომის საშუალება არ გაქვს. კიდევ კარგი ახლა თერმოსი-ჭიქა ვიყიდე, რომელიც სულ ჩანთით დამაქვს. შევალ მარკეტში ყავას ჩავყრი, მერე შევალ ბანკში ცხელ წყალს ჩავისხამ, შოკოლადს ვყიდულობ და ასე ვსაუზმობ, ვსადილობ. ამას ისე მივეჩვიე, რომ ორი დღე-ღამე შემიძლია, საერთოდ არ დავიძინო და მესამე დღეს ისევ „ხოდზე“ ვიყო.

– რა არის შენი წარმატების მიზეზი, მომხიბვლელობა თუ შრომის სიყვარული?

– როდესაც ეს საქმე დავიწყე სულ ვამბობდი ამომიჩემეს-მეთქი. არ არსებობდა, სააგენტოში რაიმე ქასთინგზე მოსულიყვნენ, რამე გადაღება ყოფილიყო და იქ მონაწილეობა არ მიმეღო, ყველგან ვიყავი. ნატა სულ მეუბნებოდა. ასე ახასიათებთ რეჟისორებს, ამოიჩემებენ ერთ გოგოს და ყველგან მას იღებენო. ამის გარდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემი შრომისმოყვარეობა. არ არსებობს, რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს გადაღება, დავიწუწუნო. ერთხელ გულიც კი წამივიდა. მერე მისაყვედურეს კიდეც, გეთქვა, ცუდად რომ იყავიო. მაგრამ, არ შემიძლია ასე, ვის აინტერესებს შენი წუწუნი და ცუდად ყოფნა – თავი მტკივა, თავბრუ მეხვევა... ყველას თავისი საქმე აქვს. თუ ცუდად ხარ, წადი სახლში და დაისვენე.

– ახლა რამდენი წლის ხარ?

– ოცდაერთის.

– ასეთი საშინელი გრაფიკი გაქვს, საზარელი. შეიძლება ვიღაცამ ეს წაიკითხოს და თქვას – რა არის 4 საათზე გაღვიძება, სტალინს სამი საათი ეძინაო, მაგრამ ეს მართლა ძალიან რთულია, გამოსცადეთ და მიხვდებით. ამ ფონზე, ყავას რომ ქუჩაში სვამ, პირადი ცხოვრება საერთოდ გაქვს?

– არა, მართლა არ მაქვს პირადი ცხოვრება. კარიერას რომ ვიწყებდი მაშინ ვამბობდი, რა ბიჭები, რა დროს პირადი ცხოვრებაა, საქმეს უნდა მივხედო-მეთქი. ახლა ისეთი დაკავებული ვარ, მეგობრებისთვისაც კი არ მაქვს ხუთი წუთი დრო. თუ სადღაც ნახევარ საათს აღმოვაჩენ, ვინმეს, ვისაც სცალია, ვურეკავ და ვნახულობ. ზუსტად დღეს ვამბობდი, რომ მარტამდე დიდი „გამორთვა“ გამოვაცხადე. ისეთი გადარბენები მაქვს, რომ ყველას ვეუბნები, საერთოდ არ მეკონტაქტონ, მესიჯებზეც კი არ ვპასუხობ არავის. დიდი დრო მიაქვს და მომწონს, რომ ტელეფონი საერთოდ არ გაქვს. (იცინიან) მერე ალბათ, მოვიცლი ამ ყველაფრისთვის, ზაფხულში მაინც ხომ დავისვენებ.

– ალბათ, ძალიან, ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და მათთან ურთიერთობას როგორ ახერხებ? ანუ, გაწუხებენ, არ გაწუხებენ. როგორი დამოკიდებულება გაქვს მათთან?

– საბედნიეროდ, არ არიან ისეთები, რომ ძალიან შემაწუხონ, პირიქით მათ ვუყვარვარ, პატივს მცემენ, დადებითად არიან ჩემს მიმართ განწყობილი და მეც, თავისთავად ძალიან ზრდილობიანად ვიქცევი მათთან და პატივს ვცემ, როგორც პიროვნებას. თუ ოდნავ შემაწუხეს, მერე ვეუბნები, უკვე შემაწუხე-მეთქი და ამას გადასარევად ხვდებიან. ხანდახან ხდება, რომ ზედმეტ ყურადღებას იჩენენ, რაც მარაზმშიც კი გადადის და მართლა ძალიან ვწუხდები.

