კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთელთა ლამაზი ცოლების სიმბოლური ნაკრები


რუსეთში ლამაზი ქალების დეფიციტი რომ არ არის, ჩვენი მამების თაობამ ყველაზე უკეთესად იცის. ჰოდა, ყოველი სეზონის ბოლოს რუსი ჟურნალისტები სიმბოლურ „ნაკრებს“ აკეთებენ და მხოლოდ ამით არ კმაყოფილდებიან. მედია სპორტსმენთა ცოლებსა თუ მეგობარ გოგონებსაც დიდ ყურადღებას აქცევს და მათ სიმბოლურ „ნაკრებებსაც“ აკეთებს, მაგრამ ეს მეტად სათუო და სათუთი თემაა, რადგან, როგორც წესი, გემოვნებაზე ყოველთვის დავობენ და, ვისი მეორე ნახევარი უფრო მომხიბვლელია ძნელი გასარკვევია. ალბათ, ამიტომაც, გამოკითხვა ძირითადად მასობრივია და მერე ჟურნალისტებიც თავს იმართლებენ – ესა თუ ის ქალბატონი პირველ ნომრად ჩვენ კი არ დაგვისახელებია, გულშემატკივრებმა აირჩიესო. სწორედ ასე შეადგინეს რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრების წევრთა ცოლებისა თუ მეგობარი გოგონებისგან 2009 წლის სიმბოლური გუნდი და საუკეთესო თერთმეტეულიც ჩამოწერეს.

მოკლედ, გამოკითხვის შედეგებმა საბოლოო სახე რამდენიმე დღის წინ მიიღო და პირველ ადგილზე ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდის, რომან პავლიუჩენკოს ცოლი – ლარისა გავიდა. სწორედ ის ლარისა, 2008 წელს რომ მეფიცებოდა, ქართველები ძალიან მიყვარსო. მოკლედ, როცა პავლიუჩენკო სათამაშოდ ინგლისურ კლუბში წავიდა, სრულიად შემთხვევით, ინტერნეტში ლარისას გადავაწყდი და, ჯერ მორიდებით, მერე კი თამამად ვთხოვე... არა, ცუდი კი არაფერი მითხოვია, მის ქმართან ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე. თავიდან სულ ჟღურტულით დამთანხმდა, მერე კი, ალბათ, როცა ქმარს დაელაპარაკა და „გრუზინზე“ მოახსენა, მაშინვე უარი მითხრა... – რა თქმა უნდა, ისევ ინტერვიუს ვგულისხმობ. მოკლედ, მე და ლარისამ მერეც გავაგრძელეთ ინტერნეტ-მეგობრობა, მაგრამ ნელ-ნელა გაუჩინარდა და ამის მიზეზიც ქმარი უნდა იყოს. რომანს „ტოტენჰემში“ თავიდან საქმეები კარგად წაუვიდა, მაგრამ მერე ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა და ახლა თადარიგში ჯდომით კმაყოფილდება. სამაგიეროდ, ლარისა იქნება გახარებული – მატჩების შემდეგ სხვა ფეხბურთელების ცოლებს შინ დაღლილი ქმრები მისდიან, მას კი – დასვენებული. მოკლედ, გამოკითხვის შედეგები ასეთია:

1. ლარისა პავლიუჩენკო – სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 34 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან ლარისას 8 710 გამოკითხულმა მისცა ხმა (აქედან ერთი ჩემიცაა). შედეგად, მან პირველი ადგილი დაიკავა და, თანაც, როგორ – უახლოეს მდევარს თითქმის სამი ათასი ხმით გაასწრო. რაც შეეხება ფოტოს, რუსები წერენ, ამ ფორმით ლარისამ ქმრის სათადარიგოობას გაუსვა ხაზი და სურათი სკამზე იმიტომ გადაიღოო.

2. ინა ჟირკოვა – იური ჟირკოვმა ლონდონის „ჩელსისთან“ კონტრაქტი ორიოდე თვის წინ გააფორმა და ინამაც ლონდონურ ბუტიკებში გაილაღა. ამბობენ, როცა ინამ პირველი ბრიტანული შოპინგი მოიწყო, ასი ათასი „გაისროლაო“. მოკლედ, ჟირკოვას მეორე ადგილი და 5 480 ხმა ერგო.

