კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყენებს სონია რაიკელი კოლექციაში „საღეჭი რეზინის ფერებს“


ონია რაიკელს მთელი მსოფლიო ფრანგ დიზაინერად იცნობს, თუმცა, წითურთმიანი ქალბატონი რეალურად პოლონელი ებრაელია. პარიზში დაბადებულ სონიას ეთნიკური წარმომავლობა გარეგნულად საოცრად ემჩნევა, თუმცა მისი მოდა ერთმნიშვნელოვნად ფრანგულია. 17 წლის სონია ქსოვილების მაღაზიაში ვიტრაჟების გამფორმებლად მუშაობდა, სადაც არაჩვეულებრივად გამოჩნდა მისი ნიჭი. ამის შემდეგ სონია ცოლად გაჰყვა იმ ბუტიკის მეპატრონეს, რომელშიც მხოლოდ ელეგანტური სამოსი იყიდებოდა. მოდის სფეროში მისი მოსვლა ძალიან საინტერესო შემთხვევამ გამოიწვია: სონიამ ვერსად იშოვა ნატურალური, ნაზი ქსოვილისგან შექმნილი სვიტერები, რომელთა ჩაცმაც ორსულობის დროს უნდოდა. ამიტომ მან თავის ქმარს სთხოვა, რომ ასეთი ტიპის სვიტერები ვენეციაში მისი დიზაინით შეკერილიყო. ასე შექმნა სონიამ თავისი პირველი საორსულო კაბები და ტანზე მომდგარი სვიტერები, რომლებიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამერიკელებმა „ქსოვის დედოფალი“ შეარქვეს. საყოველთაო პოპულარობა კი სონია რაიკელმა მოიპოვა მას შემდეგ, რაც მისი სამოსი „ელლეს“ ყდაზე იქნა ნაჩვენები. რაიკელი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც ნაკერები და ნაწიბურები სამოსის ზემოდან გამოაჩინა. 80 წლის ასაკში სონია რაიკელი აღარ არის მხოლოდ „ქსოვის დედოფალი“, მისი სამოსი მრავალფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველია. თუმცა, წლების განმავლობაში, მას თავისი ფერებისთვის არ უღალატია: კრემისფერი, ნაცრისფერი, მუქი ლურჯი, ნახშირისფერი... სონია რაიკელს რამდენიმე წიგნიც აქვს დაწერილი, მათ შორის „მოდა A-დან Z-მდე“. ჯერ კიდევ 1980 წელს, დიზაინერი მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურად ჩამცმელთა ათეულში მოხვდა, რაც როგორც რაიკელმა თქვა, ნაქსოვი სამოსის აღიარება იყო. სონიამ დაამტკიცა, რომ ნაქსოვი სამოსი ყველანაირ ტენდენციას უძლებს. მაგრამ ბოლო წლებია, ჩვენების დასრულების შემდეგ, ის ყოველთვის ერთსა და იმავე სამოსში გამოდის პოდიუმზე – შავი ლაბადა მკერდთან ყვავილით, მისი საფირმო სამოსია.

2009-2010 წლის ზამთრის კოლექცია სონია რაიკელის სტილის გაგრძელება იყო, რომელიც მან ბოლო წლებში განსაკუთრებულად შეიყვარა. მოდის კრიტიკოსები რაიკელის მიერ ხელოვნური ბეწვის პალტოებში შემოტანილ ფერებს „საღეჭი რეზინის ფერებს“ უწოდებენ, ესენია: მკვეთრი ვარდისფერი, ცისფერი, ჟოლოსფერი, მკვეთრი ლურჯი... თუმცა ამ კოლექციაში ბეწვი დიდი რაოდენობით არ იყო წარმოდგენილი, მაგრამ ფერებს შიგადაშიგ აუცილებლად ნახავდით. ძალიან რთულია, ექსტრავაგანტურობის ორმოცი წლის გასვლის შემდეგ კიდევ შეძლო რაღაც ახლის თქმა, მაგრამ სონია რაიკელი და მისი შვილი, ნატალი, ყოველთვის ახერხებენ, მათ ჩვენებაზე მისულ მაყურებელს სახეზე ღიმილი მოჰგვარონ, გაახალისონ და გაამხიარულონ. რაიკელმა მოდელებს საშუალება მისცა, რომ მაყურებელთან სამოსით ესაუბრათ: „მე რბილი ვარ, მიყვარხარ და ნაქსოვი კაბა მაცვია“... მოდელი, რომელიც შავი ბეწვის პალტოში იყო გამოწყობილი, ამბობდა: „მე შავი მელა ვარ, მელიასავით გოგო ვარ“... მესამე – „იმიტომ მიკეთია მზის სათვალე, რომ ვარსკვლავი ვარ“... როგორც მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, მოდელებმა ეს ყველაფერი რუსულაქცენტიანი ფრანგულით თქვეს და ისე მომხიბვლელად, რომ თითქმის დაავიწყდათ, ყურადღება სამოსზე გაემახვილებინათ. პირველ რიგში მჯდომი მადამ რაიკელის გამომეტყველებით თუ ვივარაუდებთ, მას სახეზე ასეთი რამ ეწერა: „ჯერ კიდევ შემიძლია გაბრწყინება!“

ფერადი სამოსი, „გავროშული“ შარვლები და ნაქსოვი ჟაკეტები, ულამაზესი შლაპები და ბეწვით გაფორმებული ელეგანტური პალტოები ზამთრის სეზონზე თქვენს განსაკუთრებულობას კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს.


скачать dle 11.3