– ზედმეტად დახარჯული ყურადღების ამბავი მომიყევი.

– (იცინიან) ზოგადად ვიტყვი, ვინმემ რომ საკუთარი თავი არ იცნოს. (იცინიან) მაგალითად, ჩემი სახლის კედლებზე რაღაცეებს წერენ და მერე, მეზობლების რისხვა რომ არ დამატყდეს, მთელი დღე ეს წარწერები უნდა ვხეხო. თუ ყვავილებს გამომიგზავნი მერე მთელი დღე უნდა მირეკო და ასჯერ მკითხო, მომეწონა თუ არა, უკვე მოსაბეზრებელია; ან გამომიგზავნი, სახლში სასმელს ყუთებით, მაშინ, როდესაც ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ, მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს რეგულარული სახე აქვს, თაყვანისმცემლობასთან აღარ გვაქვს საქმე.

– მარტამდე საჩუქრებსაც არ იღებ?

– კი. (იცინიან) სულ ვამბობ, რომ არ მიყვარს ყვავილები, განსაკუთრებით ვარდები. თან, ამას ყველა ინტერვიუში ვამბობ, იქნებ ცოტა გაეხსნათ ფანტაზია და ვარდების მაგივრად გაზეთი გამომიგზავნონ.

– „ლელო“ (იცინიან).

– თუნდაც. რატომღაც ყველას, თან თუ დალიეს და ეს ბიჭები საკმაოდ ხშირად სვამენ, ახსენდებათ კოლმეურნეობის ყვავილების ბაზარი და მეორე დღეს სახლში ვარდებს ვერ ვატევ. მერე ეს ყვავილები ეკლესიაში მიმაქვს.

– ქოთნის ყვავილები თუ გიყვარს?

– არც იმდენად. ერთადერთი ქოთნის ყვავილი მაქვს, იაპონური პომიდორი. ულამაზესი ხეა, რომელიც წელიწადში ერთხელ ექვს ცალ პომიდორს ისხამს.

– ანუ, სალათა ქორქიებში ცნობილი ამბავია?

– აბა რა, რესტორნებშიც ვაბარებთ. (იცინიან) არა, არის არასტანდარტული საჩუქრებიც. ზოგიერთის ფანტაზია ისეთ სიბოროტეში გადადის, რომ საჩუქრის აზრს ვერ ვიგებ. მაშინ, როდესაც საშინლად მეშინია სიმაღლის, რატომ უნდა მოუნდეს ვიღაცას, „ბალოონით“ გამასეირნოს. (იცინიან) ამ დროს როგორი შეგრძნება გაქვს იცი?! ყველა ერთი და იგივეა – ყვავილები, კარგი კოსმეტიკა, სამკაულები.

– ანუ მდიდარი ხარ. ერთი „ვეფხისტყაოსანიც“ უნდა გაჩუქონ და „გამზითვებული“ ხარ (იცინიან).

– ერთი პერიოდი ვხუმრობდი, მაღაზიას გავხსნი და იმ სამკაულებს, რომლებიც არ მომწონს გავყიდი-მეთქი (იცინიან).

– ბოლოს ვინ გიყვარდა?

– არ მყვარებია არავინ, არც ბოლოს არც პირველად.

– მოდი, ახლა ორიენტაციაზე გკითხავ.

– (იცინიან) არა, ძალიან სწორი ორიენტაციის ვარ. ბევრჯერ ყოფილა, ბიჭი მომწონებია, მერე მასაც ყურადღება გამოუჩენია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ან კარგი ბიჭი არ ყოფილა ან მათთვის დრო არ მაქვს... მოხდა ისე რომ დღემდე არავინ მყვარებია.

– ეს არის ტრაგედია ქართულ რეალობაში. წარმატებას გისურვებ მარტიდან. (იცინიან)!


скачать dle 11.3