ანეგდოტები
***
სვანი შეყვარებულს შეხვდა.
– მაიზერ, ჩვენ მალე...
– სახლი გვექნება? შენ სახლი იყიდე?
– არა, არა ჩვენ მალე...
– მანქანა? მანქანა იყიდე?
– არა, არა, მომისმინე... მე საფენები, საჩხაკუნოები, ვიყიდე... ახლა ხვდები, რაშია საქმე?
– ააა მივხვდი, ჩვენ საკუთარი ბიზნესი გვექნება!..
***
– სამსახურში რას აკეთებ?
– სახლში წასვლაზე ვფიქრობ.
***
გურულები წყალტუბოში ჩავიდნენ დასასვენებლად. მინერალური წყლის აბაზანის მისაღებად ერთმა სხვებზე ადრე გაიხადა და
წყლის ტემპერატურის გა-სასინჯად ფეხი ჩაყო.
– მოგიხთა?! – მისცვივდნენ დანარჩენები.
***
ვინც ადრე წვება, ის გვიან თხოვდება!
***
ლექტორი ეკითხება სტუდენტს:
– შეუძლია თუ არა სახელმწიფოს, დაგეგმოს მოსახლეობის ზრდა?
– არა, რადგან წარმოების იარაღი კერძო საკუთრებაშია.