კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინფექციებს, შაკიკს, სიცხესა და ხველას ხალხური მედიცინით შეებრძოლეთ


ზამთრის პერიოდში ერთიორად იმატებს გაციების და ინფექციათა გადადების რისკი. ამიტომ აუცილებელია, ქუჩიდან სახლში მისულმა ერთგვარი პროფილაქტიკური პროცედურები ჩაიტაროთ. შინ მისვლისას ცხვირის ნესტოები გამოირეცხეთ მარილისა და ლიმონის წყალხსნარით. კერძოდ, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში ან ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში. პროცედურა არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ ძალიან ეფექტურია.

ძილის წინ მიირთვით ინფექციის საწინააღმდეგო ჩაი, რომელიც შემდეგი წესით უნდა მოამზადოთ:

შავი მოცხარის, პიტნისა და ცაცხვის ფოთლების ერთ სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით, ათი-თხუთმეტი წუთით თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით პატარა ყლუპებით. ამას შეგიძლიათ, მიაყოლოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

ხალხურ მედიცინაში ბევრი რეცეპტი არსებობს, რომელიც ამა თუ იმ დაავადებას სწრაფად და შედეგიანად ებრძვის. გთავაზობთ რამდენიმეს:

* გრიპის დროს ორი სუფრის კოვზ მაყვლის გამხმარ და დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით ადუღებული 500 მილილიტრი წყალი და დაელოდეთ, სანამ გაცივდება. შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი მიიღეთ დღეში ოთხჯერ, პატარა ჭიქით ჭამის დროს.

* სიცხის დროს ორ კოვზ ოხრახუშის თესლს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი. აადუღეთ, გააცივეთ და დალიეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში ექვსჯერ. ეს ნაყენი, ასევე, ძალიან ეფექტურია საშარდე გზების ანთების დროსაც.

* ძლიერი ხველის დროს, შავი ბოლოკი დაჩეჩქვეთ. შეურიეთ თაფლი. გააჩერეთ დაახლოებით 3-4 საათი. შემდეგ გაწურეთ და წვენი დალიეთ დღეში სამჯერ, სადილის კოვზით. ჯობია, ყოველ ჯერზე ახალ-ახალი წვენი მიიღოთ.

* ჰემოგლობინის ასაწევად ორასი გრამი ბროწეულის, ლიმონის, ვაშლისა და ჭარხლის წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ ორასი მილილიტრი სტაფილოს წვენი და კარგად ამოურიეთ. გააჩერეთ ორი წუთი, შემდეგ ჩაამატეთ ასი გრამი მაისის თაფლი და შედგით მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ.

* შაკიკის დროს მდოგვს შეურიეთ კარტოფილის წვენი და დაიდეთ მტკივან ადგილას.

* გასტრიტის დროს 50 გრამ გვირილას, 50 გრამ ბაბუაწვერას და ორკბილას დაასხით დაახლოებით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი. გააცივეთ და ჩაასხით მინის ჭურჭელში. მიიღეთ დღეში 50 გრამი, ჭამის წინ.

* წითელი ქარის დროს, 20 გრამ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 100 მილილიტრი წყალი და აადუღეთ. მიღებული ნაყენის საფენები დაიფინეთ მტკივან ადგილას, დღეში 3-ჯერ.


скачать dle 11.3