3. ნატალია ზარიანოვა – ნატაშა ყველაზე პატარაა დასახელებული ფეხბურთელების ცოლებს შორის, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ საუკეთესო სამეულში მოხვედრილიყო. მართალია, ბოროტი ხმები ამბობენ, ზარიანოვას ფეხები ფოტოშოპში საგულდაგულოდ დამუშავების შედეგია, სინამდვილეში კი ნატალია სხვაგვარად გამოიყურებაო, მაგრამ, ასეა თუ ისე, მას მესამე ადგილი ერგო.

4. ნატალია იგნაშევიჩი – ქალი, რომელზეც ამბობენ, რომ ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს და, ის, რომ მისი ქმარი წლებია, უმაღლეს დონეზე თამაშობს, სწორედ მისი დამსახურებააო. სხვათა შორის, ნატალია სერგეი იგნაშევიჩის სატრანსფერო საქმესაც განაგებს.

5. ევგენია ტორბინსკაია – დმიტრი ტორბინსკის ცოლს ყველაზე ხშირად მარია შარაპოვას ადარებენ და ისიც აშკარად იფერებს. ევგენია საზოგადოებაში თითქმის ყოველთვის დაახლოებით ისეთი სამოსით ჩნდება, როგორიც მაშას აცვია ხოლმე. მეორე მხრივ, ტორბინსკიზე ამბობენ, წინ დიდი მომავალი აქვს და მისი ცოლი მალე ევროპელებს მოხიბლავს, რადგან ფეხბურთელის გაყიდვა რომელიმე ევროპულ კლუბში – დროის ამბავიაო.

6. ლარისა სემშოვა – ყველაფერი გავიგე, მაგრამ ის კი ვერაფრით ავხსენი, რა კრიტერიუმით მოხვდა ლარისა მეექვსე ადგილზე. ქალი, რომელიც არარუსული აღნაგობითა და, ძირითადად, მომრგვალებული ადგილებით გამოირჩევა, იმდენად მსუქანია, რომ მისი სხეულის მხოლოდ ზედა ნაწილი გადაიღეს, დანარჩენი კი ავტომობილში დამალეს.

7. იულია არშავინა – თუ იულია აქამდე ამბობდა, რომ გვარად არშავინა იყო, მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა კონტრაქტი ლონდონის „არსენალთან“ გააფორმა, ქალმა თავისი ძველი გვარი გაიხსენა და ახლა მუდმივად იმეორებს, რომ არა არშავინად, არამედ ბარანოვსკაიად მოიხსენიონ. ინგლისური ჰაერის ჩასუნთქვის შემდეგ, იულიამ ვიქტორია ბექჰემის დიეტაც დაიცვა და თავის მკერდს სილიკონებიც აათვისებინა, მაგრამ, ვიქტორიამდე რომ ძალიან ბევრი უკლია, ალბათ, ყველაზე უკეთ თავად იცის.

8. მარია პოგრებნიაკი – სილიკონთან უცხოდ არც მარია გახლავთ და მკერდთან ერთად ეს ნივთიერება მას ტუჩებზე და ტუჩებშიც აქვს. რაც შეეხება თავად პაველ პოგრებნიაკს, ის „შტუდგარდტის“ ღირსებას იცავს და არცთუ ურიგოდ.

9. კირა გაბულოვა – ამ შემადგენლობიდან მწვრთნელმა გუნდი რომ დააყენოს, კირა, წესითა და რიგით, კარში უნდა ჩადგეს, რადგან მისი ქმარი, ვლადიმერ გაბულოვი, მეკარეა. ოსი კიპერი ძალიან მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა და მისი მეუღლეც პრესასთან იშვიათად ურთიერთობს.

10. მარია ბილიალეტდინოვა – მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ლივერპულის „ევერტონში“ გადასულ დინიარ ბილიალეტდინოვს ვინმე ხომ უნდა წაეყვანა თან და, ამიტომ მეგობარი გოგონა – მარია იახლა. რუსული მედია კი ამბობს, წყვილი მალე იქორწინებსო, მაგრამ თავად ფეხბურთელი აცხადებს, ათი წლის განმავლობაში ცოლის მომყვანი არ ვარო.

11. ოქსანა კოლოდინა – ოქსანა ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა, სანამ ტუჩების დაბერვას გადაწყვეტდა. ახლა თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, ეს, მხოლოდ ერთი შეხედვით – დენის კოლოდინი ოქსანაზე დაქორწინებას არ ჩქარობს.


скачать dle 11.3