ბექჰემს ხელი წაატანეს
იტალიური „მილანის“ ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი ტელეკომპანია „იტალია უნომ“ ერთ-ერთ შოუში მიიწვია სასაუბროდ და ბექზს კითხვებს რამდენიმე ჟურნალისტი უსვამდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, კერძოდ, ელენა დი ჩოჩომ, ფეხბურთელის სასქესო ორგანოსკენ არ წაიღო ხელი. დევიდი აზრზე მაშინ მოვიდა, როცა შეხება იგრძნო, საშინლად გაბრაზდა და დაცვას უბრძანა, აქედან სასწრაფოდ წამიყვანეთო. დაცვამაც ინგლისელი რამდენიმე წამში მანქანაში ჩასვა და შინისაკენ გააქანა.
– ეს ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. დევიდს მიყენებული უსიამოვნებისთვის ბოდიშს ვუხდით, ელენა კი ჩვენთან აღარ მუშაობს, – ასეთია ტელეკომპანიის შეფის განცხადება. რაც შეეხება ქალბატონ დე ჩიჩოს, მან სულ ჟღურტულით აღიარა, რომ ეს შეგნებულად ჩაიდინა.
– იმდენად მომინდა, მისი სხეულის იმ ნაწილს ხელით შევხებოდი, თავი ვერ შევიკავე, ალბათ, ეს რომ არ გამეკეთებინა, მთელი ცხოვრება ვერ მოვისვენებდი, – განაცხადა ელენამ.