იარიჩმა ლიმას არ „უღალატა“
ვისაც ადრიანა ლიმა ერთხელ მაინც უნახავს, ძნელია მისი სახე თუ სხეული დაავიწყდეს. ორი თვის წინ ადრიანა დედა გახდა და შოუბიზნესს დროებით ჩამოსცილდა, მაგრამ ამბობენ, ლიმა ფორმაში მალე ჩადგება და, როგორც პოდიუმს, ისე ჟურნალების ყდებსაც დაუბრუნდებაო. ლიმას შვილის მამა და, შესაბამისად, ქმარი, სერბი კალათბურთელი, მარკო იარიჩი გახლავთ. იმისთვის, რომ ცოლთან ახლოს ყოფილიყო, მარკომ ამერიკულ „მემფისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, ხელშეკრულება მადრიდის „რეალთან“ გააფორმა და ესპანეთში დასახლდა. გასულ კვირას კი იგი და ლიმა „არმანის“ საღამოზე იტალიაში მიიწვიეს, მაგრამ ადრიანამ წასვლა ვერ მოახერხა, აქაოდა, შვილს ვერ დავტოვებო. იარიჩი კი მილანში ჩაფრინდა და გაილაღა.
როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, იარიჩმა საღამოზე თანამემამულე, მოდელი ინა სენიჩარი დაითრია და მთელი საღამო გვერდიდან არ მოშორებია, ხოლო, როცა სტუმრები დაიშალნენ, მარკომ ინა სასტუმრომდე მიაცილა, ნომერში აჰყვა და... იქიდან ხუთ წუთში გამოვიდა. მედიის აზრით, იარიჩმა ლიმას არ უღალატა, რადგან, ელემენტარულად, დროში ვერ ჩაეტეოდა, მაგრამ იმას კი ამბობენ, დიდი შანსია, ადრიანას ქმარმა რქები მალე დაადგასო.