ანეგდოტები
***
– რავა ჩეიარა, ბუჯო, შენმა ქორწილმა, მაგრათ? მაგარი საჩუქრები მოგიტანეს, სიმონ?
– ყველაზე ნაღდი საჩუქარი, სიმონ, ნათლიაჩემის იგი რომაა, დეიდაშვილის მამიდაშვილი, სიმონ, იმან გამიკეთა, ბოიშვილი ვიყო.
– რაი გაჩუქა ამფერი, შე ჩემანალა, მაგ ჩემანალამ?
– რაი, სიმონ და, ჩემი სიდედრი მოწონებია ნამეტნავად, მაგ გამოსირებულს და არ მოუტაცნია, ბუჯოო?!
***
საოცარია, მტვერსასრუტების ასეთი მრავალსახეობის მიუხედავად, ალქაჯები მაინც ცოცხით დაფრინავენ.
***
გურული გასვენებაში ჩავარდა კახეთში. გადახედა სუფრას: აქეთ ხაშლამა, მწვადები, იქით – შილა... რა გინდა, სულო და გულო...
და აღტაცებულმა წამოიძა-ხა:
– ა, ბიჯო, ხალხი! ა სუფრა! მკვდარს რა უნდა გურიაში?! მკვდარი სულ აქ უნდა იყოს, ძამა, კახეთში!
***
ნარკომანი რადიოს უსმენს:
– ჩრდილო-აღმოსავლეთის ძლიერი ქარი...
– ვაა, ტო... იკუშას ბაითს ისევ ავცდები...
გამოცანა:
– ქეთის ორი ვაშლი აქვს, თიკას – ორი ნესვი. რომელი გოგონაა უფრო მიმზიდველი?