კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გაიცნობს სუხიტაშვილების მამა მარინა ბერიძეს და რატომ ატირებდა ის სახლში მყოფ მომღერალ „გნოლებს“


„ამ ბავშვების მამის“ გაცნობის სურვილი პირველად ქალბატონ მარინა ბერიძეს გაუჩნდა. მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა, ლევან, გიორგი და ნინი სუხიტაშვილების მამამ, მისი და მასთან ერთად, მთელი საქართველოს გაცნობა ვერ მოახერხა. თუმცა, არც ესაა პრობლემა, რადგან ბატონი ნუკრი მოსკოვიდან საქართველოში ხშირად ახერხებს ჩამოსვლას. ინტერვიუ ისეთი იუმორით წარიმართა, როგორსაც ლევანისა და გიორგის მამისგან მოველოდი.


ნუკრი სუხიტაშვილი: ძალიან ადრეულ ასაკში მომიხდა ოჯახის შექმნა. თექვსმეტი წლისა დავქორწინდი, ბავშვი კი არა, ძალიან ბავშვი ვიყავი. არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვცხოვრობდით, მართლა გვიჭირდა მე და ჩემს მეუღლეს. მაგრამ, ერთი რამის თქმა შემიძლია დანამდვილებით, სიყვარულზე აგებული და შექმნილი ოჯახი ოპტიმიზმითაა სავსე. მას ვერც გაჭირვება მოერევა და ვერც ვერაფერი. ასე ერთად და წვალებით მოვედით დღემდე.

– თქვენი ცხოვრებაც მუსიკასთან არის დაკავშირებული?

– დიახ. რაც თავი მახსოვს სულ ვმღერი და, თან სულ ვსწავლობ. მუსიკოსი სულ უნდა სწავლობდეს, როგორც კი გაჩერდები, გაიყინები. თან არ ვარ პროფესიით მუსიკოსი, განათლება არ მიმიღია, ამის არც დრო მქონდა და არც საშუალება. სხვა კუთხით დავიწყე მუსიკის შესწავლა. თავიდან ცეკვის ანსამბლებში გარმონზე ვუკრავდი, თან ვმღეროდი. გარდა ამისა, თითქმის ყველა ქართულ ხალხურ საკრავზე ვუკრავ – ჩონგურზე, ჩანგზე, ფანდურზე, ჭიანურზე, სალამურზე. ყველაფერზე ვუკრავდი. მერე ისე მოხდა, რომ სოფლიდან თბილისში წამომიყვანეს იმისთვის, რომ ერთ-ერთი ტექნიკუმის ანსამბლში დამეკრა და პარალელურად, ამ ტექნიკუმში ჩამაბარებინეს. ეს იყო და ეს. წარმოიდგინე, რა ცუდია, ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ და რისი სწავლის სურვილიც ყოველთვის მქონდა, ეს ვერ შევძელი. ამიტომაც ახლა სულ ვსწავლობ, სულ „ვიპარავ“ ვიღაცეებისგან რაღაცას.

– თუმცა, ამ სფეროში ნიჭი მაინც უფრო მნიშვნელოვანია.

– რა თქმა უნდა. ამდენწლიანი მუშაობის დროს რამდენი კონსერვატორიადამთავრებული მინახავს, რომელიც ახლოსაც კი არ იყო მუსიკასთან. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, უბრალოდ, დრო იყო ისეთი – თუ გოგო კარგი ოჯახიდან იყო და სხვა, აუცილებლად კონსერვატორიაში უნდა ესწავლა... თავიდანვე ხალხურ მუსიკაში ვიყავი, მაგრამ არასდროს მქონია ამორჩეული კონკრეტული ჟანრი, რომელსაც უნდა „მივწოლოდი“ – უხეშად რომ ვთქვა. ბავშვებსაც ამას ჩავჩიჩინებდი პატარაობიდან, რომ მაქსიმალურად მრავალჟანრობრივები ყოფილიყვნენ, არ ჩაკეტილიყვნენ ერთ ჩარჩოში. ათასნაირი პუბლიკა არსებობს, რომელსაც მუსიკოსი უნდა მოერგოს. ეს ალბათ, ჩემი გამოცდილებიდან მომდინარეობს. ჩემი შვილებისგან განსხვავებით, სხვა გზა მქონდა არჩეული, ფულის შოვნაზე ვიყავი გადასული. სიღარიბეში ვცხოვრობდით, ცოლი ადრე მოვიყვანე, შვილები მყავდა, მათ შენახვა უნდოდა. მაგრამ, არავითარ შემთხვევაში არ მინდა ისე გაიგოთ, რომ ოჯახმა ჩემს ნიჭს ხელი შეუშალა და რომ არა ისინი, უფრო წარმატებული ვიქნებოდი. პირიქით, ყოველთვის მათთვის ვაკეთებდი ყველაფერს და ახლაც ასეა. უბრალოდ, ყველაფერს ბედიც უნდა – ვერ შემამჩნიეს და მორჩა. არადა, ბევრჯერ იყო შემჩნევის მომენტი, უამრავ ადამიანს მოუსმენია როგორ ვმღერი და ვუკრავ. ძალიან ბევრი ტალანტი იკარგება ასე. დედაჩემი და მამაჩემი უნიკალური ხალხია, მათგან მოგვყვება ჩვენ ეს ნიჭი. დედაჩემი რომ მღეროდა, თბილისიდან ჩამოდიოდა ხალხი მის მოსასმენად. ახლა რაღა აამღერებს ისეთ დღეშია ქალი, ახალგაზრდა ძმა დამეღუპა. უსასწაულესი მომღერალი იყო, სასწაული მოქართულე. ის სიმღერები, რომელიც დედაჩემისგან ვიცი, არსად მომისმენია.

