ყველაზე ფოტოგენური
ყველა დროის ყველაზე ფოტოგენურ ქალად სპეციალისტებმა ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების მცველის, ეშლი კოულის ცოლი – შერილ ტვიდი აღიარეს. მან უკან ისეთი ცნობილი სახეები და სახელები მოიტოვა, როგორებიც ოდრი ჰეპბერნი, ანჯელინა ჯოლი, პრინცესა დაიანა, მერლინ მონრო, კეტრინ ზეტა ჯონსი, ბრიჯიტ ბარდო და სხვები არიან.
– ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია. როცა ეს შევიტყვე, იმ საღამოს ჩემმა ქმარმა გოლი გაიტანა და ორმაგმა სიხარულმა კინაღამ გამაგიჟა. ეშლი მცველია და გოლები იშვიათად გააქვს, ამიტომ მისი ბურთები ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, – განაცხადა შერილმა.
ისე, როცა ქმარს კვირაში ასი ათას გირვანქას უხდიან, სიხარულით გაგიჟება ხშირად და ბევრი რამისგან შეიძლება.