კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ნახა მატრიარქატი გიორგი გურგულიამ და რისი უნდა ეშინოდეთ ქართველ მამაკაცებს


ისეთი მამაკაცურია, ცოტა უხერხულიც კი იყო, მეკითხა, როდისმე „ქალის ტყავში“ ხომ არ ყოფილხარ-მეთქი. მაგრამ, მაინც გავრისკე და გიორგი გურგულია საკუთარ და საპირისპირო სქესზე სასაუბროდ გამოვიწვიე. რისკი მაინც ღირსეული საქმეა და მის ინტერვიუში თავად წაიკითხავთ, რაში გაუმართლა ქართველ მამაკაცს, გვერდით ქართველი ქალი რომ უდგას. ვის-ვის და, გიორგი გურგულიას ნამდვილად გაეგება ამ საქმეში სხვაზე მეტი.


გიორგი გურგულია: გამიმართლა თუ არა, კაცად რომ დავიბადე?! რა თქმა უნდა, გამიმართლა. მუდმივად ამის განცდა მაქვს. ქალობა რომ უფრო ძნელია, ამას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება, თუმცა, არც კაცობაა ადვილი, მით უფრო – საქართველოში. ვისაც შარვალი აცვია, ყველა კი არ არის კაცი. კაცობას თავისი პრინციპები და სირთულეები აქვს. კაცს მეტი მოეთხოვება ყოველთვის და ყველაფერში, მაგრამ ქალად ყოფნა მაინც უფრო ძნელია. ყოველ შემთხვევაში, კაცს მშობიარობა მაინც არ აქვს გადასატანი (იცინის).

– მიგაჩნიათ, რომ ქალი და მამაკაცი რადიკალურად განსხვავებული არსებები არიან?

– რა თქმა უნდა. განსხვავებულები არიან როგორც ფიზიოლოგიურად, აგებულებით, ისე ცნობიერებით და მათზე დაკისრებული ფუნქციებით. ქალს სხვა ფუნქცია დააკისრა ღმერთმა, კაცს – სხვა. ამიტომ ვერაფრით წარმომიდგენია, ქალი როგორ უნდა ვყოფილიყავი. რატომღაც მგონია, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ვიქნებოდი.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე მიჭირს უარის თქმა. სუსტი ნებისყოფა მაქვს. (იცინის) საერთოდაც კაცები უფრო უნებისყოფოები ვართ, ქალებთან შედარებით. ქალს მეტად შეუძლია საკუთარ თავს რაღაც აუკრძალოს.

– ეტყობა, მთლად ასეც არ არის საქმე, თორემ მსუბუქი ყოფაქცევის ქალების დეფიციტი იქნებოდა.

– (იცინის) ჰო, ალბათ. საერთოდ მე მიმაჩნია, რომ თუ ქალი არ დგას თავის სიმაღლეზე, ეს მამაკაცის ბრალია. დღეს რომ ქალები ასე გააქტიურდნენ, ამაშიც მამაკაცებს მიუძღვის ბრალი. როცა კაცს თავისი ადგილი არ უკავია, ოჯახში იქნება ეს, თუ საზოგადოებაში, უნდა იცოდეს, რომ მის ადგილს დაიკავებს ქალი, რომელიც თანდათან კაცს დაემსგავსება. ცოტა ხანი ამერიკაში ვიცხოვრე და იქაური ქალების სამოცდაათი პროცენტი კაცივით არის. გარეგნობითაც ჰგვანან მამაკაცებს და საქციელითაც, აღარაფერს ვამბობ აზროვნებაზე. ეტყობა საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ყოველწუთიერი ბრძოლა და თავდაუზოგავი შრომა თავისას შვრება. ევროპაშიც არ არის უკეთესი მდგომარეობა. მანქანის საჭესთან ქალია, გვერდით ქმარი უზის ბავშვით. მიიყვანს სამსახურში, მერე გამოუვლის და წამოიყვანს სახლში. ბავშვებს კაცი უვლის, კერძებს კაცი ამზადებს, ჭურჭელსაც კაცი რეცხავს. (იცინის) მე უკვე მეშინია, რომ ამ ყველაფერთან ერთად მატრიარქატი არ მოვიდეს და კაცმა საბოლოოდ არ დაკარგოს თავისი ჭეშმარიტი ფუნქცია და მართვის სადავეები.