– როგორი იყო თქვენი გზა, მოსკოვში როგორ აღმოჩნდით?

– სულ მუსიკაში ვიყავი, არანაირი სხვა ბიზნესი არ მქონია. ერთადერთი, ხილი მოგვდიოდა კარალეთში, ვაშლი გვქონდა და იყო ხოლმე ამის გაცვლა-გამოცვლა. დანარჩენი რა, სულ ჩემი მუსიკით გაგვქონდა თავი – ქორწილები იყო, რესტორნები. მერე წავედი რუსეთში. ქალაქ ომსკში ერთ ძალიან კარგ პიროვნებას ქართული რესტორანი აქვს, სადაც სამუშაოდ მიმიწვია. ახლა მოსკოვში ვარ. ბოლოს და ბოლოს ჩამოვალ ისევ, ჩემი ოჯახის გარეშე რად მინდა საერთოდ რამე. ნელ-ნელა ბიჭებიც ფეხზე დგებიან და მინდა მათ გვერდით ვიყო. მართალია, წელიწადში ორ-სამჯერ ჩამოვდივარ, მაგრამ ეს ცოტაა.

– ბავშვებზე მიამბეთ, როდის აღმოაჩინეთ მათი ნიჭიერება?

– გიორგიზე ვიტყვი, რომ არაჩვეულებრივად ნიჭიერი იყო. ცხრა თვის ასაკში მელოდიას მღეროდა, გიჟად ვიყავით, მეზობლები შემოდიოდნენ მის სანახავად. დამერწმუნეთ, გაბუქება ნამდვილად არ მიყვარს, საოცარი ნიჭის პატრონია, უნიკალური ხმა აქვს. ჩემს შვილს რეკლამას არ ვუკეთებ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ის მაგარი „მასალაა“ და თუ ვინმე დაინტერესდება და მასში ფულს ჩადებს, თუნდაც ევროპულ ბაზარზე გაიყვანს, ორ-სამ წელიწადში სამმაგს ამოიღებს. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, საოცრად მშრომელია.

– „ჯეოსტარს“ ალბათ უყურებდით?

