კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სამოდელო სააგენტო “ელიტ ლაინის„ ხელმძღვანელმა მაია ჯანყარაშვილმა წყნეთის საბავშვო სახლში მცხოვრები 120 ბავშვი იშვილა


რამდენიმე ხნის წინ სამოდელო სააგენტო „ელიტ ლაინის“ ხელმძღვანელმა მაია ჯანყარაშვილმა წყნეთის ბავშვთა სახლს დიდი სიურპიზი მოუწყო: ის ქართველ დედა-ტერეზად მოგვევლინა – 120 ბავშვი იშვილა და მათი მომზადება და დახვეწა, საკუთარ თავზე აიღო.

მაია ჯანყარაშვილი: როდესაც პირველად მივედი წყნეთის ბავშვთა სახლში, ბავშვები საოცრად თბილად შემხვდნენ და მივხვდი, რომ მათთვის რაღაც კარგი უნდა გამეკეთებინა. მათთან გასაუბრებისას დავრწმუნდი, რომ უმეტესობის სურვილია, გახდეს წარმატებული ადამიანი, ცნობილი სახე; გოგონები მოდელობაზე, ბიჭები კი ფეხბურთელობაზე ოცნებობენ. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა, რომ ვიზრუნო ამ საოცრად კარგი ბავშვების იმიჯზე, ფიარზე, მომავალზე, სურვილების ასრულებაზე. ამიტომ, საკუთარ თავზე ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა და 120 ბავშვი ვიშვილე. უკვე მოვამზადე შესაბამისი საბუთები, ვაპირებ ფონდის დაარსებას და, იმედი მაქვს, ამ საქმეში ბევრი ადამიანი დამიდგება მხარში. რაც მთავარია, მე და ჩემი სააგენტოს – „ელიტ ლაინის“ მოდელები კვირაში ორი დღე წყნეთის ბავშვთა სახლში ბავშვებს ჩავუტარებთ გაკვეთილებს და მათ ვასწავლით იმ საგნებს, რომლებიც ჩვენს სააგენტოში ისწავლება და, რა თქმა უნდა, მხოლოდ დეფილეზე სიარულის სწავლით არ შემოიფარგლება ჩვენი საქმიანობა. მათთან ასევე იმუშავებს ფსიქოლოგი. პატარები მომავალში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, ექნებათ ფოტოსესიები, შეხვდებიან ცნობილ, წარმატებულ ადამიანებს. მომავალში ასევე ვგეგმავთ გრანდიოზული შოუ-ჩვენების გამართვას, სადაც ჩემი შვილობილები პირველად გამოვლენ დიდ სცენაზე მაყურებლის წინაშე, მათ ულამაზეს სამოსზე კი იზრუნებს დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი. ძალიან მინდა, „ელიტ ლაინის“ პატარა მოდელებს დავეხმაროთ ცხოვრების გზის გაკვლევასა და მიზნების მიღწევაში. რა თქმა უნდა, მათ დამსხვრეულ გულებს ვერ გავამთელებ, მაგრამ ბედნიერი ვიქნები, თუ, მცირე წვლილს შევიტან მათ მომავალ წარმატებაში და ხშირად დავინახავ ამ საოცრად კარგი ბავშვების სიხარულისგან აციმციმებულ თვალებს.


скачать dle 11.3