– ქართველი კაცები ჯერ ამ დონეზე არ არიან, ჯერჯერობით უმართლებთ, ან, ქართველი ქალები ვართ ლიბერალები.

– ჯერ იმიტომ არ ვართ ამ დღეში, რომ აზიასთან ვართ ახლოს, სადაც ქალსა და მის უფლებებს ცოტა სხვანაირად უყურებენ. ამერიკას სხვა ფასეულობები აქვს და სხვა სიმბოლოები. ჩვენ გვყავდა ამირანი, იგივე პრომეთე, ამერიკაში კი პირდაპირ ქალს უჭირავს ცეცხლიანი ჩირაღდანი. თავისუფლების ქანდაკება არის ქალი და ამით ბევრი რამეა ნათქვამი. ამერიკაში რომ ჩახვალ, ნახავ, რომ იქ უფლებებით პირველ ადგილზეა ქალი და ბავშვი, მერე ძაღლი და ბატი და, სადღაც, მეოთხე ადგილზე ძლივს დგას მამაკაცი. გეუბნებით, იქ უფლებებით, კაცი ცხოველზე უკან არის. იყო შემთხვევა, ჩემს იქ ყოფნაში, კაცმა საკუთარ ბატს ფეხი ამოარტყა – ბატმა უკბინა და გაბრაზდა. მეზობლებმა მაშინვე დარეკეს პოლიციაში და ის საცოდავი, საკუთარი ბატის შეურაცხყოფისთვის დაიჭირეს. (იცინის) კი, ცივილურობა აუცილებელია და ქალის უფლებებიც დაცული უნდა იყოს, ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ მე ცოტა მაშინებს ქალის მამაკაცთან ბოლომდე გათანაბრება – ამით ქალიც დაკარგავს თავის პირდაპირ დანიშნულებას და ქალურობას.

– ანუ, ისევ ჩვენზე ზრუნავთ.

– რა თქმა უნდა. ქალის მოვალეობაა ბავშვების გაჩენა და აღზრდა, ოჯახში სიმშვიდის შექმნა, შთამომავლობაზე ზრუნვა. კაცი კი მონადირეა, რომელმაც სარჩო უნდა მოიპოვოს და თავისი ოჯახი დაიცვას – ასე დააწესა ღმერთმა. ეს არის ნორმალური.

– კი მაგრამ, სადმე კიდევ არიან მონადირე მამაკაცები, რომლის გვერდითაც ქალი თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობს?

– როგორ არ არიან! ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აღარ იყვნენ. ზოგი თუ ვერ „ნადირობს“, ეს მთლად მისი ბრალიც არ არის. სამწუხაროდ, საქართველოში უმუშევარი კაცების რიცხვი უფრო მეტია. რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ქართველმა კაცმა, ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობამ, ფუნქცია დაკარგა. ყველას არ შეუძლია სავაჭრო სექტორში დამკვიდრება.

– ზოგსაც მშენებლობაზე შრომა ეთაკილება...