– რა თქმა უნდა. გიორგისთან მაინც ნაკლები შენიშვნა მქონდა, სოფლად გაზრდილი ბიჭის კვალობაზე ყველა ჟანრს ძალიან კარგად ასრულებდა. ნინოს გაცილებით მეტ შენიშვნას ვაძლევდი, თან პატარაც არის. ხუთ-ექვს წელიწადში მისგანაც არაჩვეულებრივი მომღერალი დადგება. თუმცა, ბავშვობიდან ნინო, გიორგის მსგავსად, ნიჭიერი ნამდვილად არ იყო. გიორგის ნებისმიერი თემა მიეცი – გაგიკეთებს, თავს მოიკლავს და გააკეთებს. უფროსი ბიჭიც მყავს, ლევანი, რომელიც რეალურ შოუმდე ჯგუფში მღეროდა. ძალიან მაგარი რეპერი იყო, იმდროინდელ საქართველოში მაგარ „ცვეტში“ იყო ეს ჯგუფი. (იცინის) ლევანს ძალიან ტკბილი, უტკბილესი ხმა აქვს. ძალიან მომწონს და სულაც არ მიკვირს, რომ საკუთარი ნიჭის წარმოსაჩენად ჩემმა შვილებმა ასეთი გზა აირჩიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილები ცუდს და არასწორს არაფერს გააკეთებენ. როგორც საკუთარი თავის, ისე მჯერა ჩემი მეუღლის, რომელიც უნიჭიერესი გოგოა. სხვათა შორის, ერთი პერიოდი, როდესაც „კავეენობის“ ბუმი იყო საქართველოში, ცხინვალის ინსტიტუტის ფილიალის „კავეენის“ გუნდს მე ვამზადებდი. როდესაც მუსიკას ვარჩევდით, გვჭირდებოდა გარითმული, სახალისო მოკლე ლექსები. ჩემს მეუღლესთან ტელეფონზე ვეკიდე – ვეტყოდი თემას, ასეთი სიტუაციაა, ასეთი პიროვნებაა, ნახევარ საათში ლექსი მომაწოდე-მეთქი და ნახევარ საათში ლექსი მზად იყო. უნიჭიერესი გოგო მყავს ცოლად, არაჩვეულებრივი მეუღლე. მაგალითად, ერთხელ დაწერა ლტოლვილებზე – „ცხინვალიდან ოთხი წლის წინ აგვყარეს, გონზე მოსვლა მათ ჩვენ არ დაგვაცადეს, ჩვენც ძალიან თავი არ გამოვიდეთ, გორის ქუჩებს სურდოსავით მოვედეთ“. მუსიკის მხრივ კი სახლში როცა ამდენი მომღერალია, ის სიმღერას რას გაბედავს, მაგრამ სმენა აქვს. (იცინის) კი არ ვჩაგრავთ, მაგრამ ჩემს მეუღლეს „ვანის“ მომღერალს ვეძახი. ერთხელ ოთახში ვარ, ის აბაზანაში რაღაცას რეცხავს. იცოდა, რომ უნდა წავსულიყავი, მეც წასვლის იმიტაცია გავაკეთე და მას ჰგონია, სახლში არ ვარ. დაიწყო ღიღინი. უკნიდან მივეპარე და გადაირია, რატომ მისმენდიო. (იცინის) ცუდად არ ღიღინებდა, მაგრამ ჩვენთან შედარებით მაინც... (იცინის).

– როგორ იზრდებოდნენ ბავშვები, ცელქები იყვნენ?

– საკმაოდ. ბავშვობიდან საოცარი იუმორი ჰქონდათ და ეს არც მიკვირს. ჩვენი ოჯახი, ცნობილია თავისი იუმორით. საშინლად ცელქები იყვნენ. მახსოვს, ერთხელ ქორწილიდან მოვედით, ოთხი კაცი ვმუშაობდით. წარმოიდგინეთ, რამხელა ნდობა იყო – ქორწილიდან რესტორანში წავედით, ვიქეიფეთ, ქორწილში აღებული საერთო ფული ერთ ჩანთაში ეყარა, რომელზეც მითხრეს, ხვალ გავიყოთო და სახლში გამომატანეს. დილით ვიღვიძებ და რას ვხედავ?! ჩემი ლევანი ჩანთაში ჩამძვრალა, ამოუღია ეს ამოდენა ფული, სულ დაუხევია, ამ დახეული ფულების შუაში ჩამჯდარა და ერთობა. ზოგიერთზე, ბოდიში თქვენთან და დაფსმულიც იყო. (იცინის) რომ დავინახე, გული კინაღამ გამისკდა. ხელი არ მომიკიდია მისთვის, ბიჭები მოვიყვანე და ვაჩვენე აი, რა ქნა ჩემმა შვილმა, დროზე რომ არ ვიყოფთ ფულს იმის ბრალია-მეთქი. მერე კი დავაწებეთ – აბა, რა უნდა გვექნა?! საოცარი ენა და იუმორი აქვს მამაჩემს, სოფლის კოლორიტია. გარეთ გავა თუ არა, იმ წუთასვე სამარილესავით ხალხის შუაში უნდა აღმოჩნდეს, ყველა ელოდება, რომ რაღაცას იტყვის.

– ნახავდით ალბათ, როდესაც მარინა ბერიძემ თქვა მამათქვენი გამაცანითო. ალბათ, როგორი საამაყოა, როდესაც ასეთი შვილები გყავს.

