ორიგინალური რეკლამა
შვეიცარიული ქალთა ხელბურთის გუნდის, „ცუგის“ პრეზიდენტმა ერთ-ერთი მატჩის შემდეგ დაიჩივლა, თუ ჩვენს თამაშებზე გულშემატკივრები არ ივლიან, იძულებული ვიქნები, ხელფასების შემცირებაზე ვიფიქროო. ამ განცხადებამ „ცუგში“ მოთამაშე ქალბატონები ჩააფიქრა და ყველაზე ორიგინალურ გამოსავალს 22 წლის ჟაკლინ პეტრიზმა მიაგნო: ისე, რომ თანაგუნდელთათვის არაფერი უთქვამს, იგი ერთ-ერთი ჟურნალის რედაქციას ეწვია და... გაშიშვლდა.
– ჟაკლინს ჩემთვის რომ ეთქვა, გაშიშვლებას ვაპირებო, ამის ნებას არ მივცემდი, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლი. მით უმეტეს, რომ გუნდის თამაშებზე გულშემატკივარმა აშკარად იმატა, – განაცხადა „ცუგის“ პრეზიდენტმა.