– ეგეც არის. ამერიკაში მთავარია, სამუშაო გქონდეს და უსაქმოდ არ იყო, მნიშვნელობა არ აქვს, რა სამუშაო იქნება. თუ დღეს დამლაგებელი ხარ, ეს არაფერს წყვეტს. იმიტომ რომ, შეიძლება, ხვალ პრეზიდენტი გახდე. კიდევ რა არის, იცი? იქ ყველა სწავლობს. ყველას აქვს სწავლისა და წინსვლის სურვილი, 80 წლის კაცსაც კი. სანამ ქართველებიც არ მივხვდებით იმას, რომ სწავლა ყოველთვის შეიძლება და კვალიფიკაციის ამაღლება ყველას სჭირდება, ახალგაზრდასაც და ხანში შესულსაც, მანამდე არაფერი გვეშველება. ქართველები სხვანაირად ვაზროვნებთ, მაგრამ, არ მოვა ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ვიღაცა, ას მილიარდს აჩუქებს, ისიც დაგვირიგებს თითო-თითო მილიონს ყველას და ვიცხოვრებთ არხეინად. ჯერ ერთი, არავინ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს და, მეორეც, მე არ ვიცი, რით დავიმსახურეთ ქართველებმა ასეთი უზრუნველ-მცონარული ცხოვრება. მთავარი და აუცილებელი შრომაა – ეს უნდა გავიგოთ.

– ქალები უფრო არ ვთაკილობთ შრომას.

– იმიტომ, რომ ქალს შვილები ჰყავს და ამ შვილებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ მათ არ შესცივდეთ და არ მოშივდეთ. ქალს რომ შვილი უჩნდება, ის საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. კაცს შეუძლია, მივიდეს სახლში კარგად ნაქეიფარი და ისე დაწვეს და დაიძინოს, არც იკითხოს, ჭამეს თუ არა რამე მისმა შვილებმა. ქალი კი ამას არ იზამს. ვერ იზამს. დიახ, კაცი უფრო ეგოისტია, მაგრამ, გააჩნია კაცსაც. საქმე ისაა, რომ კაცს არა აქვს შვილის მიმართ ის განცდა, რაც ქალს. იმიტომ, რომ საკუთარი სხეულით ცხრა თვე არ უტარებია და ძუძუ არ უწოვებია. ცოლის მშობიარობას რომ ასწრებენ, ეს იმიტომ კეთდება, რომ მამა რაღაცნაირად გახდეს თანამონაწილე ამ პროცესისა, რომ უფრო ორგანულად აღიქვას თავისი შვილის დაბადება, თორემ, ცოლი რომ მშობიარობს და ქმარი გარეთ ქეიფობს, ბიჭი შემეძინაო, ასე ვერანაირად ვერ გახდება თანამონაწილე.

– ჩვენზე სულ რაღაც ექსპერიმენტი ტარდება, ასეთი ბედის ვართ და მატრიარქატიც რომ ჩვენზე გამოსცადონ?

– ღმერთმა დაგვიფაროს (იცინის). ამერიკაში უკვე არის ამისი ნიშნები. ხომ აგიხსენით, იქ კაცს რა უფლებები აქვს. ქალს რომ შეხედო და იმან პოლიციელს უთხრას, სექსუალურად მიყურებსო, წასულია შენი საქმე.

– რა ფუფუნებაში ყოფილხართ ქართველი კაცები და არ იფერებთ?!

– როგორ არ ვიფერებთ, მაგრამ ქართველი კაცებიც სხვანაირები ვართ – არც ბოლომდე ევროპელები და არც ბოლომდე აზიელები. ზოგიერთ მუსლიმანურ ქვეყანაში ქალს სუფრასთან არ სვამენ; ევროპაში კაცი ქალს რესტორანში რომ დაპატიჟებს, ქალმა თავისი დანახარჯი თვითონ უნდა გადაიხადოს, ქართველი კაცი კი შენსასაც გადაიხდის, თავისასაც, ყვავილებსაც გიყიდის და სკამსაც გამოგიწევს დაბრძანდიო. პიროვნული თავისუფლება კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ყველაფრის ფეხებზე დაკიდებას. პირიქით, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჯერ საკუთარი თავის, მერე კი გარშემო მყოფების წინაშე. ძალიან მალე ნახავთ, რესტორანში ქალი რომ თავის დანახარჯს გადაიხდის, კაცი კი თავისას. არ გინდათ? – არც მე მინდა (იცინის), მაგრამ ძალიან მალე ასე იქნება.


скачать dle 11.3