მაღალ წნევას საკუთარი ძალებით, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ უმკურნალოთ
მაღალი წნევა დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს. თუ თავს მიხედავთ და გამოიყენებთ წინაპართა მიერ ნაცად ხერხებს, ამ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ.
მაღალ წნევას დაგირეგულირებთ ერთი ჭიქა თეთრი ხახვის წვენისა და ერთი ჭიქა თაფლის ნარევი. ნარევს ასევე ერთი ლიმონის გახეხილი ცედრაც დაუმატეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე დაახლოებით, ერთი საათით ადრე, თითო სუფრის კოვზი. თუ მისი მიღება ჭამამდე დაგავიწყდათ, მაშინ ჭამის შემდეგ – ორი საათის შუალედით. მკურნალობის კურსი ორი თვეა.
გაციების დროს უებარია შემდეგი ნარევი: გააცხელეთ სამასი მილილიტრი წითელი ღვინო, დაუმატეთ ასი გრამი ჟოლოს მურაბა და დალიეთ. შემდეგ თბილად ჩაწექით ლოგინში და გამოშუშდით.
მაღალი წნევის დროს, ერთ ჭიქა ჭარხლის წვენს შეურიეთ ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი, ნახევარი ჭიქა შტოშის წვენი, ერთი ჭიქა თაფლი და ასი გრამი არაყი, კარგად ამოურიეთ და მიიღეთ თითო კოვზი დღეში სამჯერ.
ჰიპერტონიის დროს ერთი პატარა ლიმონი, ნახევარი სუფრის კოვზი ასკილი და ერთი სუფრის კოვზი შტოში გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შეურიეთ ერთი ჭიქა თაფლი და მიიღეთ დილით და საღამოს თითო სუფრის კოვზი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს არ უნდა ჭამოთ ზედმეტად ცხიმიანი საკვები და არც ალკოჰოლური სასმელი დალიოთ.