– რა თქმა უნდა. მინდა მარინა ბერიძეზე ორი სიტყვით გითხრათ, რომ სასწაული ქალია. ასეთ ხალხს, როგორიც საქართველოში ცხოვრობს, რომ გაუძლო და მათთან პრინციპულობა გამოიჩინო, გმირობის ტოლფასია ნამდვილად. მარინა ბერიძე მოვლენილია იმისთვის, რომ სიმართლემ იზეიმოს. თუ ადამიანს მიანდე ეს საქმე, და იცი, რომ მუსიკათმცოდნეა და ეს საქმე კარგად იცის, მაშინ უნდა დაიჯერო კიდეც მისი. მართლა მაგარი ქალია და რომ ჩამოვალ აუცილებლად გავიცნობ.

– ისევ ბავშვებს დავუბრუნდეთ...

– ახლა გამახსენდა ერთი ამბავი. გიორგიმ გორში საბავშვო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და ჯილდოდ ოცდაათი ლარი მისცეს. ისეთი პერიოდი იყო, უფულობა, უშუქობა, უბენზინობა... რა თქმა უნდა, ფესტივალიდან წამოვედით და ბავშვს გზაში ეს ფული წავართვი. რა მექნა აბა?! ფული არ მქონდა და ბენზინი. (იცინის) ეს მომღერალი „გნოლი“ სულ ტირილ-ტირილით ავიდა სახლში და ერთი სამი-ოთხი წელიწადი მაინც წარამარა იმეორებდა, ჩემი ოცდაათი ლარი რატომ წამართვიო. (იცინის) ისე სახლში, მათ გვერდით რომ არ ვყოფილიყავი, შესაძლოა, გიორგი სულ სხვა „რელსებით“ წასულიყო. საოცრად მოუთვინიერებელი ბავშვი იყო. მისი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა ერთი გარემოების შემდეგ. ძალიან ცუდად მყავდა, რასაც საშინლად განიცდიდა. მერე უკვე საბოლოოდ კარგი შედეგები რომ მივიღეთ, ხასიათიც შეეცვალა. თორემ გიორგი სახლიდან გადიოდა, ვითომ სკოლაში მიდიოდა და თვეობით არ შედიოდა იქ. მიუხედავად ყველაფრისა, შვილებთან მკაცრი არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის ვმეგობრობდით, ვუგებდით ერთმანეთს, ვმღეროდით და პრობლემებიც გვავიწყდებოდა.

– რძლებით როგორი კმაყოფილი ხართ?

– აუ, ძალიან. მართალია, ჩემი სიბერე ჯერ შორს არის, გადასარევად ვეგუები მამამთილობას და ბაბუობას. ისე, რძალ-დედამთილობაზე თუ გაგვიგია, თორემ აბა რძალ-მამამთილობის ცუდი გაუგია ვინმეს?! თუმცა, არც ჩემი ნანაა ისეთი, რომ რძლებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდეს. გადასარევად არიან ერთმანეთთან. ჩემი უფროსი ბიჭი ახლა ოცდაცხრა წლის გახდება და ჩვენ ორმოცდაშვიდი წლის ვართ, ამიტომ მათი გაგება არ გვიჭირს ნამდვილად.

– კლასელი იყო თქვენი მეუღლე?

– არა, „პაჩწი“ ერთი სოფლიდან ვართ. გარეჯვარი და კარალეთი გადაბმული სოფლებია. პატარები ვიყავით, იქით კინოში გადავდიოდით, ინდურ ფილმებს ვუყურებდით. სიმართლე გითხრათ, ჯერ სხვა გოგო მომწონდა და მის გამო გადავდიოდი, მერე ნანა რომ დავინახე, ეს რა ლამაზი გოგოა-მეთქი და ის სულ დამავიწყდა. წარმოიდგინეთ, მაშინ თოთხმეტი წლისანი ვიყავით. რა დროს ჩვენი ეგენი იყო, პიონერობასა და კომკავშირლობაზე უნდა გვეფიქრა. ერთ დღესაც მოვკიდე ხელი და წამოვიყვანე. ასე მოვდივართ და მოვდივართ. მაგრამ ჯერ სად ხართ?! მთაში იციან ხოლმე თქმა, დოლი დაიწყოო. ცხვრები, რომ ბატკნების გაჩენას იწყებენ, ამას უწოდებენ დოლს. ასე რომ, ახლა ჩვენთან იწყება დოლი.


скачать dle 11.3