ანეგდოტები
***
– ვაა, შენი შვილი შენს ქმარს როგორ ჰგავს?!
– არ თქვა, მე თვითონაც გაოცებული ვარ.
***
საინტერესოა, რომ ყველაზე მეტად სამსახური შვებულებამდე რამდენიმე დღით ადრე გძულს.
***
ორი გურული შეხვდა ერთმანეთს:.
– რაფერაა, ძამა, ქვეყნის საქმე?
– მაი არაა ჩემი საქმე!
– რაფერაა შენი საქმე?
– მაი არაა შენი საქმე!
***
თითქმის ყველა ქალის კარადაში ცხოვრობს არსება, რომელსაც ჰქვია „ჩასაცმელი არაფერია“...
***
ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ინკვიზიტორები ალქაჯებს იმიტომ კი არ წვავდნენ, რომ სძულდათ, არამედ მათ არ ჰყოფნიდათ
ქალის სითბო.
***
სვანმა რეზინის სახელურიანი ფოცხი გამოიგონა, იმ იმედით, რომ ფეხს რომ დააბიჯებდა, თავში რბილად მოხვდებოდა. შედეგად
გამოვიდა, რომ ტარი უფრო მეტი გაქ-ანებით მოხვდა.
***
მედვედევმა დაიჩივლა პუტინთან:
– მე ასე მკაცრად გამოვედი იუშჩენკოს წინააღმდეგ, ტელევიზიებიც მთელი დღე ატრიალებენ, პასუხი კი...
– მე კი ძალიან უცნაური ესემესი მივიღე მისგან: „ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, თასმა გაგეხსნათ...“